სვეტიცხოველი, 2011, № 2, გვ. 197-248

ჩამოტვირთეთ დასაბეჭდი ვერსია (.PDF)

მიტროპილიტი ანანია

თავი XIII. ლაზიკის ეპარქიებში ისტორიულად მცხოვრები ტომები

 

კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქია, როგორც აღინიშნა XI ს-ში თავის იურისდიქციაში მოიცავდა ვრცელ ტერიტორიას ტრაპეზუნტიდან ვანის ტბამდე, განვიხილოთ ძველთაგანვე იქ მცხოვრებ ტომთა ისტორია და ადმინისტრაციული მოწყობის სახე.

 

ლაზიკის ეპარქიებში ისტორიულად მცხოვრები ტომები ქსენოფონტეს მიხედვით (ძვ.წ.V-IV სს.)
(თ.მიქელაძის კვლევა)

 

კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ეპარქიები ლაზიკაში, როგორც აღინიშნა, მოიცავდა ქალდიისა და იბერიის თემების მნიშვნელოვან ნაწილს.

იბერიის თემიდან (ტაო, ბასიანი, კარინი და სხვა ოლქები) იყვნენ გამოსული ცნობილი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწეები (იოანე, ექვთიმე და გიორგი მაშენებელი მთაწმიდელები, თორნიკე ერისთავი, გრიგოლ ბაკურიანის ძე, ზაქარია ვალაშკერტელი ეპისკოპოსი და სხვანი), რომელთაც თანამედროვე სომეხი მეცნიერები მიიჩნევენ ეთნიკურ სომხებად (ქალკედონიტ სომხებად), უფრო მეტიც, მოსახლეობას აღნიშნული მხარეებისას მიიჩნევენ იმ სომხებად, რომელთაც მიიღეს ქალკედონიტური სარწმუნოება, რის გამოც თითქოსდა ისინი "გაქართველდნენ”. ქართველი მეცნიერების ერთი ნაწილიც იზიარებს თვალსაზრის იმის შესახებ, რომ აღნიშნული მხარეები ეთნიკური სომხების ისტორიული სამშობლო იყო და გვიან საუკუნეებამდე სომხებით იყო დასახლებული, სინამდვილეში კი, როგორც ქსენოფონტეს ცნობილი თხზულება "ანაბასისი” უჩვენებს ამ მხარეთა მომცველი ვრცელი ტერიტორია, ისტორიულად ქართული ტომებით იყო დასახლებული.

ქრისტეშობამდე დაახლოებით 400 წელს ბერძნების ათი ათასი კაცისაგან შემდგარმა ჯარმა გაიარა ის მიწა-წყალი, რომელთაც შემდგომში იბერიის და ქალდეას თემები მოიცავდნენ. ეს რეგიონი მდებარეობდა ვანის ტბიდან ტრაპეზუნტამდე, რომელსაც როგორც ითქვა, ისტორიულად სომხების მიწა-წყლად მიიჩნევენ. ქსენოფონტეს ცნობით აღნიშნული ტერიტორია სომხებზე უფრო მეტად, ქართული ტომებით იყო დასახლებული, მეტიც, სომხებით საერთოდ არ იყო დასახლებული არაქსის სათავეები და მისი ხეობის უდიდესი ნაწილი, ასევე შემდეგდროინდელი არზრუმის (კარინის), ყარსის (ვანანდის) და ბასიანის (ფასიანის) მხარეები, ჭოროხის სათავეები და შავიზღვისპირეთი (ზიგნა-ტრაპეზუნტის მხარეც).

ქსენოფონტემ თავისი ჯარით გაიარა თანამედროვე დასავლეთ ქურთისტანის მთიანეთი, მივიდნენ მდ. ტიგროსის სათავეებთან (მისი შენაკადის მდ. ბითლის-სუს სათავეები), შემდეგ გაიარეს კი მდ. ევფრატის (მურად-სუს) მარცხენა შენაკადი მდ. ყარა-სუ (ტელებოასი), შემდეგ კარტევან-დაღის ქედის გადასასვლელით მიუახლოვდნენ ევფრატის სათავეებს, გაიარეს ვალაშკერტის ველი და მიუახლოვდნენ მდ. ფასისის (არაქსის) ველს, შემდეგ კი გაჰყვნენ ამ მდინარეს (ფასისს) სათავეებისაკენ. იქიდან შევიდნენ ტაოში (ტაოხების ქვეყანაში) და მივიდნენ ჭოროხის სათავეებთან, გაყვნენ ჭოროხს (ხალიბების ქვეყანაში), სადღაც თანამედროვე სოფ. ორჯოხთან გადალახეს იგი (თ. მიქელაძის თვალსაზრისით), შემდეგ კი მკვეთრად შეცვალეს მიმართულება და სამხრეთ-დასავლეთით განაგრძეს გზა, მიადგნენ თანამედროვე ზიგანს, აქედან შევიდნენ ტრაპეზუნტში, შემდეგ კი განაგრძეს მოგზაურობა ქ. კერასუნტამდე და კოტიორამდე (თ. მიქელაძე, ქსენოფონტის ანაბასისი, 1967, გვ. 33-54). ამ გზის გავლას 8-9 თვე მოუნდნენ.

ქსენოფონტემ თავისი ჯარით, თავისივე ცნობით, ბაბილონის ბრძოლის ადგილიდან კოტიორამდე სულ გაიარა 620 ფარასანგი ანუ 18600 სტადიონი (1 ფარასანგი უდრის 5 კმ-ს, ხოლო 1 სტადიონი - 179,2 მეტრს), მაშასადამე გაუვლიათ 3100 კმ, მთელი ამ სამიათას კილომეტრიანი გრძელი გზის უმეტესი ნაწილი ბერძნებმა ქართულ ტომთა მიწა-წყალზე იარეს, საკუთრივ არმენიაში კი შედარებით ნაკლები. კერძოდ, ბაბილონის ბრძოლის ადგილიდან ბერძნები ჯერ შევიდნენ კარდუხთა ქვეყანაში, აქედან არმენიაში, რომელიც ორ ნაწილად იყოფოდა, აღმოსავლეთ არმენია ტიგროსის ზემო წელზე მდებარეობდა, მას ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს დარიოსის მეთვრამეტე სატრაპიად, იქ სომხებთან ერთად ქართულ ტომად მიჩნეული ჰესპერიტებიც (ანუ ჰეროდოტეს სასპერებიც) ცხოვრობდნენ. დასავლეთ არმენია კი აღმოსავლეთ ევფრატის (თანამედროვე მურად-სუს) აუზში მდებარეობდა. თ. მიქელაძის აზრით დარიოსის მე-18 სატრაპიას დასავლეთ არმენია შეესაბამება, რადგან დასავლეთ არმენიის სარდალი ტირიბაზი ჰესპერტებსაც მართავდა (იხ. იქვე, გვ. 123). ფასიანებიც აქვე ცხოვრობდნენ. ამ უკანასკნელთა ქართველობა ჩვენი ავტორების მიერ აღიარებულია. აღნიშნული ტირიბაზის ჯარიც ქართველ ტომთა მიერ ივსებოდა, ტირიბაზს დაქირავებული ჰყავდა ხალიბები და ტაოხები. არმენიის გადალახვის შემდეგ ბერძნები შევიდნენ ტაოხების, ხალიბების, სკვითინების, მაკრონების, კოლხების, დრილების, მოსინიკების, ტიბარენების ქვეყნებში. ტრაპეზუნტი - კოლხეთის ქვეყანაში მდებარეობდა.

აქედან ვიდრე არმენიამდე უვრცელესი მიწა-წყალი, რომელსაც, როგორც აღინიშნა, შემდგომში ქალდიასა და იბერიის თემები ეწოდა, დასახლებული იყო ქართული ტომებით.

ისიცაა აღსანიშნავი, რომ ბაბილონიდან არმენიამდეც, კერძოდ ქურთისტანის მთიანეთში, ქართველებად მიჩნეული კარდუხთა ტომი ცხოვრობდა. სწორედ მათ შეხვდნენ პირველად ქსენოფონტეს ბერძნები. კარდუხების ქვეყანას არმენიისაგან გამოყოფდა მდ. კენტრიტი (თანამედროვე ბოხტან-ჩაი). ქსენოფონტე მათ კარდუხებს უწოდებს, პლუტარქე (და სხვა ზოგიერთი მწერალი) კი გორდუენებს. ევსევი კესარიელის ცნობით ნოეს კიდობნის ნაშთები კორდუების მთებში მოიპოვებოდა. ამ სიტყვების (კარდუხი, გორდუენი) ფუძისეული ფორმა არის კარდუ, გორდუ, კორდუ. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით სახელწოდება "ქართველი” "კარდუ” სიტყვისაგანაა მიღებული. იმავე აზრს გამოთქვამდა ნ. ადონცი (იქვე, გვ. 117). ამ სიტყვის მაწარმოებლები "ხი” და "ენ” სუფიქსები სადაურობისა და კრებითობის აღმნიშვნელები არიან (კახი, კოლხი, ჯავახი - ჭანი, ზანი, სვანი, ფასიანი, მაკრონი, ტიბარენი, სკვითინი). გ. მელიქიშვილის აზრით კარდუხები მუშქების ერთ-ერთი ტომი იყო, კერძოდ კარდუხების - გორდუენების სახელწოდებას უკავშირებს ფრიგიის დედაქალაქის სახელს "გორდიონი” და ფრიგიის დინასტიურ სახელს "გორდია” (იქვე გვ. 119). ჩვენი აზრით ქართველთა სახელწოდებებში (ქართველი, მეგრელი, გურული, მარგველი, "გურჯ”, "გეორგიენ”) ფუძეები "გრ” - "რგ” იმავე წარმოშობისაა.

როგორც ითქვა, დასავლეთ არმენიის შემდეგ ბერძენთა ჯარი ფასიანთა ქვეყანაში შევიდა - არაქსის სათავეებთან. საქმე ისაა, რომ ქსენოფონტი და სხვა მრავალი ბერძენი ავტორი კონსტანტინე პორფიროგენეტის ჩათვლით ფასისს უწოდებდა არაქსს. თუმცა ისიცაა აღსანიშნავი, რომ ჭოროხსაც ფასისს უწოდებდნენ, ისე, როგორც სხვა რამდენიმე მდინარეს. არაქსის ხეობის ფასიანებს თ. მიქელაძე კოლხურ ტომად მიიჩნევს. ფასიანების ქვეყანას ქართულად ბასიანი ერქვა (ლაზიკის ეპარქიის ერთერთი უმთავრესი ნაწილი ბასიანსაც მოიცავდა). თუ ფასიანელები კოლხური ტომი იყო, ლაზიკად სახელდება შემდეგ საუკუნეებში ვრცელი მიწა-წყლისა ტრაპეზუნტიდან ვალაშკერტის ჩათვლით მოულოდნელი არ არის.

თ. მიქელაძეს კოლხური ეთნიკური ელემენტის ბუდედ მიაჩნია არა დასავლეთ საქართველო, არამედ სამხრეთ-დასავლეთ საქართველო და წერს "ანტიკური წყაროების აიეტის სამეფოც იქაა საძიებელი. ჭოროხისა და ფასის-არაქსის სათავეებთან კოლხური ტომის ფასიანების არსებობა კიდევ ერთი მძლავრი საბუთია ამ მოსაზრების სასარგებლოდ (თ. მიქელაძე, ქსენოფონტის "ანაბასისი”, 1967, გვ. 127).

შავ ზღვაში შემდინარე რამდენიმე მდინარესაც, როგორც ითქვა, ფასისი ერქვა. ბერძნული წყაროების მიხედვით მდინარე ფაზისი მძლავრად შეედინებოდა ზღვაში, თითქოსდა ის "ვარდებოდა ზღვის წყალში”. ფასისის ბერძნები აღწერდნენ არა როგორც ჭაობის მდინარეს, რომელიც მდორედ და მძიმედ შეედინება ზღვაში, როგორც ვთქვით მდ. რიონი, არამედ ჭოროხის მსგავს მთის მჩქეფარე, წყალუხვ მდინარედ. ერთი ბერძენი ავტორი წერდა "არგო ახლა ფასისში დგას... რაოდენი ძალა აქვს მის ვარდნას პონტოში” (იქვე, გვ. 126). თ. მიქელაძის განმარტებით სიტყვა ფასისი ბერძნულიდან შემოსულა ქართულში. ფასისი, ბერძნული "ღმერთის” სახელი იყო, მის ერთ-ერთ ვაჟს ერქვა კოლხი. ძვ.წ. III ს. ალექსანდრიელი მეცნიერის მნეასის თქმით "კოლხებმა თავისი სახელი მიიღეს კოლხისაგან, რომელიც ფასისის ვაჟი იყო” (იქვე, გვ. 126). მაშასადამე, ფასიანების სახელი კოლხებს უკავშირდება, კოლხების ეთნო ბუდე თ. მიქელაძის თქმით, როგორც აღვნიშნეთ, იყო სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, მას თ. მიქელაძე ამატებს ფასის-არაქსის სათავეებსაც, ე.ი. ფასიანთა ქვეყანას (ისტორიულ ბასიანს). ბასიანი ამასთანავე მესხების ქვეყანა იყო. ანუ კოლხები და მესხები ერთ ეთნოსად წარმოისახა. ჩანს, ამიტომაც ქსენოფონტემდეც ჰეკატოს მილეტელი მესხებს კოლხურ ტომად მიიჩნევდა. ბასიანელებს, ისევე, როგორც მათ მეზობელ ტაოელებს როგორც სომხები ისე ბერძნები VII-X საუკუნეებში ივერებს (იბერებს) უწოდებდნენ. ეს მიუთითებს იმის შესახებ, რომ წინარე ქართველების დიფერენციაცია დღეს ცნობილ ქართლ-კახელებად და მეგრელებად მოხდა მოგვიანებით ეპოქაში, კერძოდ, პირველ ათასწლეულში. აქამდე ისინი ეთნიკურ ერთობას ქმნიდნენ. მაშასადამე, არ მომხდარა “თუბალ-კაინური ტომების” (მეგრელების) ქართიზაცია, როგორც ნ. მარი ფიქრობდა, რადგანაც ზოგადქართული ეთნიკურ-ეროვნული ერთობის დიფერენციაცია გვიან საუკუნეებში დაიწყო. ამას უნდა მიუთითებდეს პროკოფი კესარიელის ცნობები ლაზების ქართულენოვნების შესახებ (მაგალითად ლაზური სიტყვა “ქუთათისი”, სინამდვილეში ძველი ქართულია). მაშასადამე კოლხები ისეთივე ფრიგიელი წარმომავლობის (ე.ი. მესხური) ტომია, როგორც ვთქვით კარდუხები. მაშასადამე ლაზიკის ანუ ივერიის თემის ძირითადი ეთნოსი იყო ქართველობა (ჯერ კიდევ არადიფერენცირებული) და არა სომხები, თუმცა კი ფასიანების ქვეყანას ქსენოფონტეც არმენიის ნაწილად მიიჩნევს. მაშასადამე, ფასიანების ქართული ტომი ქრისტეშობამდე მოექცა პოლიტიკურ არმენიაში, თუმცა კი თავისი ეროვნულ-ქართული იდენტობა გვიანობამდე შეინარჩუნა.

ფასიანების შემდეგ ბერძნების აღნიშნული ჯარი ტაოხების ქვეყანაში შევიდა, ანუ შემდეგდროინდელ ტაოში. "ხ” - მრავლობითობის მაწარმოებელია, ტაოელებს ანუ ტაოხებს ურარტუელი წყაროებიც იცნობენ დიაუხის სახელით. ძალზე საინტერესოა, რომ თ. მიქელაძის თვალსაზრისით აია-კოლხეთის ქვეშ, შესაძლოა დიაუხის გაერთიანება იგულისხმება. "მხარის ტოპონიმიკამ და არგონავტების მითის ანალიზმა დაგვასმევინა საკითხი იმის შესახებ, რომ, ერთის მხრივ არგონავტების მითში აიეტის სამეფოს სახით, ხოლო მეორეს მხრივ ჰეროდოტესთან აია-კოლხეთის სახით დაიაენის გაერთიანება ხომ არ აირეკლა. გ. მელიქიშვილმა ტაოხები ჰესპერიტებს დაუკავშირა” (იქვე, გვ. 128).

ჩვენი თვალსაზრისით ქართული წყაროების არიან-ქართლის ქვეშ იგულისხმებოდა ტაო-ბასიანის მხარეები, არიან-ქართველთა მეფის ძეს "აზონი”, "აზო”,”აზოვე” ერქვა, ანუ აია-კოლხეთის სახით ტაოს ქვეყნის ასახვის შესაძლებლობები იზრდება იმით, რომ არგონავტების მეთაურსაც იგივე სახელი "იაზონი” ერქვა. რაც ალბათ შორეული გამოძახილია, არეკლილი ქართული წყაროების მიერ. თ. მიქელაძის აზრით ჰესპერიტები მდ. ტიგროსის სათავეებთან (სისპირიტში) ცხოვრობდნენ, ამიტომაც არ ეთანხმება გ. მელიქიშვილს, რომ ტაოხები იგივე ჰესპერიტები არიან. დიაუხის ანუ დიაიენის გაერთიანება სამხრეთით თანამედროვე ერზრუმამდე ვრცელდებოდა. შემდეგშიც ქართული ტომები აქვე ცხოვრობდნენ. ქსენოფონტე იხსენებს, რომ ტაოხები, ხალიბები და ფასიანები ერთად იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ. ეს მომხდარა მდ. არაქსთან (ფასისთან) ახლოს (იქვე, გვ. 79).

ტაოხების შემდეგ ქსენოფონტეს ჯარი მდ. ჰარპასოსთან (თ. მიქელაძის აზრით ჭოროხთან) ხალიბების ქყვეყანაში შესულა (იქვე, გვ. 41). ხალიბები რკინის მწარმოებლობით განთქმული ქართული ტომი იყო.

იქედან სამხრეთისაკენ შემობრუნებული ბერძნები სკვითინების ქვეყანაში შესულან. თანამედროვე ქ. ბაიბერდთან ახლოს ყოფილა სკვითინების დედაქალაქი გვიმნიასი. თანამედროვე ზიგანას უღელტეხილიდან ბერძნებს ზღვა დაუნახავთ.

ზიგანასა და ტრაპეზუნტს შორის ბერძნები მაკრონების ქვეყანაში შესულან. ივ. ჯავახიშვილი მაკრონთა სატომო სახელს უკავშირებდა ეთნიკურ ტერმინებს მარგალი, მეგრელი. მართლაც, ძველი ქართული წყაროები ანდრია პირველწოდებულის მოგზაურობის შესახებ ტრაპეზუნტის სანახებს უწოდებენ "სოფელი მეგრელთა”, შესაძლოა ბერძნულ წყაროში ეწერა "ქვეყანა მაკრონებისა”, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ სიტყვა "ლაზიკა” ქართულში ითარგმნებოდა, როგორც "სოფელი მეგრელთა”. სტრაბონის დროს მაკრონები სანების სახელს ატარებდნენ (სტრაბონი, XII, 3, 18). აღსანიშნავია, რომ ქსენოფონტეს მიხედვით სხვადასხვა ტომები იყვნენ კოლხები და მაკრონები. კოლხები ტრაპეზუნტიდან ორდუმდე კოტიორამდე ცხოვრობდნენ, დ. მიქელაძის აზრით მაკრონებისა და კოლხების ქვეყნებს ერთმანეთისგან მდ. მაჩკა-დერე ჰყოფდა (თ. მიქელაძე, ქსენოფონტეს ანაბაზისი, გვ. 44).

კოლხების ქვეყანაში ტრაპეზუნტის გარდა კერასუნტიც მდებარეობდა. ორივე ქალაქი სინოპის კოლონიად ითვლებოდა. კერასუნტი თანამედროვე გირესუნად მოჩანდა. კერასუნტის სამხრეთით სტრაბონის სიტყვით ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა კონცხი იაზონია (იქვე, გვ. 46), რაც მიუთითებს, რომ არგონავტების მითის კოლხიდა უფრო ტრაპეზუნტის მხარეებისაკენ ანუ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოშია საძიებელი, ე.ი. იქ, სადაც ქსენოფონტეს დროს კოლხები ცხოვრობდნენ და არა დასავლეთ საქართველოში. თ. მიქელაძე წერს რომ ქსენოფონტეს ცნობა კოლხების ქვეყნის ტრაპეზუნტ-კერასუნტის რეგიონში არსებობის შესახებ უეჭველია, რადგანაც ეს თავისი თვალით იხილა მან (იქვე, გვ. 135). იყვნენ მთიელი კოლხებიც, ისინი ბერძნებს შეებრძოლნენ (იქვე, გვ. 138), მათი მეზობლები იყვნენ დრილები, ქართული ტომი, რომლის სახელი უნდა ჟღერდეს "თრიალეთის” სახელში. შესაძლოა როგორც კოლხები, ისე დრილებიც უფრო ჩრდილოეთით გადასახლდნენ შემდეგ საუკუნეებში. მათ გარდა ჩრდილოეთით, თ. მიქელაძის აზრით, გადასახლებულან სვანებიც, ბერძნები დრილების შემდეგ მოსინიკებს შეხვდნენ. "არ არის გამორიცხული შესაძლებლობა, რომ "მო-სინ” სახელი გადმოცემდეს სვანურ სახელს "არის მასალა, რომელმაც შეიძლება სვანების სამხრეთიდან მოსვლა დაგვიდასტუროს” (იქვე, გვ. 138). ბოლოს ბერძნები ტიბარენებს შეხვდნენ მეგრელ-ჭანურ ტომს თ. მიქელაძის აზრით, თუმცა მეცნიერთა ერთი ნაწილი მათ იბერებთან აკავშირებს. აქედან ისიც შეიძლება ვიფიქროთ, რომ იბერები და მეგრელ-ჭანები ერთი ეთნოსი, გაუდიფერენცირებელი ერთიანი ხალხი იყო ქსენოფონტეს დროს, თუმცა კი ტომებად დაყოფილი. უფრო ადრე თუბალ-ტაბალებად ცნობილი ტიბარენების სომხეთში განსახლების საზღვარი მდ. თერმე-ჩაიმდე აღწევდა. ეს უნდა იყოს ცნობილი თერმოდონტი, სადაც თემესტიოსის სიტყვით კიდევ ერთი ფასისი ყოფილა. აქ ქ. ფასისის აკადემიაში უსწავლია მას.

აქედან ჩანს, რომ ტრაპეზუნტიდან ვიდრე თითქმის ვანის ტბამდე ქსენოფონტეს ცნობით უმეტესად ქართული ტომები ბინადრობდნენ, რომელნიც პოლიტიკურად არმენიაში შედიოდნენ. თუმცა არმენია სპარსეთის სამეფოს ერთ-ერთ ოლქს წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ X საუკუნეში ტაოელი, ბასიანელი და მიმდებარე ადგილების ქართველები მოქირავნეების სახით მსახურობდნენ ბიზანტიურ ჯარში (იხ. კოპალიანი, ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობა XI ს-ში), მსგავსადვე ქსენოფონტეს ეპოქაშიც "ქართველი ტომების ერთი ნაწილი აქემენიდური სპარსეთის ჯარში მოქირავნეებად მსახურობდა” (თ. მიქელაძე, დასახ. ნაშრ. გვ. 57).

ქართველ ტომთა ერთიანობის შესახებ უნდა მიუთითებდეს მათი სატომო სახელების ფუძეების იდენტურობა. მაგალითად, კარდ (კარდუხები), ხალდ, ქალდ (ხალდები), ხალიბების ჭანური ტომი თ. მიქელაძის აზრით ცხოვრობდა მდ. ჰალისის აუზიდან მდ. ჭოროხამდე. მდ. კელკიტი და არა მდ. რიონი უნდა იგულისხმებოდეს იმ მდინარე ფასისად, საითკენაც გაცურვა ისურვეს ბერძენმა ჯარისკაცებმა, რათა დაეპყროთ ფასიანთა ქვეყანა, სადაც "მაშინ აიეტის შვილიშვილი მეფობდა” (იქვე, გვ. 113). მდ. კელკიტის ახლოს იყო ცნობილი თერმოდონტი, სადაც თემესტიოსის სიტყვით კიდევ ერთი ქ. ფასისი ყოფილა. ეს მეორე მდ. ფასისი მდ.კელკიტი უნდა იყოს. მასზე მდებარე ქალაქსაც ფასისი ერქვა, ხოლო მასზე მცხოვრებ ხალხს კი “ფასიანები”.

საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქია ისტორიულად ქართველებით იყო დასახლებული, რომელთაც ეთნიკურ-ეროვნული ვინაობა შეუნარჩუნებიათ საუკუნეთა მანძილზე, ამიტომაც უწოდეს ბიზანტიელებმა მას XI ს-ში "იბერიის თემი”.

 

 

კოლხ-სირიელები ანუ შავგვრემან-ხუჭუჭთმიანი

ეგვიპტურენოვანი ხალხი (ძვ.წ.VIII-IV სს.)

 

მიგრაცია - მოსახლეობისა ბალკანეთიდან კავკასიისაკენ VI-IV საუკუნეებში - ერთერთი მთავარი თემაა ბერძენ-რომაელი ავტორებისა. უფრო ძველი ცნობებით, ბალკანეთიდან მცირე აზიაში მოსახლეობის გადასახლება დაწყებულა ქრისტეშობამდე XI ს-ში. IX-VIII სს-ში მცირე აზიაში ფრიგიელები გადმოსახლებულან, შემდგომ სხვადასხვა ტომები, ბოლოს კი თესალიელები, გალატები და მაკედონელები. თესალიელთა გადმოსახლების ანარეკლი უნდა იყოს არგონავტების მითი.

ქრისტეშობამდე IV-I საუკუნეების ისტორია შემონახული არა აქვთ ბერძენ-რომაელ მწერლებს.

მ. ბერძნიშვილი ამის შესახებ წერს - “მეოთხე საუკუნე და მისი მომდევნო ხანა ოდნავადაც არაა აღბეჭდილი ისტორიაში... როგორი მდგომარეობა სუფევს კოლხეთში ლიზიმაქეს შემდგომ ვიდრე ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნემდე, ამის შესახებ ჩვენ ისტორიულ წყაროებში არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება” (მ. ბერძნიშვილი, ქ. ფაზისის ისტორიისთვის, 1969, გვ. 70).

უნდა ვიფიქროთ, რომ ამიტომაც არ აისახა წყაროებში სამხრეთიდან, კავკასიისაკენ, მოსახლეობის გადაადგილება, ანდა ბალკანური წარმოშობის მოსახლეობის მიგრაცია მცირე აზიის შუა რეგიონებიდან უფრო ჩრდილოეთით.

I-II საუკუნეთა ბერძენ-რომაელ ავტორებს იბერიელები, ალბანელები, ჩრდილო მიდიელები და ჩრდილო არმენიელები თესალიური, ანუ ბალკანური წარმოშობის ხალხად მიაჩნიათY იმით, რომ მათ მიიჩნევდნენ არგონავტების (თესალიელების) შთამომავლებად. მაგალითად, ტაციტუსი ალბანელების და იბერების შესახებ წერს - “ამბობენ, რომ თესალიელებისაგან არიან წარმოშობილნი” (“ტაციტუსის ცნობები საქართველოს შესახებ”, 1973, გვ. 57). ამავე დროს კი მიაჩნია, რომ იბერები კოლხური ხალხია და იბერთა სამეფო დინასტია კოლხეთშია ჩამოყალიბებული (ა. ჯაფარიძე, დედა ღვთისმშობელი შემწე ქართული ენისა, 2008, გვ. 5).

მსგავსადვე, სტრაბონი და პლინიუს უფროსიც მიიჩნევენ, რომ იბერები კოლხების ქვეყნიდან შთამომავლობენ, აქ ჩასული იაზონისგან გამრავლდნენ. სტრაბონისა და სხვა ავტორთა აზრით, სამხრეთ კავკასიის, ჩრდილო არმენიისა და მიდიის მოსახლეობა ბალკანეთიდან მიგრირებული თესალიელების შთამომავლები არიან. აქეელთა და ჰენიოხთა შესახებ ამავე აზრისაა სტრაბონი (XI, II, 12 და XI, IV, 8). სტრაბონისა და სხვათა აზრით, თესალიელები (იაზონი და მისი გუნდის წევრები) ჯერ ჩავიდნენ კოლხეთში და ეთნიკურად შეცვალეს კოლხეთის მოსახლეობა, შემდეგ კი სამხრეთ კავკასიასა და ჩრდილო მიდიაშიც განივრცნენ, ანუ სტრაბონისა და სხვა ავტორთა აზრით, მოხდა დიდი გადმოსახლება ბალკანეთიდან კავკასიისაკენ იაზონის ეპოქაში, რის შედეგადაც შეიცვალა სამხრეთ კავკასიისა და ჩრდილო მცირე აზიის, ასევე ჩრდილო მიდიის ეთნიკური სახე. ამ მიწა-წყალზე დასახლდნენ ბალკანეთიდან წამოსულები. კოლხ-იბერები, ალბანელები, ჩრდილო სომხები და მიდიელები ბალკანურ-თესალიური წარმოშობის ხალხად მიაჩნდათ, როგორც უკვე აღინიშნა. რა თქმა უნდა, საკვლევია, ნამდვილად შეიცვალა თუ არა მოსახლეობა სამხრეთ კავკასიაში, ჩანს, ძველ ავტორებს გააჩნდათ შესაბამისი მტკიცებანი. ერთ-ერთი შეიძლება იყოს ეთნიკური სახის სხვადასხვაგვარად დახატვა კოლხებისა ძველ და ახალ დროში - ადრე კოლხები შავკანიანიები, მუქკანიანები იყვნენ

ჰიპოკრატე (460-377) ასე აღწერს ფასიანების (კოლხების) გარეგნობას - “ფასიანები ტანმაღალნი და არაჩვეულებრივ სქელნი არიან. არ ემჩნევათ არც სახსრები და არც ძარღვები, კანის ფერი ყვითელი აქვთ, როგორც ზაფრათი დაავადებულებს, ხმა მეტად ტლანქი აქვთ, რადგან ისუნთქავენ არა სუფთა ჰაერს, არამედ შეხუთულსა და ნოტიოს. ბუნებით ნაკლებ ამტანნი არიან ფიზიკური შრომისა” (Латишев В. “Известия древних писателей греческих и Латинских о Скифии и Кавказе”, Т. 2, стр. 88).

ჰიპოკერატესავე სიტყვით, ფასიანები სვამდნენ დუბელა, ტბორე და აშმორებულ წყალს, რომელიც თანდათან შეივსება ხოლმე წვიმით, ცხოვრებას ფასიანები ატარებენ ჭაობებში, სახლები ხისა ან ისლისა წყალში აქვთ ჩადგმული. ქვეითად (ე.ი. ფეხით) ნაკლებ დაიარებიან (მ. ბერძნიშვილი, ქ. ფაზისის ისტორიისათვის, გვ. 31).

მსგავსადვე აღწერს ძველ კოლხებს ძვ.წ. V ს. მეორე ავტორი ჰეროდოტე. მისი ცნობები უეჭველია, რადგან თვითონ პირადად იცნობდა კოლხებსა და ეგვიპტელებს, აინტერესებდა მათი ცხოვრება და ისტორია. გარდა ამისა, სხვებსაც ეკითხებოდა მათ შესახებ. ის წერს - “კოლხ-ეგვიპტელთა ნათესაობა მე მაინტერესებდა, ამიტომ ვეკითხებოდი კოლხებსაც და ეგვიპტელებსაც... კოლხები ცხადია ეგვიპტელები არიან, მე თვითონ მივედი ამ დასკვნამდე უფრო ადრე, ვიდრე ამას სხვისგან გავიგებდი” (ჰეროდოტე, II, 104-105). მისი დაკვირვებით, კოლხებსა და ეგვიპტელებს ერთი სალაპარაკო ენა ჰქონდათ, მისდევდნენ ცხოვრების ერთნაირ წესებს, ერთნაირად გააჩნდათ წინდაცვეთის ჩვეულება, ერთნაირად ამზადებდნენ ტილოს, ამასთანავე, კოლხები ეგვიპტელებივით შავკანიანები (შავგვრემანები) და ხუჭუჭთმიანები იყვნენ.

აშკარაა, რომ ძვ.წ. V საუკუნის კოლხები, როგორც ენით, ისე ეთნიკურად განსხვავდებიან შემდეგი საუკუნის კოლხებისაგან, რომელნიც უკვე არა სირიულ და ეგვიპტურ, არამედ ბალკანურ-თესალიური წარმოშობის ხალხად მიაჩდა ზოგიერთ ავტორს. მაგალითად, ძველი ზანტი და უძლური, მუქკანიანი კოლხების ადგილს იჭერს გამრჯე და ცქვიტი თეთრკანიანი ხალხი სწორედ ისეთნი, როგორიც დღეს არიან. მაგალითად, ახ. წ. IV საუკუნის ავტორის ავიენის სიტყვით, კოლხები არიან გამრჯენი იმდენად, რომ მოსავალს მაღალი კლდის ფრიალოებზეც კი სთესავენ (მ. ბერძნიშვილი, დასახ. ნაშრ. გვ. 31).

ახალი კოლხების სიცქვიტისა და უნარიანობის შესახებ მრავალი ავტორი წერდა. ფაქტია, რომ ძვ.წ. V საუკუნის კოლხების აღწერილობა მკვეთრად განსხვავდება შემდეგ საუკუნეთა ავტორების ცნობებისაგან, იცვლება არა მხოლოდ კოლხის გარეგნული სახე, არამედ საცხოვრისიც. კოლხეთის საზღვრები ინაცვლებს ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ (იქვე, გვ. 30).

 

 

ქართული ტომების მიგრაცია სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ

ჩვენი ფიქრით, ძველი კოლხები, ყვითელ-მუქკანიანი, ზანტი, ტანმაღალ-სქელი, ამტანუუნარო, ეგვიპტურენოვანი, ხუჭუჭთმიანი ხალხი ცხოვრობდა თერმოდონტის სამხრეთით, იქ, სადაც იმჟამად აღწევდა სირიელთა განსახლების საზღვარი, ანუ ის რასობრივად იყო არაინდოევროპულ-არაკავკასიური ტიპის მოსახლეობა, ხოლო მალევე შემდგომ, ეს მოსახლეობა შეიცვალა ახალი - “ინდოევროპული კავკასიური რასის” მოსახლეობით, რომელიც ძველი ავტორების მტკიცებით, გადმოსახლდა ბალკანეთიდან და ესახლებოდა მცირე აზიაში ძვ. წ. I ათასწლეულში უწყვეტი ნაკადების სახით. მართლაც, ზოგიერთი ბერძენ-რომაელი ავტორები კოლხებს უწოდებდნენ თეთრ სირიელებს (ლევკოსირიელებს) - (Латищев В.”Известия древних писателей греческих и латинских о Скифии и Кавказе”, I, 2, стр. 404).

რატომ თეთრი სირიელები? ალბათ იმიტომ, რომ ოდესღაც ძველი კოლხები ცხოვრობდნენ სირიელების გვერდით, რომელთა განსახლების საზღვარი აღწევდა თერმოდონტამდე მცირე აზიაში. ისინი, როგორც ვთქვით, არ იყვნენ “ინდოევროპელ-კავკასიელები”, არამედ მუქკანიანები, ხოლო იმავე ადგილზე მისული ახალი კოლხები კი თეთრკანიანები. სირიელებთან მეზობლობის გამო “თეთრსირიელები”. მართლაც, შემდეგ ძველი კოლხების ეთნოსახეცვლილება მოხდა (უუნარონი და უძლური შავკანიანი კოლხები გაქრნენ, მათ ადგილზე მოსულ ინდოევროპულ ბალკანელებსაც კოლხები უწოდეს და რომელნიც თავის მხრივ მიგრირებდნენ კავკასიის მიმართულებით).

ამ მოსახლეობის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიგრაციის საკითხი შესანიშნავად გამოიკვლია მაქსიმე ბერძნიშვილმა. ის წერს - “კოლხები ნელ-ნელა იხევდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ” (მ. ბერძნიშვილი, ქ. ფასისის ისტორიისათვის, გვ. 30).

მართლაც, ტრაპიზონის დასავლეთით მდებარე ზღვისპირა ქალაქი კერასუნტი ქრისტეშობამდე IV საუკუნეში ქსენოფონტეს დროს კოლხეთის მიწაზე ყოფილა (ქსენოფონტე თავის ანაბაზისში წერს ბერძნული რაზმის შესახებ - “მესამე დღეს ჩავიდა ელინურ ქალაქ კერასუნტში, რომელიც დაარსებულია სინოპელთა მიერ კოლხეთში” (იქვე, გვ. 28).

კოლხეთში ყოფილა თვით ქალაქი ტრაპიზონიც. ქსენოფონტე ამის შესახებაც წერს - “ბერძნები ჩავიდნენ ბერძნულ ქალაქ ტრაპიზონში კოლხების ქვეყანაში”.

მ. ბერძნიშვილის კვლევით, ტრაპიზონის გარშემო რაიონი იმ პერიოდში სულ მცირე 25-27 კმ რადიუსში კოლხებით ყოფილა დასახლებული. იქ კოლხური სოფლები ყოფილა.

ასეთი იყო ვითარება ქრისტემდე IV საუკუნეში, მაგრამ ვითარება უკვე შეცვლილი იყო I საუკუნისათვის, სტრაბონის დროს კოლხები უკვე ტრაპიზონის აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ (იქვე, გვ. 29).

ტრაპიზონი კოლხეთს ემიჯნება. ტრაპიზონი კოლხეთისა და ტიბარანიის საზღვარზეა (იქვე, გვ. 30).

კიდევ უფრო აღმოსავლეთით წანაცვლდა კოლხეთის საზღვარი ერთი საუკუნის განმავლობაში. მაგალითად, არიანეს დროს კოლხეთი მდებარეობდა ტრაპიზონის აღმოსავლეთით დაახლოებით 50 კმ-ის დაშორებით (გვ. 30).

“არიანე კოლხეთის საზღვრად ასახელებს მდ. ოფის, რომელიც ჰყოფს კოლხების ქვეყანას თიანიკესაგან” (იქვე, გვ. 30).

მ. ბერძნიშვილმა დაასკვნა სამართლიანად - “კოლხები ნელინელ იხევდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ რომელიმე ძლიერი მეზობელი ტომის მიწოლის შედეგად” (იქვე, გვ. 31).

მართლაც, საქმე ისაა, რომ არა მხოლოდ კოლხების მიგრაცია მიმდინარეობდა სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, არამედ თითქმის ყველა ტომისა. ესენი იყვნენ კარდუხები, ტიბარენები, ხალდები, ტაოხები, ფასიანები, ხალიბები და ალბათ სვანებიც და სხვანი. მათი გადაადგილება თანამედროვე საქართველოსკენ არ შეწყვეტილა I საუკუნეშიც კი, და ჩანს, გრძელდებოდა მთელი I ათასწლეულის მანძილზე, სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, მაგალითად, ფასიანების ნაწილი შესაძლოა გადასახლდა არაქსის ხეობიდან რიონის ხეობაში, სვანები, რომელთაც სამხრეთით ვიდრე მდინარე ჭოროხამდე და მის ქვემოთაც უნდა ეცხოვრათ, გადასახლდნენ ჩრდილოეთის მთებში. თავის მხრივ, აფსილები მოძრაობდნენ სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, რომელნიც, ჩანს, სვანების ადგილს იჭერდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთო ფუძე-ქართული ენის მცირედ დიფერენციაციის გამო, I ათასწლეულში ამ ტომებს საერთო ენა, (ენობრივი ურთიერთობის დაუბრკოლებელი საშუალება) უნდა ჰქონოდათ. მოსხები, რომელნიც ადრე ვანის ტბის დასავლეთით ცხოვრობდნენ, ქრისტეშობამდე I ათასწლეულის ბოლოს ჭოროხის სათავეებთან აღმოჩდნენ. ასევე ხალდები, რომელთაც აქ ქალდები ანუ ჭანები ეწოდათ.

მაშასადამე, ჩვენი ფიქრით, რომელსაც ზოგიერთი წყაროც ადასტურებს, ხდებოდა ბალკანური და სხვა წარმოშობის ტომების მიგრაცია მცირე აზიის ცენტრებიდან ჩრდილოეთის მიმართულებით. ამასთანავე, როგორც აღინიშნა, შესაძლოა, ამ დროს სახელოვანი კოლხების (და შესაძლოა ასევე სხვა) ტომის ეთნიკური ცვლილება მოხდა. კერძოდ, თუ კი ძველი კოლხები ბერძნული გაგებით აფრიკიდან მოსული ეგვიპტური წარმოშობის მუქკანიანი “შავები”, შავკანიანნი იყვნენ, შემდგომში ისინი უკვე თესალიელთა შთამომავლებად, ანუ ინდოევროპელებად მიიჩნევა. ამიტომაც წარსულის პოეზიაში ჩარჩა, ვთქვათ, ასეთი გამოთქმა: ქრისტეშობამდე VI საუკუნის პოეტის გამოთქმით, არგონავტებს ფაზისში დახვდათ შავკანიანი კოლხები - “მოვიდნენ ფაზისში, სადაც მათ თვით აიეტის წინაშე შავგვრემან კოლხებს ძალა უჩვენეს” (იქვე, გვ. 123).

VI საუკუნის მწერლების პინდარის (518-442), ჰიპოკრატეს და V ს-ის ჰეროდოტეს მითითება კოლხების ყვითელი და შავ (მუქ) კანიანობის შესახებ, მთლიანად განსხვავდება ვთქვათ პირველი საუკუნის არიანეს მიერ დახატული სურათისგან, სადაც კოლხების მუქკანიანობის შესახებ უკვე არავინ წერს. პირიქით, მთელ სამხრეთ კავკასიის მოსახლეობას თესალიელების, ანუ ბალკანელების შთამომავლებად მიიჩნევდნენ.

ერთი სიტყვით, როცა კოლხები სამხრეთით, სირიელთა ახლოს ცხოვრობდნენ, თეთრსირიელებს უწოდებდნენ, ხოლო როცა ჩრდილოეთში გადასახლდნენ, სკვით-კოლხებს უწოდებდნენ მეზობლების სახელის მიხედვით (იქვე, გვ. 92).

თუ ძვ.წ. VI-V საუკუნეთა ავტორები კოლხებს ხატავდნენ მუქკანიან უნიათო და უძლურ ხალხად, ახ.წ. VI საუკუნის ავტორი ლაზებს ახასიათებს, როგორც ყოჩაღ და ცქვიტ, ძლიერ და მამაც ხალხს, ასე რომ, ეს ორი დახასიათება, ერთმანეთისაგან 1200 წლით დაშორებული, ძლიერ განსხვავდება. საფიქრებელია, რომ მართლაც დიდი ცვლილებები მოხდა. Aახ.წ. VI საუკუნის ავტორის, აგათიას სიტყვით, ლაზები ხასიათდებიან “ხასიათის სილამაზითა და სიცქვიტით”.

აგათიას ეპოქის და უფრო ადრინდელი ბერძენ-რომაელი მკვლევარები საგანგებოდ ეძებდნენ კოლხთა ტომს, მაგრამ მრავალ ტომთა ჩამონათვალში ისინი იმ ეპოქაში ან საერთოდ არ ჩნდებოდნენ, ანდა უმნიშვნელო ხალხს წარმოადგენდნენ, ბოლოს მიღებულ იქნა, რომ სწორედ ლაზები უნდა იყვნენ ის სახელოვანი კოლხები, რომელთა შესახებ მითები და ამბები ასე აღელვებდა ძველ ბერძენთა ფანტაზიას, ამიტომაც, მაგალითად, აგათიას სიტყვით, “ძველი კოლხები ახლა ლაზებად არიან შერქმეულნი, ისინი ვაჭრობაშიც დიდ აქტივობას იჩენენ, ზღვაოსნობენ და ვაჭრობენ კიდეც და დიდ სარგებელს ნახულობენ” (მ. ბერძნიშვილი, გვ. 57).

მდ. ფაზისთან ეგვიპტის ფარაონ სეზოსტრისის მიერ ქვეყნის დასასახლებლად დატოვებული ეგვიპტელ-კოლხები სხვაგვარი ხასიათისანი იყვნენ, განსაკუთრებით კი ფასიანები, როგორც ითქვა, უხასიათონი, უუნარონი, უძლურნი, ახლა უკვე ახალი კოლხები, ანუ ლაზები ხასიათით უფრო ინდოევროპული წარმოშობის სკვითების ხალხს არის მიმსგავსებული. ბერძენ-ლათინ მწერლებთან - “არის შემთხვევა, როდესაც სკვითეთი და კოლხეთი იდენტურ ერებად არის წარმოდგენილი” (იქვე, გვ. 93). ფაზისიც კი სკვითების ანუ კოლხეთის მდინარედ მიიჩნევა (გვ. 93).

 

 

ფრიგიულ-ქართული კავშირები (ძვ.წ. VIII-IV სს.)

ჰომეროსის “ილიადაში” იხსენიებიან ფრიგიელები, როგორც ტროელთა მოკავშირეები.

მიიჩნევა, რომ ილიადა ძვ.წ. XIII-XII საუკუნეების ისტორიულ ვითარებას ასახავს, თუმცა ამჟამად ფიქრობენ, რომ “ილიადას” ავტორს ძვ.წ. X-IX სს-ში უნდა ეცხოვრა, ხოლო პოემის ლიტერატურული გაფორმება ძვ.წ. VI-ს-მდე გრძელდებოდა.

ქსანთოს ლიდიელის მითითებით ფრიგიელები მცირე აზიაში ტროას ომის (ძვ.წ. XIII-XII სს. მიჯნა) შემდეგ მოვიდნენ (სტრაბო, XIV, 5, 39).

ამჟამად ფიქრობენ, რომ ფრიგიელები მცირე აზიაში ძვ.წ. X ს-ის შემდეგ, უფრო IX-VIII სს-ში მოვიდნენ.

ფრიგიის უძველესი დედაქალაქის გორდიონის ყორღანები ქრონოლოგიურად ძვ.წ. VIII-IV სს-ში ექცევა (ნ. ხაზარაძე “ძველაღმოსავლური და ქართველოლოგიური ძიებანი 2001”, გვ. 10).

ქსენოფონტე (ძვ.წ. IV) წერდა: “დიდი” ფრიგიისა და “ჰელესპონტის” ფრიგიის ანუ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ორი პოლიტიკური ერთეულის (იქვე, გვ. 22) შესახებ. “დიდი ფრიგია” - კაპადოკიასა და ლიდიას შორის იყო მოქცეული.

ტროადა - ჰელესპონტის ფრიგიის შემადგენელი ნაწილი იყო (სტრაბო, II, 5,31). მას “მცირე ფრიგიასაც” უწოდებდნენ. აქ მეფობდა მიდასი და, შემდეგ, ეს ქვეყანა გალატიელების ხელში გადასულა (სტრაბო, VIII, 1,2).

მუშქების ქვეყნის მეზობლად თაბალის ქვეყანა მდებარეობდა (გვ. 39). მუშქების, იგივე ფრიგიელთა მეფე მითა მეგობრობდა თაბალის მეფესთან.

თაბალის მეზობელი იყო ქვეყანა “ქუე” (აქედან ხომ არ არის ქართული სიტყვა “ქუელი”, კეთილი, კეთილშობილი კაცი).

მუშქები იგივე მუსქები იხსენებიან ასურულ წარწერებში.

ბიბლიაშიც “იავანი, თობელი და მეშეხი” ერთად იხსენიებიან, იავანი - ბერძნების წინაპრად, თობელი და მეშეხი-ქართველებისა. მეშეხი და მუშქები ერთ ხლხად მიიჩნევა.

თაბალის ქვეყანა დიდი კაპადოკიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა (იქვე, გვ. 43)

ფრიგიელებს თავიანთი ანბანი ჰქონდათ - “ძველი ფრიგიული”, ის ძველი ბერძნულისგან წარმომდგარად მიიჩნევა, კერძოდ, დასავლური ბერძნულიდან. თავის მხრივ, ბერძნული ანბანის ფორმირება ფინიკიურიდან დაიწყო ძვ.წ. IX ს-დან, ხოლო არქაული ბერძნული ანბანი ჩამოყალიბდა ძვ.წ. VIII ს-ში. თავიდან ჩამოყალიბდა “აღმოსავლური” და “დასავლური” ბერძნული ანბანი. აღმოსავლურისგან შეიქმნა კლასიკური ბერძნული ანბანი.

მუშქების ქვეყანაში გაედინებოდა მდ. ჰალისი (გალისი, ყიზილ-ირმაკი). შესაძლოა ამ მდინარის სახელის გამო ჰალისის რეგიონში მცხოვრებ მუშქებს დაერქვათ “ჰალიძონები” (ალიზონები, ალაძონები), რომლებსაც ტროას ომში მიუღიათ მონაწილეობა ჰომეროსის თხრობით. სტრაბონის მტკიცებით კი ეს ალიზონები შემდგომ ხალიბებად იწოდნენ, მათ ასევე ქალდებსაც უწოდებდნენ. სიტყვა ქალდი სახელ “ქართველს” დადებია საფუძვლად.

ფრიგიას “მუშქების ქვეყანა” ეწოდებოდა. ძვ.წ. VIIIს-ში. ფრიგიის სამეფოს მჭიდრო კონტაქტები ჰქონია კილიკიასთან და მახლობელ ქვეყნებთან

საკუთარი სახელი “გორდი” - ფრიგიული წარმომავლობისად მიიჩნევა.

“გურდი”-”გორდი” რქმევია თილ-გარიმუს მეფეს.

ცნობილია, რომ “გორდიოსი” ფრიგიის მეფეთა დინასტიური სახელწოდება იყო. “გორდ” ძირიანი ტოპონიმები (“გორდიონი”, “გორდუტეიხოსი”, “გორდორუნიოსი”, “გორდუკომე”, მანეგორდუსი” და სხვ.) საკმაოდ გავრცელებული იყო დიდი ფრიგიის ტერიტორიაზე (იქვე, გვ. 74).

“გორდუ-ტეიხოსი”

“გორდო-რუნიოსი”

“გორდუ-კომე”

“მან-გორდუ-სი”

ჩანს, ფრიგიას ერქვა არა “გორდ”, არამედ “გორდუ” (გორდო), აქედანვე უნდა იყოს ქართველთა თვითსახელწოდება გორდუელი, ანუ ქორთუელი-ქართველი, ან, როგორც ითქვა, “გალატო”-დან.

ეს “გალატო”-ც შესაძლოა იყო ევროპიდან შემოსული იმავე ფრიგიელების შორეული თვისტომნი გალები. ცნობილია, რომ “გალებს” მცირე აზიაში “გალატო”-ები ეწოდათ.

შესაძლოა გორდუსგანაა ნაწარმოები პონტოსპირა ხალდების სახელიც. ხალდები ძველად ხალიბებად იწოდებოდნენ სტრაბონის ცნობით..

ძვ.წ. II ათასწლეულის შემდგომ გვიანხეთების წარწერების პერიოდში, მცირე აზიაში აღმოჩენილია ლუვიურ-იეროგლიფური წარწერები. ისინი თარიღდებიან ძვ.წ. VIII-VI საუკუნეებით. ამ წარწერებში ჩანს, რომ ლუვიაში, ლუვიის გვერდით არსებობდა “მუსკების ქვეყანა” - სუვერენული პოლიტიკური ერთეული. ფრიგიელთა ტერიტორიაზე “ლუვიას” ქვეყნის გვერდით ან “ლუვიას” ქვეყნის საზღვრებში ყოფილა მოქცეული “მუსკების ქვეყანა” IX-VIII საუკუნეებში (გვ. 129).

აქ საინტერესოა, რომ ეტიმოლოგიურად სახელი “ლუვია” ახლოა “ლიბიასთან”. ძველი ბერძნული და ასევე სომხური წყაროების ცნობით ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა თავისი ქვეყნიდან აყარა და პონტოსპირეთში დაასახლა “იბერთა ტომი”, რომელიც იქამდე “ლიბიასთან”, ლიბიის ქვეყნის გვერდით ცხოვრობდა. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ქრონოლოგიური თანხვედრის გამო “იბერთა” ტომი უნდა იყოს ის “მუშქები”, რომელნიც ცხოვრბდნენ “ლუვიას ქვეყანაში” ანუ ლიბიაში.

აქამდე, როგორც ცნობილია, აღნიშნულ ლიბიას აიგივებდნენ აფრიკასთან და ბერძნულ ცნობას უგულებელყოფდნენ.

თუ ლუვია იგივე ლიბიაა, ხოლო იბერები აღნიშნული მუშქები, ლუვიის ქვეყანაში მცხოვრებნი, აღმოჩნდება, რომ საქართველოს ისტორიისთვის რეალური ახალი წყარო იქნა მოპოვებული.

ასურული წყაროებით, მუსკები მნიშვნელოვანი ხალხი იყო, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ სხვა ხალხების საცხოვრისს მუსკების ქვეყნის მიხედვით განსაზღვრავდნენ, მაგალითად, ასურულ ლურსმულ წარწერებში იხსენიებიან ხალხები (ტაბალები, ტუნა, ტუხან, ქუე), რომლებიც “დასავლეთის მუსკების” გვერდით ცხოვრობდნენ (გვ. 137). “მუსკების ქვეყანას” ასევე ეწოდებოდა “მთიანი მხარე”.

“იეროგლიფურ-ლუვიური ენა ლურსმნული ლუვიურის ახლო მონათესავეა. ლუვიურთან ერთად ინდოევროპული ენების ანატოლიურ (ხეთურ-ლუვიური) ჯგუფის ლუვიურ ქვეჯგუფს ქმნის” (გვ. 145).

იეროგლიფურ-ლუვიური წარწერები, როგორც ითქვა, მოიხსენებენ “მუსქების ქვეყანას”. ერთ-ერთში ლუვიის მბრძანებელი ამბობს: “მე განმადიდეს ეგვიპტეში, ბაბილონში, მუშქების და სირიელების ქალაქებში” (გვ. 149), აქედან ჩანს, რომ მუშქები თავიანთი მნიშვნელობით დგანან ეგვიპტელების, ბაბილონელების და სირიელების გვერდით.

მუშქების, იგივე მუსქების სახელწოდებას, როგორც წესი, უკავშირებენ ფრიგიელებისა და ქართული ტომის - მოსხების სახელწოდებას. უფრო მეტად - მოსხებისა, თუმცა არის ცდა, დაუკავშირონ პროტოსომხებს (ი. დიაკონოვი) (გვ. 161).

ლუვიური ერთერთი მითის თანახმად, მოკვდავ-აღორძინებადი ღვთაება ტელეფინუს სიმბოლო (ნიშანი) - ეიას ხეზე უნდა ჩამოეკიდათ მისდამი მსხვერპლშეწირული ცხვრის ტყავი (საწმისი), ანუ, ოქროს საწმისის მითი არა მხოლოდ კოლხეთში, არამედ უფრო ადრე ლუვია-მუშქების ქვეყანაში იყო ცნობილი.

გვიანხეთური ხანის (ძვ.წ. IX-VIII სს) სამეფო სამთავროთა და მათ შორის თაბალისა და მუშქების ქვეყნის პანთეონში ყველაზე პოპულარული იყო თარხუნთი - ტარხუნთი - “ცის ღვთაება”. ეტიმოლოგიურად ამ სიტყვასთან ახლოა ქართული “ტაროსი”, მაგალითად. ქართულ მითებში ამირანის საცოლის ყამარის მამა ცაშია, ცის მეუფეა, რომელსაც ტაროსის შეცვლა შეუძლია, კერძოდ, წვიმის მოყვანა.

საერთოდ, ყამარის ხასიათი მიაგავს არგონავტების მითის კოლხეთის მეფის ასულის მედეას ხასიათს, კერძოდ, ყამარი მედეას მსგავსად ღალატობს თავის ოჯახს, თავის მამას და მიჰყვება ამირანს. არგონავტების მითის სიუჟეტის მიხედვით იასონს დაედევნება მედეას მამა, ამ დროს მედეა ეხმარება იასონს და აკვლევინებს თავისიანებს, ასევე, მსგავსად - ყამარი ეხმარება ამირანს, რათა მან მამამისი (ე.ი. საკუთარი მამა) მოკლას - “მაღლა ნუ კი სცემ სპილოსა, დაბლა შემოჰკარ რბილოსა, დაეჭრებიან ძარღვები დაეცემიან ძიროსა” - ურჩევს ყამარი ამირანს, თუ როგორ მოკლას მამამისი. ყამარის მამა ამბობს ამის გამო: “უყურე ბოზსა ქალასა ქმარი ირჩია მამასა” და სწორედ ასეთივეა მედეას ხასიათი. შესაძლოა, ის ბერძნული მითები, რომელნიც კოლხეთის შესახებ შეითხზა - მოსხების (მუშქების) ქვეყანასთან იყოს დაკავშირებული.

მართლაც, “მოსხები - კოლხური ტომია” - წერდა ამ ეპოქასთან ყველაზე ახლოს მდგომი ქრისტეშობამდე VI საუკუნის ავტორი ჰეკატოს მილეტელი.

ჩანს, ნაბუქოდონოსორის მიერ პონტოსპირეთში ლუვია-ლიბიის მეზობელი იბერების ანუ იგივე მუშქების გადმოსახლების დროს (თუ მათ მიერ ადგილმონაცვლეობისას) მათ კავკასიაში თან წამოიღეს ძველი მითებიც.

აღსანიშნავია, ისიც, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, მოკვდავ-აღორძინებად ღვთაებას - ტელიფინუ ერქვა, ივანე ჯავახიშვილის რკვევითაც, სვანეთში ერთ-ერთი რიტუალის დროს წარმოთქვამენ ტელეფიას სახელს - “მელია-ტელეფია”. თუ ეს ასეა, უნდა ვთქვათ, რომ სვანები, ისევე როგორც სხვა ყველა ქართული ტომი, მუშქების - მოსხების მემკვიდრეები არიან.

ჩანს, “მოსხები” იყო ის ეთნოსუბსტრატი, რომელიც კავკასიაში ჩამოყალიბდა ქართველ ხალხად და რომლიდანაც წარმოიშვა ქართველთა ტომები ე.წ. “ქართები”, “ზანები” და “სვანები”. ძველი ბერძენი ავტორების ცნობები, რომ იბერიის და შავიზღვისპირეთის ტომები ბალკანური წარმოშობისაა, მაგალითად, რომ ისინი იაზონის შთამომავლები არიან, შეიძლება მიგვითითებდეს, რომ ბალკანეთიდან და მცირე აზიიდან ფრიგიულ-მესხური ტომების დენა გრძელდებოდა დიდხანს.

 

ადელლა ბილისა და ო. ლორთქიფანიძის განსხვავებული მოსაზრებანი კოლხეთის შესახებ

ჩვენს ერამდე VI-IV სს-ში “კოლხური ეროვნების” არსებობას იმით ამტკიცებენ ჩვენი მეცნიერები, რომ “ძვ.წ. VII-VII სს-ში ჩამოყალიბდა ახალი ძლიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ერთეული, მთელ ანტიკურ სამყაროში ფართოდ ცნობილი კოლხეთის სამეფო, რომელსაც ჰეროდოტე ახლო აღმოსავლეთის დიდი მონარქების - მიდიისა და აქემენიდების ირანის გვერდით იხსენიებს” (ქსე, ტ.5, გვ. 596).

მსგავსი ისტორიული ფაქტის შემცველი ცნობები ჰეროდოტესთან არ გვხვდება. Hეროდოტე თავის თხრობას იწყებს თქმულებებითა და მითებით, აქ მეფის ასულ ევროპეს მოტაცების ეპოსის (მითის) გადმოცემის შემდეგ მოგვითხრობს, როგორ მოიტაცეს არგონავტებმა მედეა “კოლხიდაში”. ამის სანაცვლოდ “კოლხთა მეფემ გაგზავნა ელადაში მოციქული” (ჰეროდოტე, I, 2). ასე, რომ “კოლხთა მეფე” ჰეროდოტესთან და საერთოდ ბერძნულ წყაროებში მხოლოდ მითებთანაა დაკავშირებული, “კოლხთა მეფე” ან “კოლხეთის მეფე” სხვაგან არსად აღარ გვხვდება ჰეროდოტეს ვრცელ თხზულებაში, თუმცა კი კოლხეთს საკმაოდ ხშირად იხსენიებს.

უცხოური ისტორიოგრაფია მიიჩნევს:

“კულხა არ იყო თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე, რომ კოლხეთიც მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება დავუკავშიროთ დასავლეთ საქართველოს. ძველი ბერძნული კოლხეთის პირვანდელი მნიშვნელობა მოიცავს არა მხოლოდ ურარტულ კულხას, არამედ ზოგადად შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო ტერიტორიას, კერძოდ, კი დღევანდელი თურქეთის სინოპსა და ტრაპიზონს შორის. ბერძნული კოლონიზაციის განვითარებასთან ერთად იცვლება აგრეთვე კოლხეთის ცნების გაგებაც - ჰეროდოტე აღნიშნავს, რომ მდინარე ფაზისი (რიონი) წარმოადგენს კოლხეთის ჩრდილოეთ საზღვარს. კოლხეთი დასახლებულია სხვადასხვა ტომებით, მათ შორის მოსხებით, მაკრონებით, მოსინიკებით, თვით კოლხებით, მარებით, ტიბარანებით და სხვა ტომებით, კოლხეთი არაა ერთი ეთნოსი” (ადელლე ბილლი, საქართველოში აღმოჩენილ სამარხთა კვლევა, ბონი, 2003წ. კრებულში “ამირანი”, IX2, 2003, გვ. 55-60).

ჰეროდოტეს ეპოქაში სემიტური ტომები ჩრდილოეთით უფრო ვრცლად იყვნენ განსახლებულნი, ვიდრე შემდგომ. მაგალითად, ჰეროდოტესთან სირიელებსა და პაფლაგონიელებს შორის საზღვრად მდ. ჰალისი ითვლება, რომელიც ისტორიულ კოლხეთთან ახლოს მიედინებოდა. ჰეროდოტეს კოლხები კანის ფერის, თმის სახეობისა და ენის მიხედვით ასევე სემიტურ ან სამიტურ ტომად მიაჩნია და არა ინდოევროპელებად. ზემოთ ჩამოთვლილ ტომებს ის სემიტებს უკავშირებს, ასევე თავდაპირველ კოლხებს აკავშირებს არა ევროპულ, არამედ მუქკანიან რასასთან. ის წერს - “ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან... რადგან კოლხები შავგვრემანები არიან ხუჭუჭთმიანები... ეგვიპტელებსა და კოლხებს ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთის” (ჰეროდოტე, VII, 72). მეცნიერებისათვის კარგადაა ცნობილი, ეგვიპტელები ევროპელებისაგან განსხვავდებოდნენ რასობრივად კანის მუქი ფერით და თმით. ასევე კარგადაა ცნობილი ისიც, რომ ამჟამინდელი “კავკასიური რასა”, უფრო ზუსტად კი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა განეკუთვნება სამხრეთევროპულ რასას და არავითარ შემთხვევაში მუქკანიან სემიტურ ან ქამიტურ რასას. ამიტომაც ჰეროდოტეს “კოლხები” რასობრივადაც კი განსხვავდება თანამედროვე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისაგან.

მეორე ბერძენი ავტორი სტრაბონი ასევე საგანგებოდ აღწერს კოლხეთს. სტრაბონის მიხედვით ქრისტეშობამდე I საუკუნეში კოლხეთი წარმოადგენდა კრებით სახელს მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთისა - ტრაპიზონიდან - ბიჭვინთამდე. ამ ეპოქის ბერძნული წყაროებით კოლხეთი არ აღნიშნავდა ეთნოსს, არამედ ბერძნულ წყაროებში სიტყვა “კოლხეთი” გეოგრაფიული მნიშვნელობით იხმარება. როგორც ჩანს, ეს ცნობილი ფაქტია დასავლეთ ევროპული სამეცნიერო წრეებისათვის, ამიტომაც ჩანს, წერს კიდეც ამ საკითხის შესახებ ცენტრალურ ევროპაში მოღვაწე მეცნიერი, რომელმაც პირადად შეისწავლა ქართველ მეცნიერთა მოსაზრებანი აღნიშნულ საკითხზე - “ქართველი მეცნიერები ცდებიან, როცა სიტყვა “კოლხეთით” ეთნოსს აღნიშნავენ, “კოლხეთი გეოგრაფიული მნიშვნელობით იხმარებოდა ბერძნულ წყაროებში!” (ადელლე ბილლი, საქართველოში აღმოჩენილ სამარხთა კვლევა, ბონი, 2003წ. კრებულში “ამირანი”, IX2, 2003, გვ. 55-60).

ევროპელ მეცნიერთა თვალსაზრისი ეს მთლიანად ეთანადება ძველ ქართულს, ქართულ საისტორიო წყაროებში მუდამ ხაზგასმით მითითებულს, რომ დასავლეთ საქართველოში არ ცხოვრობდა ადგილობრივ-კოლხური ეთნოსი, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ისტორიულად მუდამ ერთი ეთნოსით, ერთი ხალხით, ერთი ეროვნებით იყო დასახლებული და ეს იყო ქართველი ხალხი, რომ დასავლეთ საქართველოს საერისთავოებში მცხოვრები მოსახლეობა იმთავითვე ქართველი ხალხის განუყოფელი ნაწილი იყო - იგულისხმება - გურულები, ეგრისელები, მარგველები, თაკვერელები თუ სვანები ბუნებით ქართველები იყვნენ და მათ ამიტომ “ქართიზაცია” არ ესაჭიროებოდათ, რამეთუ თვითვე იყვნენ ე.წ. “ქართებიც” და ქართველებიც. ამის ახსნას იძლევა ივ. ჯავახიშვილი, მიაჩნია, რომ ქართველთა უძველეს სამშობლოში კარდუში ერთ ერად იყო ფორმირებული შემდეგდროინდელი სვანები, ჭანები, მეგრელები და აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა. ისინი იმთავითვე ერთი ეროვნება, ერთი ქართველი ერი იყვნენ.

თუ არსებობდა კოლხეთის სამეფო - თავისთავადი სახელმწიფო, ცხადია, აქ შესაძლებელი იყო კიდეც “კოლხების ეროვნების” ფორმირება, როგორც ამას მიიჩნევს საბჭოური ისტორიოგრაფია. ნამდვილად არსებობდა “კოლხეთის სამეფო”? თანამედროვე ევროპის ისტორიოგრაფია ამბობს - კოლხეთის სამეფო არ არსებობდა - წყაროებით ეს არ დასტურდება, ამიტომაც წერს ევროპელი მეცნიერი: - “ცდებიან ქართველი მეცნიერები, როცა კოლხეთის სამეფოს არსებობას ფაქტად მიიჩნევენ! კოლხეთი სამეფოდ მოიხსენიება მხოლოდ არგონავტების ეპოსში, სტრაბონი სამეფო დინასტის არსებობას მხოლოდ იბერის აღწერისას მოიხსენებს და არა კოლხეთის აღწერილობისას” (ადელლე ბილლი, საქართველოში აღმოჩენილ სამარხთა კვლევა, ბონი, 2003წ. კრებულში “ამირანი”, IX2, მონრეალი-თბილისი, 2003, გვ. 55-62). ის კვლავ იმეორებს - “ცდებიან ქართველი მეცნიერები, როდესაც “კოლხურ თეთრს” კოლხეთის სამეფოს არსებობის დამადასტურებელ ფაქტად მიიჩნევენ (იქვე, გვ.60).

თანამედროვე ევროპული ისტორიოგრაფიის მსგავსად, ძველი ქართული ისტორიოგრაფია საერთოდ არ იცნობს “კოლხეთის სამეფოს”. ჩვენი წინაპრები დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ერთი ერი (ეროვნება) იყო. ამიტომაც შექმნა მან ერთიანი სახელმწიფო ფარნავაზის დროს.

ამჟამად არსებობს ორი თეორია ქართველი ერის ჩამოყალიბების შესახებ. პირველი არის ძველქართული, რომელიც ამტკიცებს, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ერთიან ერს წარმოადგენდა ქრისტეშობამდე საუკუნეებით ადრეც, მეორე კი არის ე.წ. “ქართიზაციის” თეორია, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა კოლხური და “ქართის” ეროვნებები და ამ უკანასკნელმა შეძლო ახალი ეროვნების ფორმირება. საქართველოს წმიდა ეკლესიის მამები და მემატიანეები არასდროს იზიარებდნენ ამ თეორიას და მათთვის სწორედ პირველი თეორია წარმოადგენდა ჭეშმარიტებას.

  

 

 

ო. ლორთქიფანიძე კოლხეთის შესახებ (“არგონავტიკა და ძველი კოლხეთი”, თბ. 1986).

არგონავტები

ო. ლორთქიფანიძე არგონავტების შესახებ წერს შემდეგს: -

1. არგონავტების თქმულებას იცნობდა ჰომეროსი (ო. ლორთქიფანიძე “არგონავტიკა და ძველი კოლხეთი”, თბ. 1986, გვ. 15), ის ახსენებს იასონს (“ილიადაში”) და აიეტს (ოდისეაში) (აიეტი, ჰომეროსის თქმით, ჰელიოსის (მზის) შვილია, ჰელიოსი კი ოკეანემ წარმოქმნა), ახსენებს ასევე არგოს, მაგრამ ჰომეროსი არ იცნობს კოლხეთს. ის ოქროს საწმისის ქვეყანას უწოდებს “აიეტის ქვეყანას”. “ჰომეროსთან არ იხსენიება მედეა, კოლხეთი, ოქროს საწმისი” (რ. ჰენიგი). ე.ი. “კოლხეთი” და “ოქროს საწმისი” არგონავტების მითში ჩასმულია ჰომეროსის, ე.ი. VIII ს-ის შემდეგ.

ჰომეროსამდე არსებობდა “ფოლკლორული არგონავტიკა”. ჰომეროსის პოემების საბოლოოდ გაფორმება მოხდა ძვ.წ. IX-VII ს.ს. (ო. ლორთქიფანიძე “არგონავტიკა და ძველი კოლხეთი”, თბ. 1986, გვ.16).

ჰომეროსის გარდა არგონავტებს იცნობს ბერძნული ე.წ. “კიკლიკური პოეზია” (ძვ.წ. VIII-VII სს.). არგონავტებს იცნობს ჰესიოდე (ძვ. წ. VIII-VII სს.) - “ელინური რელიგიისა და მითოლოგიის სისტემატოლოგი” (გვ. 17). მისი პოემა “თეოგონია”-ში იხსენიება “ჰელიოსის ძე აიეტი” და “მედეა”, იასონისა და მედეას ვაჟი მედიოსი, მდ. ფასისი. ასევე VIII-VII სს. სხვა ავტორთა თხზულებებში (იქვე, გვ. 18).

“არგონავტების თქმულების უძველესი ბირთვი შექნილია მიკენურ ხანაში” (ძვ. წ. II ათასწლეული), საფუძვლად დასდებია მიკენური, ანუ აქეური პერიოდის ზღვაოსანთა I მოგზაურობა ძალზე შორეულ ქვეყნებში (ე.ი. ტროას ომის (ძვ. წ. XIII, 40-30-იანი წლები) უწინარეს), ხოლო თქმულების ჩაწერა მოხდა ძვ. წ. VIII-VII სს. (ამ დროს გაჩნდა თქმულებაში სიტყვა “კოლხეთი” ან უფრო აქეთა პერიოდში) - ე.ი. VI-V სს-ში (იქვე, გვ.30).

სახელწოდება “კოლხეთი”, სახელწოდება “აია” პირველად მხოლოდ ძვ.წ. VII-VI სს. ტექსტში იხსენიება. აიეტი ნიშნავს აიას მკვიდრს. “აია” იგივეა, რაც “აიაია”. ჯერ “აია” - შემდეგ “კოლხეთი”, ძველი კომენტატორების ცნობით, თუმცა მათ ო. ლორთქიფანიძე არ ეთანხმება, და აიას მიიჩნევს აიეტის ქვეყნად, აიააიას მისი დის - კირკესი.

“აიაელი კირკე-ტირენიის კუნძულ აიაიადანაა ანდა კოლხეთის აიაიადან”, - წერდა ჰომეროსის ერთ-ერთი ძველი კომენტატორი.

ასე რომ, “აია”, “აიაია” მდებარეობდა სხვადასხვა ადგილას - ტირენიის კუნძულზე (ილირია - იტალიასთან), ანდა კოლხეთში ან სხვა მხარეს (იქვე, გვ.30).

აია - შემდგომში, ზოგიერთმა ავტორმა კოლხეთში მოიაზრა. ს. ყაუხჩიშვილი წერდა - “აია კოლხეთის ძველი სახელწოდებაა - “კოლხიდა” შედარებით ახალი”. მაშასადამე, სახელწოდება “კოლხიდა” ახალია, ანუ “აია” იხსენიება VII-VI ს-დან, “კოლხიდა” დაახლოებით V-დან. ჰეროდოტე წერს - “აია-კოლხიდა”. მაშასადამე, უფრო ძველი წყაროებით არგონავტებმა ილაშქრეს არა კოლხეთში, არამედ “აიაში”, კიდევ უფრო ადრე “აიეტის ქვეყანაში”, მხოლოდ გვიან “აიას” ნაცვლად დაწერეს “კოლხიდა”.

აპოლონიოს როდოსელი წერს - “აიას ქალაქი კუტაია”, - “კუატაია”, “კუატია” ახლაც ჰქვია აჭარაში ერთ სოფელს (ჭოროხის ხეობაში) (იქვე, გვ.32).

არგონავტების თავდაპირველ მითში არ იხსენიებოდა “კოლხიდა” და “ოქროს საწმისი”. ამის დამამტკიცებელი დოკუმენტებია ჰომეროსისა და ჰეროდოტეს თხზულებები, რომელნიც არ იცნობდნენ “კოლხიდას” და სხვა ჩვენთვის ცნობილ თავისებურებებს (იქვე, გვ. 33).

გერმანელი მეცნიერის რ. ჰენიგის მტკიცებით - “კოლხეთი და ოქროს საწმისი ჩართულია მითში უფრო გვიან. როდესაც განხორციელდა მდ. ფასისისაკენ ბერძენთა დაზვერვები, ეს მოხდა ძვ.წ. VIII საუკუნეში, იმის შემდეგ ჩართო არგონავტთა მითში - “კოლხეთში ლაშქრობა”, “საწმისის მოტაცება” და მთელი პოეტური შენათხზი (ა. ურუშაძე, “ძველი კოლხეთი”, 1964, გვ. 18).

კორინთო - საბერძნეთის ქალაქი - აიეტის, კოლხეთის მეფის საკუთრება, მისი მამული იყო, ამიტომაც მედეას სურდა კორინთოს გამგებლობა - მეფობა კორინთოში. კორინთელები წინააღმდეგნი იყვნენ მედეას გამეფებისა, ამიტომაც დახოცეს მედეას შვილები, მედეამ, თავის მხრივ, უფრო ადრე მოწამლა კორინთოს გამგებელი კრეონტი, რადგან თვითონ სურდა მისი ტახტის დაჭერა - ძვ. წ. III ს, ბერძენი კომენტატორი პარმენიკე წერდა - “მედეას ბავშვები მოკლეს კორინთელებმა, აღშფოთებულებმა იმით, რომ მედეას მათზე მეფობა უნდოდა, ვინაიდან კორინთო მისი მამისეული ხვედრი იყო” (იხ. ა. ურუშაძე, “ძველი კოლხეთი”, გვ. 40).

აქ საინტერესოა, რომ კორინთო - აიეტის ქვეყანაა, ამიტომ, ცხადია, კორინთო ახლოს მდებარეობდა აიეტის უმთავრეს ქვეყანასთან (ე.ი. შემდეგდროინდელ “კოლხეთთან”), აქედან ჩანს, რომ “აიეტის ქვეყანა” გეოგრაფიულად ახლოს იყო ძირითად საბერძნეთთან, ამიტომაც ჩანს აიეტის ქვეყანა (სამეფო) მცირე აზიის სანაპიროზე მდებარეობდა, ბოსფორ-დარდანელის სრუტესთან ახლოს.

ბალკანეთში, შემდეგდროინდელი თესალიის ტერიტორია თავდაპირველად პელაზგებით იყო დასახლებული, მიგრაციის პერიოდის შემდეგ ძვ. წ. XI-X სს-დან აქ დასახლდნენ თესალიელები (და ბეოტელები), ამ ტერიტორიაზე ისინი ნამდვილად ცნობილნი არიან ძვ.წ. VIII-VII სს-დან (ო. ლორთქიფანიძე “არგონავტიკა და ძველი კოლხეთი”, თბ. 1986, გვ. 33), რომელნიც შემდგომ დაიძრნენ მცირე აზიისაკენ.

რ. ჰენიგი წერს, რომ არგონავტების მითში “კოლხეთი” და “ოქროს საწმისი” ჩართულია უფო გვიან, როდესაც განხორციელდა მდ. ფასისისაკენ ბერძენთა ლაშქრობები ძვ. წ. VIII ს-დან, “რადგანაც ჰომეროსთან არ იხსენიება “მედეა”, “კოლხეთი”, “ოქროს საწმისი”.

“არგონავტიკა საკოლონიზაციო მოძრაობის “იდეოლოგიის” გარკვეული გამოხატულებაა. ამდენად, მისი გეოგრაფიული გარემო კოლონიზაციასთან ერთად ფართოვდება.

ბერძნული კოლონიების - ფასისისა და დიოსკურიის დაარსება არაუადრეს ძვ. წ. VII ს. არის ზღვარი “აიეტისა” და “კოლხეთის” ლოკალიზაციისთვის კავკასიაში, ე.ი. შესაძლოა, ბერძნულ სამყაროში იხმარებოდა სიტყვა “კოლხეთი” ან “აიეტი”, მაგრამ ის არ უკავშირდებოდა შავი ზღვის კავკასიურ სანაპიროს, მხოლოდ ბერძნული კოლონიების დაარსების შემდეგ შავი ზღვის კავკასიურ სანაპიროზე მასთან იდენტიფიცირდა “კოლხეთი”, აიეტი და სხვა (ლ. ელნიცკი).

“არგონავტების შესახებ თქმულების უძველეს ვერსიებში აია, ე.ი. აიეტის საბრძანებელი ჯერ კიდევ არ იყო დაკავშირებული კოლხეთთან და გაიაზრებოდა, როგორც რაღაც იდუმალი ქვეყანა, სადღაც სამყაროს სულ უკიდურეს ნაწილში მოქცეული (იქვე, გვ. 33. ა. ლესკი, გერმანელი მეცნიერი).

“ძვ. წ. VIII საუკუნემდე ბერძნები არ იცნობდნენ კოლხეთს.

არგონავტებთან დაკავშირებული სიუჟეტები ანალოგიას პოვებენ ძვ. აღმოსავლეთის მითოლოგიაში, აიასთან დაკავშირებული ტერმინები კი შუამდინარეთის ხალხთა ენებში”.

- “არგონავტიკის უძველესი ვერსიით “აია” მითიური ქვეყანაა სადღაც ქვეყნის დასასრულში მდებარე და მას საერთო არაფერი აქვს კოლხეთთან, გვ. 34 (ფ. ჰაასი, გერმანელი ხეთოლოგი).

ხეთური წყაროებით, ხეთებისათვის ვერძის ტყავი იყო სამეფოს კეთილდღეობის გამსაზღვრელი საგანგებო ძალის ფეტიში, ხეთური საწმისი მუხის ხეზეა ჩამოკიდებული.

ფ. ჰაასის - გერმანელი ხეთოლოგის დასკვნა - “თქმულება ოქროს საწმისის შესახებ ცენტრალურ-ანტოლიური, ხათური (პროტოხეთური) წარმოშობისაა, ამიტომ კოლხეთში ვერ წარმოიშობოდა (იქვე, გვ.34), ხოლო აია და მასთან დაკავშირებული თქმულება ოქროს საწმისის შესახებ კოლხეთში მხოლოდ ძვ. წ. 750 წლისთვისაა ბერძენი კოლონისტების მიერ მილეტიდან გადატანილი.

არგონავტების ლაშქრობის მსგავსი სიუჟეტი, რომელსაც საბერძნეთთან არავითარი კავშირი არა აქვს, ქართულ მითოლოგიაშიც არსებობს, რაც ქვემოთაა აღწერილი

უცხოელ მკვლევართა დიდი ნაწილის თვალსაზრისით - “ქვეყანა “აია” არის უმისამართო ქვეყანა, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს შავი ზღვის სანაპიროებთან”.

ე.ი. არგონავტების კოლხეთში ლაშქრობა არის ზღაპრული წარმოსახვა ბერძნული მითოლოგიისა, თანაც მითის თავდაპირველ ვარიანტში კოლხეთი არც კი მოიხსენიება. არგონავტების ლაშქრობის მსგავსი სიუჟეტი, რომელსაც საბერძნეთთან არავითარი კავშირი არა აქვს, ქართულ მითოლოგიაშიც არსებობს, რაც ქვემოთაა აღწერილი.

 

ეთნოსთა გადასახლება და საკოლონიზაციო მოძრაობა

“ძვ. წ. VIII-VII სს-ში იწყება ბერძენთა დიდი საკოლონიზაციო მოძრაობა, ე.ი. ბერძენთა განსახლება და ახალი აგრარული და სავაჭრო ქალაქების დაარსება შავი ზღვისპირეთში” (იქვე, გვ.40).

როგორც ჩანს, ამ მიგრაციის დროს ეთნიკური ბერძნები აარსებდნენ ქალაქებს, ხოლო მათი, ასე ვთქვათ, თანამდევი ბარბაროსული ტომები (მაგალითად, კელტ-თესალიელები) სახლდებოდნენ ზღვისპირეთის ვრცელ მიწა-წყალზე, ან პირიქით, ჯერ ბარბაროსთა ტომები ესახლებოდნენ, შემდეგ კი ბერძნული ქალაქები არსდებოდა.

თანამედროვე მეცნიერებამ აიეტის ქვეყანა მიიჩნია არარსებულ, არარეალურ ქვეყანად, არგონავტთა თქმულების პირველი ვერსიიდან გამოირიცხა შავი ზღვის სანაპირო (იქვე, გვ.40).

თანამედროვე უცხოეთის წამყვან სპეციალისტებს “აია” მითიურ ქვეყნად (არარეალურ, არარსებულ ქვეყნად) მიაჩნიათ, მიუხედავად ამისა, ქართველ მეცნიერთა ერთი ნაწილი “აიას” ათავსებს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ჭოროხის აუზში, ხოლო მეორე, უფრო აღიარებული ნაწილი - რიონის ხეობაში (იქვე, გვ.43).

ხოლო, ჭოროხის აუზსა და მის სამხრეთით ურარტულ და ასურულ წყაროებში იხსენიება კოლხთა ძლიერი გაერთიანება ძვ. წ. VIII ს.-ში (იქვე, გვ.44).

არგონავტების ეპოქაში თესალია პელაზგებით იყო დასახლებული. ძვ. წ. XVI-XV სს-ში არგონავტების ე.ი. პელაზგების - პონტოსპირეთში ლაშქრობისას მათ, ჩანს, მიაღწიეს ბოსფორ-დარდანელის სრუტესთან ახლოს მყოფ ქვეყანამდე, შავი ზღვის ნაპირზე, იქ ეძებდნენ “აიეტის ქვეყანას” და ალბათ იქ განხორციელდა არგონავტების პირველი ლაშქრობები.

მხოლოდ, თითქმის ათასი წლის შემდეგ დაიწყო ბალკანეთში კელტურ-ბარბაროსული მიგრაცია, მათ ჯერ შეაღწიეს თესალია-მაკედონიაში, შემდეგ კი იქიდან გამოსულები თესალიელებთან ერთად გადავიდნენ მცირე აზიაში და გვიან დააარსეს აქ გალატეას სამეფო, გაჰყვნენ შავიზღვისპირს და მიაღწიეს მდ. ფასისამდე. ჩანს, მათ არგონავტების მითი მხოლოდ ამის შემდეგ ფაზისის ქვეყანაზე განავრცეს, ხოლო მისი მცხოვრებნი მიიჩნიეს იმ არგონავტების შთამომავლებად, რომელთაც ოდესღაც დაიპყრეს ზღვისპირეთი.

საფიქრებელია, რომ ბალკანეთიდან ხალხთა გადასახლება მცირე აზიაში დაიწყო იმ მიწოლის გამო, რომელსაც ბალკანეთის მოსახლეობა განიცდიდა მათ ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მიწა-წყლიდან. იქ კელტები ცხოვრობდნენ. ამ მიწოლის გამო (ე.ი. კელტები თანდათანობით მასიურად ესახლებოდნენ თესალია-მაკედონიაში, არბევდნენ ამ მხარეებს) თესალიელ-მაკედონიელები გადავიდნენ მცირე აზიაში და აჰყვნენ მდ. ფასისამდე შავი ზღვის სანაპიროს. ეთნიკურად, ჩანს, ეს თესალიელები უკვე იყვნენ კელტებთან აღრეულები (ძვ.წ. VI-V სს), შემდეგ ამ თესალიელთა კვალდაკვალ მცირე აზიაში უშუალოდ გადავიდნენ კელტები (ძვ. წ. IV-III სს), ისინიც აჰყვნენ მდ. ფასისისკენ ზღვისპირს, აითვისეს კოლხეთი (ე.ი. უკვე თესალიური ქვეყანა).

გვ. 101. ე. ფურნიეს (ჰოლანდიელი ლინგვისტი) შრომებით დადგენილია “ძველქართულ ნასესხობათა ლექსიკური ფენა ძველ ბერძნულში” - ჩემი აზრით, საერთო ფრიგიულ-თესალიურია.

შესაძლოა კელტ-თესალიელები და კელტ-იბერები (მაკედონიიდან) შეერწყნენ ერთმანეთს და ხათურ-ფრიგიულ (ე.წ.”ბრიგები”) – მოსხურ სუბსტრატზე ჩამოყალიბდნენ ქართველებად.

კელტ-თესალიელები მცირე აზიაში გამოჩდნენ ძვ.წ. VII-VI სს-დან. კელტ-იბერები - ძვ. წ. IV-III სს-დან.

ტერმინი “კოლხეთი”, “კოლხი” კოლხოს ჩნდება თესალიელების მცირე აზიაში შესვლის კვალდაკვალ.

კელტ-თესალიელები მცირე აზიაში მოვიდნენ პელაზგების ნაკვალევზე (I არგონავტების), მათაც არგონავტები უწოდა ბერძნულმა ცნობიერებამ (ძვ. წ. VIII-V-I სს), მაგრამ, ბერძნულმა ცნობიერებამ საერთოდ ვერ დაინახა შემდეგდროინდელი, მათ კვალზე (ე.ი. კელტ-თესალიელების კვალზე) მავალი კელტ-იბერები. ჩანს, კელტ-იბერები და ფრიგიელები (უფრო ადრე დამკვიდრებულნი მცირე აზიაში) ერთი ეთნოსი იყო, ერთი ენისა და კულტურის მატარებლები.

ეტიმოლოგიურად სიტყვები “კოლხეთი” და “კელტები” - ახლოსაა ერთმანეთთან.

კულ-ხა

კოლ-ხი -”კოლხოს”

კელ-ტი -”კელტოი”

ხალ-დი – ხალიბები

კარ-დუ - კარდუხები

ქალ–დი

ქარ -თი

“ხ” და “ტ” (დ,თ) - მრავლობითობის - “ბევრობითის თვისების” აღმნიშვნელი ნიშნები უნდა იყვნენ

თუ ეს ასეა, მაშინ ასურულ-ურარტული “კულხა” არ უნდა დაუკავშირდეს “კოლხეთს”, ან თუ დაუკავშირდება, იქვე უნდა გამოითქვას ვარაუდი, რომ კელტები თავდაპირველად კულხას მცხოვრებნი იყვნენ და შემდეგ გადავიდნენ ევროპაში, სადაც გამრავლდნენ და უკანვე დაბრუნდნენ ისტორიულ სამშობლოში, ე.ი. კოლხეთ - მცირე აზიაში. უნდა ვივარაუდოთ, რომ კელტ-იბერები, მცირე აზიაში “იბერებად” წოდებულნი, იგივე ფრიგიელები (ე.ი. მესხები) იყვნენ და კოლხურ ტომად იწოდებოდნენ. ფრიგიელები ინდოევროპელები ყოფილან, ქართველებიც ინდოევროპულ რასას განეკუთვნებიან ანატომიური მონაცემებით, ხოლო ენობრივად მარი ბროსე და სხვანი ქართულ ენას ინდოევროპულ ოჯახში ათავსებდნენ. რაც შეეხება თეორიას ე.წ. “იბერიულ-კავკასიური ერთიანი ენობრივი ოჯახის შესახებ”, ის, როგორც ცნობილია მტკიცებულებებსაა მოკლებული. გენეტიკური წარმომავლობითაც “ქართლის ცხოვრება” ქართველებს ინდოევროპელთა პირველწინაპრის იაფეტის შთამომავლად მიიჩნევდა-იაფეტი-თარში-თარგამოს-ქართლოსი.

ალბათ შესაძლებელია ასეთი ეტიმოლოგიური ძიება:

როგორც ცნობილია, არსებობს გადასვლა ელ-არ, ულ-ელ, საერთოდ, გალატელ კელტებს “კელტო-გალატები” ერქვათ, ასეა “სამოციქულოს” ძველქართულ თარგმანებშიც, მათ იქ “კელტოი” ეწოდებათ, ამიტომაც სიტყვისაგან “კელტო” შესაძლებელია მივიღოთ სიტყვა “კარტო”, აქედან კარდუ (კარდუხი) და ქართუ (ქართუელი). მართალია გალატები მცირე აზიაში შემდგომ გამოჩნდნენ, მაგრამ მათი და საერთოდ კელტების შემოღწევა იქ უფრო ადრიდანვეც ხდებოდა (VII-VI სს.-დან).

კელტო -კარტუ- კარდუ = კარდუ-ელნი-ქართუელნი

გ. კლიმოვის ლინგვისტური კვლევის შედეგიდან ჩანს, რომ “საერთო ქართველურ ფუძე ენას სვანური დაახლოებით ძვ.წ. XIX ს-დან გამოეყო, ხოლო ზანურ-ქართული ერთობა დაიშალა ძვ.წ. VIII ს-ში (გ. მელიქიშვილი, საქართველოს მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის”, 1965). ძნელია დაეთანხმო ამ აზრს.

საფიქრებელია, რომ ამ დროს მხოლოდ ქართველების წინაპრები არსებობდნენ, ხოლო ქართველობა ერთიან ენობრივ ეთნოსად ჩამოყალიბდა მცირე აზიის ფრიგიულ-მესხურ სამყაროში კელტ-თესალიელების და კელტ-იბერების დასახლების შემდეგ ძვ.წ. VII-III სს-ში და საბოლოოდ ქართველთა ერთიანი ეთნოსის სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია. ერთიან ხალხად (ერთი ენით) ჩამოყალიბებას ჩანს ხელი შეუწყეს მაკედონელებმა (იმჟამად უკვე კელტურმა ჯგუფმა (არიან-ქართველებმა), მეფეების აზონისა და ფარნავაზის ეპოქაში (ძვ.წ. IV-III სს-ში), იხსენიენებიან კიდეც მაკედონელი მეომრები “ქართლის ცხოვრებაში” მეფე ფარნავაზის ცხოვრების აღწერისას, რომლის მიხედვით ისინი მმართველ ზედა ფენად - აზნაურებად ჩამოყალიბდნენ და შეძლეს ქართველობის ერთიან სახემწიფოებრივ ერად კონსოლიდაცია ერთი ენით. “არღარა იზრახებოდა ქართლსა შინა სხვა ენა თვინიერ ქართულისა”, ტერიტორიულად ქართლი ეგრისწყლიდან ჰერეთამდე ვრცელდებოდა.

ჩანს, მხოლოდ ამის შემდეგ დაიშალა ეთნოჯგუფებად ეს ერთობა (საფიქრებელია ახ.წ. VI-X სს-ში). მას შემდეგ, რაც VI ს-დან შეირყა “ქართლის სამეფო”, ხოლო VII-X სს-ში მის ადგილზე ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სახელმწიფოები “აფხაზთა”, “ქართველთა”, “კახთა”, “ჰერთა” სამეფოები და ა.შ. მათში საფუძველი ჩაეყარა დიალექტურ ჩანასახებს, რომელთაც ჩამოყალიბებული სახე მიიღეს, ჩანს მონღოლთა შემდგომ.B

 

 

 

კოლხეთი

სად მდებარეობდა კოლხეთი, მდ. რიონის ვრცელ ვაკეზე, ჭოროხის აუზში თუ სხვაგან, ამას პასუხი უფო მეტად არქეოლოგიამ უნდა გასცეს. კერძოდ სად აღმოჩნდა კოლხური ბრინჯაოს ძეგლები?

“კოლხური ბრინჯაოს კულტურის” (II ათასწლეული) ძეგლები სინამდვილეში აღმოჩენილია არა რიონის დაბლობზე, არამედ მთებში (რაჭაში, ს. ღებთან, ბრილის სამაროვანი) - საჩხერეში (ყორღანები) - III ათასწლეული.

ლითონის სამეურნეო იარაღები ძვ. წ. XVI-XIII სს აღმოჩენილია ურეკში, გაგრაში, ბიჭვინთაში, ლიხნში, საჩხერეში - და არა რიონის დაბლობში (ო. ლორთქიფანიძე, არგონავტიკა, გვ. 135 გვ. 133).

თ. მიქელაძე გამოთქვამს ასეთ დაუსაბუთებელ ვარაუდს: - “კოლხები - ზანურენოვანი ტომები რიონის ქვემო წელზე (ე.ი. ვაკე-დაბლობზე) უკვე ძვ.წ. III ათასწლეულის მიწურულსა და II ათასწლეულის დასაწყისში უნდა ვივარაუდოთ” (თ. მიქელაძე, ძიებანი, გვ. 72).

თ. მიქელაძე შემთხვევითი არქეოლოგიური მონაპოვარით, რომელიც ქუთაისის მუზეუმში ინახება (“ადრეული კოლხეთის კერამიკა”) აკეთებს ისეთ გრანდიოზულ დასკვნებს, თითქოსდა ძვ.წ. XV-XII სს-ში “მეგრულ-ჭანური მოსახლეობა უკვე დამკვიდრებული იყო რიონის შუაწელში” (თ. მიქელაძე, გვ. 71-72).

ფაქტია, რომ ე.წ. “კოლხური გვიანბრინჯაოს ადრე ეტაპის ძეგლები” აღმოჩნდა არა რაიონის ქვემოწელზე, არამედ ფარცხანაყანებში, დიმში, გორაში. კოლხური ცულის I და II სახეობები - დიმში, საქარაში, გოდოგანში (დ. ქორიძე, “კოლხური კულტურის ...”)

ჩემი აზრით, ეს ნივთები რიონის ქვემოწელზე არ აღმოჩნდა იმიტომ, რომ ჭაობიანი იყო და ადამიანის ცხოვრებისათვის უვარგისი ტერიტორია, ხოლო დიმი და სხვა პუნქტები ისტორიული ქართლის მიწა-წყლად მიიჩნეოდა ძველი წყაროების მიერ.

ამ “კოლხეთში” სახნისი არ აღმოჩნდა, ეს ძალზე აფიქრებთ თანამოაზრეებს და გამოსავალს ვარაუდების დაკანონებაში ეძებენ (იქვე, გვ. 139).

ო. ლორთქიფანიძის აზრით, ძვ. წ. II ათასწლეულში მდ. რიონის აუზის ქვემოწელზე დამკვიდრებული იყო მეგრულ-ჭანური მოსახლეობა, ხოლო დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში - აფხაზურ-ადიღეური მოსახლეობა.

(საკვირველია, რომ რუსი სპეციალისტების აზრით ადიღეური მოსახლეობა კავკასიაში,კერძოდ კი ჩრდილო კავკასიაში დამკვიდრდა ძალზე გვიან, მონღოლთა გამანადგურებელი ლაშქრობების შემდეგ XIII-XIV საუკუნეებში, სადაც (ჩრდილო კავკასიაში) ადიღეველები შესულან ჩრდილოეთის მხრიდან, ქართველი მეცნიერების აღიარებული ნაწილი კი ადიღეველების სამშობლოდ დასავლეთ საქართველოს სახავენ).

ჰ. შლიმანის აზრით კი კოლხეთი ჭოროხის ქვემოწელზე მდებარეობდა და არა რიონისა.

ჰ. შლიმანი “ძველი საბერძნეთისა და კოლხეთის მძლავრ ურთიერთკავშირს ბათუმის რეგიონში ვარაუდობდა (ო. ლორთქიფანიძე. “არგონავტიკა და ძველი კოლხეთი”, თბ. 1986, გვ.44).

შლიმანს ბათუმის მიდამოებში რუსეთის საარქეოლოგიო საზოგადოებისაგან 1883 წ. გათხრების ჩატარების უფლება უთხოვია.

ურარტუს მეფე სარდურ II-ის წარწერაში იხსენიება “კოლხა||კულხა” ძვ.წ. VIII ს. 50-40-იანი წლები. სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში - “ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება” განადგურდა კიმერიელების შემოსევების შედეგად. გ. მელიქიშვილმა ასე წაიკითხა ერთი ასურული წარწერა მეფე ტიგლათფილესარ I-ისა - ძვ.ე. XII-XI ს. “ნაირის ქვეყნის დამპყრობელი დაიანამდე და კილხის ქვეყნის მპყრობელი ზღვამდე” (იქვე, გვ. 44). შემდგომ კოლხეთის ცენტრმა ჩრდილოეთით გადაინაცვლა, ჭოროხის ხეობაში და არა რიონისა. ო. ლორთქიფანიძე ფიქრობდა, რომ კოლხეთის ცენტრი მდ. რიონის ქვემოწელს მოიცავდა, ჩვენი კვლევით კოლხეთის ძირითად ნაწილები მდ. ჭოროხზე მდებარეობდა და ტრაპეზუსის მიმართულებით იყო გავრცობილი. რატომ არ მიაჩნდა მდ. ჭოროხის აუზი მას კოლხურ რეგიონად? ცნობილია, რომ წყაროების თანახმად კოლხეთი სანაოსნო მდინარის ფაზისის სანაპიროებზე მდებარეობდა, რომელი იყო სანაოსნო მდინარე - რიონი თუ ჭოროხი?

ო. ლორთქიფანიძის აზრით, მდ. ჭოროხი არ იყო სანაოსნო და მასზე (ჭოროხზე) მცურავ ნავებს ზღვაზე გასვლა არ შეეძლოთ (გვ. 46). მაშინ როცა დ. ბაქრაძე და სხვა მეცნიერი-თვითმხილველები XIX ს-ში აღწერდნენ რომ ჭოროხი სანაოსნო მდინარე იყო – მათ თავინთი თვალით ნახეს და ეს საკითხი გარკვეული ჰქონდათ - ჭოროხი იყო დიდი სანაოსნო არტერია - მასზე რიზედან და ათინადან მომავალი ნავები ცურავდნენ! Oო. ლორთქიფანიძე ცდებოდა, როცა ჭოროხს არასანაოსნო მდინარედ მიიჩნევდა და ამიტომ მდ. რიონს მიიჩნევდა კოლხეთის მთავარ მდინარე ფაზისად.

ო. ლორთქიფანიძე წერს: “აიეტი იყო სამიწათმოქმედო ქვეყნის ლიდერი, რომლის რეზიდენცია დიდი სანაოსნო მდინარის გაყოლებაზეა. ჭოროხის აუზი არაა ბარის ქვეყანა, ჭოროხი კი ყოვლად მიუწვდომელი იყო ზღვიდან ნავის შესაცურებლად” - შეცდომაა!!! სულ სხვას წერენ ე. ვეიდენბაუმი და გ. ყაზბეგი. მათი აღწერით ჭოროხი დიდი სანაოსნო მდინარე იყო, ამიტომაც ხელს არაფერი გვიშლის, რომ ჭოროხი ფაზისად მივიჩნიოთ.

სტრაბონი: “აიას მიგვანიშნებენ ქალაქ ფასისთან” - “ხოლო ის, რომ აიეტი კოლხეთზე მეფობდა, სარწმუნოდაა მიჩნეული: აქაურებში ეს სახელი ადგილობრივია”.

მართლაც, მილეტიდან ფაზისში დამკვიდრებული კოლონისტ ბერძნებს ძვ. წ. 750 წლიდან სტრაბონამდე, მთელი 700 წლის განმავლობაში შეეძლოთ ეს სახელი “ადგილობრივად” ექციათ.

ქსენოფონტე (ძვ.წ. 401 წ.) - “ფაზისზე ახლა აიეტის შთამომავალი მეფობს (თ. მიქელაძე, ქსენოფონტის “ანაბაზისი”, გვ. 113).

პლინიუსი: “კოლხეთში მეფობდა - აიეტის შთამომავალი - სავლაკი. მან დაამარცხა ეგვიპტის მეფე სესოტრისი” (ძვ. წ. XIV ს.) - ასეთი მოსაზრებანი მითების გაგრძელებანი იყვნენ. სტრაბონი და პლინიუსი უბრალოდ იმეორებენ ქსენოფონტეს ნათქვამს ფასისზე (კოლხეთზე) აიეტის შთამომავლის მეფობის შესახებ.

აკვიატებული, უსაფუძვლო იდეა: თითქოსდა არსებობდა “ძლიერი კოლხური სახელმწიფო” ძვ. წ. VI-IV სს-ში (გვ. 48).

მეორე აკვიატებული იდეა - “რიონისპირეთი კოლხეთს უკავშირდება” (გვ. 47).

ო. ლორთქიფანიძე აკრიტიკებს მათ, ვინც კოლხეთს ჭოროხის ხეობასთან აკავშირებს - “კოლხთა დიდ პოლიტიკურ გაერთიანებას საფუძველი ჭოროხის აუზში კი არ ჩაეყარა (როგორც ამას დღეს მკვლევართა უმრავლესობა ვარაუდობს), არამედ რიონის აუზში (კოლხეთის დაბლობზე)” (გვ. 48).

ქართველი საბჭოთა მეცნიერები ძალზე ცდილობდნენ ყველა ქართული ტომისათვის გამოეძებნათ საკუთარი “ეთნარქი”, წარმოეჩინათ მათი უცხო, განსაკუთრებული წარმომავლობა, ოღონდ როგორმე ის არ ყოფილიყო “საკუთრივ ქართული”, მაგალითად, ჰერები თითქოსდა ალბანელების შთამომავლები (გაქართველებული) ხალხი იყო; კოლხების შთამომავლები თითქოს მხოლოდ ერთ-ერთი ქართული ტომია და არა მთელი ქართველი ხალხი; თითქოსდა სვანები - ქრისტეშობამდე III ათასწლეულებში არიან “გამოყოფილი”, მაშინ როცა ეკლესია III ათასწლეულში წარღვნას ვარაუდობს; მესხები - თითქოსდა სომხებია (გაქართველებული), ხოლო ფშავ-ხევსურები - ჩეჩნები და ა.შ.

ქართული, მეგრულ-ჭანური და სვანური დიალექტები (ენები) ისტორიულად ერთი საერთო ფუძე-ენიდან, ე.წ. საერთო ქართველური (ანუ პროტოქართული) ენის დაშლის შედეგად არიან წარმომდგარნი. ფიქრობენ, რომ საერთო ქართველური ენის მატარებელი ეთნოსი (ხალხი) უკვე არსებობდა ძვ.წ. IV-III ათასწლეულში (და, შესაძლოა, უფრო ადრეც)”, ამ ათასწლეულებში ეკლესიის გამოთვლებით არც ერთი დღევანდელი ხალხი არ არსებობდა, რადგანაც უფალმა კაცობრიობა დაახლოებით ძვ.წ. 5500 შექმნა (გვ. 48).

“დღესდღეობით რეალურად მიიჩნევა, რომ ქართველი ტომები დღევანდელ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე თანდათანობით განსახლდნენ სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით” (გვ. 49).

დღეს ლინგვისტები პროტოქართველების, ინდოევროპელებისა და პროტოსემიტების ენებში აფიქსირებენ მრავალ საერთო სიტყვათა და გამოთქმების მთელ პლასტებს, აგრეთვე მსგავსი ენობრივი ნიშნების (როგორც ენის ბგერითი შემადგენლობის, ასევე მისი სტრუქტურულ-გრამატიკული მახასიათებლების გაჩენას” (გვ. 49).

ქართულ ენაში პროტოინდოევროპულის გაჩენის ახსნა იმით შეიძლება, რომ ქართველები ფრიგიულ-ბალკანური წარმოშობის ხალხია, ანუ ინდოევროპულია, ხოლო პროტოსემიტური გავლენა თუ არსებობს, იმით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, რომ კელტ-თესალიელებისა და კელტ-იბერების მცირე აზიაში გამოჩენის დროს (ძვ. წ. VIII-III სს), იქ ჰეროდოტეს ცნობით (ძვ. წ. V ს.) ყიზილ-ირმაკის მდინარემდე, ე.წ. ლევკო-სირიელები და სემიტური ტომები ცხოვრობდნენ, ბრიგულ (ფრიგიულ)-იბერიულმა ენამ (ე.ი. უძველესმა ქართულმა) შესაძლოა ამის გამო რაღაც სემიტური გავლენა განიცადა.

 

ადიღე-ჩერქეზები დასავლეთ საქართველოში ძვ.წ. IV ათასწლეულამდე

თ. მიქელაძის უსაფუძვლო ვარაუდით, “სვანურის გამოყოფა უნდა მომხდარიყო უკვე III ათასწლეულის დასაწყისში და ამ დროიდან იწყება სვანურენოვანი მოსახლეობის გავრცელება დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც (კერძოდ, ზღვისპირა ზოლში). როგორც ფიქრობენ ძველი ჩერქეზულ-ადიღეური მოსახლეობა იჩენს თავს” (გვ. 50) (შდრ. მაგ: ს. ჯანაშია, ჩერქეზული (ადიღეური) ელემენტი საქართველოს ტოპონიმიკაში, შრომები, III, გვ. 117-123).

საბჭოთა ისტორიოგრაფიის თანახმად, კოლხეთის დაბლობი თავიდან ისტორიულად დასახლებული იყო ჩერქეზულ-ადიღეური ტომებით - “ყვა” და “ფსა” - თითქოსდა ამის მამტკიცებელი ტოპონიმიკური ნიშნებია. თითქოსდა, შემდგომ აქ ესახლებიან სვანები, რომელთაც, თავის მხრივ, აქედან აძევებენ მეგრელები.

მაშასადამე, ამ თეორიის მიხედვით, შემდეგ მოსულ მეგრელებსა და სვანებს დასავლეთ საქართველოდან გაუძევებიათ ადიღე-ჩერქეზები. ამ თეორიაზე დაყრდნობით სეპარატისტები ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ –მეგრელებსა და სვანებს აძევებენ თავიანთი მიწა-წყლიდან. სინამდვილეში, თვით რუსი მეცნიერების თანახმად, ადიღე-ჩერქეზული ტომები კავკასიაში გამოჩნდნენ არა ქრისტეშობამდე V-IV ათასწლეულში, როგორც მიიჩნევს ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფია, არამედ მხოლოდ თემურ-ლენგის ჩრდილო კავკასიაში ლაშქრობის შემდეგ, რამაც საერთოდ შეცვალა ეთნიკური სახე ჩრდილო კავკასისა. "პრავოსლავნაია ენციკლოპედია” ამის შესახებ წერს - "XIV-XV საუკუნეებში მონგოლ-თათართა სამხედრო ექსპედიციებისა და ასევე თემურლენგის გამაუკაცრიელებელი ლაშქრობების შემდეგ, ჩრდილო კავკასიის ეთნოპოლიტიკური რუკა კარდინალურად შეიცვალა. ახალი ადიღე-თურქულენოვანი ხალხები გადაადგილდნენ გაუკაცრიელებულ რაიონებში, ნაწილობრივ შეავიწროვეს ალანები ანდა შეერივნენ მათ, მიიტანეს თავიანთი ჩვევები და რწმენა, ხოლო XVIII ს-ში მიიღეს მუსულმანობა” ("პრავოსლავნაია ენციკლოპედია”. ტ.I, მოსკოვი, 2000, გვ.443, რუს.ენაზე). ამ ადიღეველების შთამომავლებია აფსუები-ადიღურენოვანი ხალხი.

 

სვანები კოლხეთში

“სვანურენოვანი მოსახლეობის არსებობის კვალი დღევანდელ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე (ზღვრისპირა ზოლში, რიონ-ენგურის აუზი) დასტურდება საკმაოდ მეტყველი ტოპონიმიკური მონაცემებით და არქეოლოგიური მასალით” (გვ. 50).

აქედან, ო. ლორთქიფანიძის აზრით, სვანებს აძევებენ კოლხები (ჭან-ეგრისელები) -

“კოლხებმა შეავიწროვეს სვანურენოვანი მოსახლეობა და თანდათანობით დაიკავეს დღევანდელი კოლხეთის დაბლობი ზღვის სანაპირო ზოლსა და რიონ-ენგურის აუზში”. ე.ი. დასავლეთ საქართველოდან თითქოსდა ჯერ სვანებმა გააძევეს ჩერქეზები, შემდეგ კი მეგრელებმა სვანები (გვ. 51)

ო. ლორთქიფანიძის აზრით კოლხური კულტურა - ვიწრო ეთნოგრაფულია - ის "მეგრულ-ჭანურია”-

“დღევანდელ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მეგრულ-ჭანური მოსახლეობის თანდათანობით დამკვიდრებასთან უნდა იყოს დაკავშირებული, როგორც ფიქრობენ, იმ ბრწყინვალე ბრინჯაოს კულტურის შექმნა, კოლხური კულტურის სახელით რომაა ცნობილი” (გვ. 51).

კოლხური ბრინჯაოს კულტურის ფორმირების დასაწყისია ძვ.წ. XVI-XV სს. (გვ. 51).

კოლხური კულტურის საფეხურები თარიღდება: (გვ. 51).

1) ძვ.წ. XVI-XV

2) ძვ.წ. XIV-XII

3) ძვ.წ. XI-VII

კოლხური ბრინჯაოს კულტურა ვრცელდებოდა დასავლეთ საქართველოში, ქართლში, მესხეთში და აგრეთვე თურქეთის ტერიტორიაზე ზღვის სანაპირო ზოლში დღევანდელ ორდუს ტერიტორიაზე (გვ. 52).

რიონის დაბლობში ბრინჯაოს ძეგლები არ არის აღმოჩენილი!!! მათი აღმოჩენა ქართლსა, მესხეთსა და თურქეთში მიუთითებს, რომ ეს ბრინჯაოს კულტურა არ იყო ვიწრო ეთნიკური მეგრულ-ჭანური, არამედ ზოგად-ქართული, რომელთა რიცხვში ცხადია მეგრელ-ჭანები და სვანებიც შედიან.

ბრინჯაოს არქეოლოგიური ძეგლები - განძები. ცალკეული აღმოჩენები გაბნეულია, სამთამადნო წარმოების ნაშთები აღმოჩენილია ს. ღებთან - რაჭაში, შესაბამისი სამარხებიც - რაჭაშია - ბრილში და არა რიონის დაბლოში (გვ. 53).

“კოლხეთში ეს ძეგლები არაა გამოვლენილი”, - წერს ო. ლორთქიფანიძე, ე.ი. რიონის ბარში ბრინჯაოს მნიშვნელოვანი ძეგლები არ აღმოჩნდა.

მეცნიერებს ა. იესენს, ბ. კუფტინს, გ. მელიქიშვილს მიაჩნიათ, რომ “კოლხური კულტურის სამშობლო ჭოროხის აუზია” (გვ. 54).

“ჭოროხის აუზი უმდიდრესია სპილენძის საბადოებით. აქ აღმოჩნდა სპილენძ-ბრინჯაოს ნაწარმის განძების სიმრავლე” (გვ. 63).

კოლხური ცული და თოხები აღმოჩნდა ურეკში, თანამედროვე აჭარასა და აფხაზეთში, მაგრამ არა რიონის ბარში! (გვ. 56).

რიონის დაბლობში მხოლოდ კერამიკის ნაშთები (და არა ბრინჯაო) აღმოჩნდა (ნოსირში, მსგავსია ანაკლიაში, ქობულეთში, ჭალადიდში, ჭიათურაში). ამ კერამიკის გავრცელება “დაკავშირებული უნდა იყოს აქ მეგრულ-ჭანური მოსახლეობის დამკვიდრებასთან ძვ. წ. XVII-XII სს”-წერს ო. ლორთქიფანიძე. ამ მოსაზრებას არა აქვს საფუძველი (გვ. 57).

ო. ლორთქიფანიძეს ჰგონია, რომ მთელი კოლხეთის ჭაობს ადგილობრივი მოსახლეობა კოლექტიური ორგანიზირებული შრომით ითვისებდა. რითი დასტურდება? არაფრით! (გვ. 60).

“დაჭაობებული და ნესტიანი ნიადაგის სათეს ფართობად გადაქცევა - ტყის მასივების გაჩეხვა, ბუჩქნარის გაკაფვა, სადრენაჟე არხების გათხრა, ხელოვნური მიწაზვინების შექმნა, დაშლამულ ჭაობებში ხელოვნური თხრილებით წყლის შეყვანა და დაწმენდილი წყლის უკან გაყვანა, დათესვა, მოსავლის მოვლა და აღება” (გვ. 62).

თითქოს ეს შეეძლო ადგილობრივ მოსახლეობას ძვ.წ. XV-XIV სს-ში, ეს უჭირდათ ეგვიპტელებს. შეძლებდა ამ გრანდიოზული სამუშაოს შესრულებას ტომებად და ენაკავებად დახლეჩილი ხალხი, რომელთაც “სიამაყის გამო” (სტრაბონი) ერთმანეთთან ურთიერთობა არ სურდათ?! ფართო მასების გაერთიანების გარეშე კი ეს სამუშაო ვერ შესრულდებოდა.

“წყალდიდობისას მის გამანადგურებელ ზემოქმედებასთან ბრძოლა მოითხოვდა ხალხის ფართო მასების კოლექტიურ ორგანიზაციას” (გვ. 65).

ფოთიდან ენგურამდე ახლაც ჭაობებია გადაშლილი, მისი მოვლა მხოლოდ XX ს-დან გახდა შესაძლებელი.

კოლექტიურ შრომას მოითხოვდა ჭაობების და ტყიანი მასივების სავარგულებად ქცევა (გვ. 66).

“სტრაბონისა და სხვათა ცნობით, ძვ. წ. VI-IV სს. კოლხეთი წარმოადგენდა ტომობრივ სტრუქტურაზე დაფუძნებულ სუსტ და ეფემერულ პოლიტიკურ გაერთიანებას” (გვ. 80).

ო. ლორთქიფანიძის აზრით, კოლხეთს ბერძნები უწოდებდნენ დღევანდელ დასავლეთ საქართველოს ბიჭვინთიდან ჭოროხამდე და სკანდე-შორაპნის ხაზამდე (გვ. 80).

სტრაბონის ცნობებით კი, კოლხეთი ზღვისპირა ვიწრო ზოლია! ხოლო სკანდა-შორაპანი არსიანის ქედთან იყო! ე.ი. კოლხეთი ჭოროხის ხეობაა - არსიანამდე.

კოლხური თეთრი - მონეტები მიეკუთვნება ბერძნულ პოლისებს და სავაჭრო ფაქტორიებს (ემპორიონებს) და არა ე.წ. “კოლხეთის სამეფოს”. სახელმწიფოა მხოლოდ იბერიაში - სტრაბონის ცნობით და არა კოლხეთში! (გვ. 80).

არქეოლოგებმა კოლხეთში ვერ აღმოაჩინეს სახნისი!!! თუმცა აღმოჩნდა თოხები და ცულები. აქედან ჩანს, რომ აიეტის სახნისის კულტურა უკავშირდება არა რიონის ხეობას, არამედ ჭოროხს, სადაც ასეთი ნივთების სიმრავლეა (გვ. 63).

აიეტი ხარებს უღელში აბამს და სახნისს უკეთებს, ეჯიბრება ხვნა-თესვაში იასონს, სახნისი კი რიონის დაბლობში არ აღმოჩნდა (გვ. 80).

რიონის ვაკეზე არქეოლოგებმა სახნისი ვერ აღმოაჩინეს. ამის საკომპენსაციოდ თ. მიქელაძემ რაღაც რკინის ნივთი - რკინის სახნისად თუ სახნისისებურ “იარაღად” გამოაცხადა.

ალბათ უნდა აღმოჩენილიყო არა “რკინის”, არამედ “ბრინჯაოს” სახნისი (გვ. 82).

მდ. ჰალისისა და ჭოროხის აუზში ხალიბების (ჭანების) ქვეყანაში ძვ.წ. I ათასწლეულის I ნახევრით დათარიღებული უამრავი რკინის დამამუშავებელი სახელოსნოები, რკინის სალღობი ქურები, უამრავი ოდენობის წიდები, ცეცხლგამძლე თიხის მარაგის შესანახი მოედნებია დაფიქსირებული. ესაა - “რკინის დედის ქვეყანა” (ესქილე) (გვ. 84).

 

ვანის არქეოლოგია

ვანში აღმოჩნდა “თლილი ქვით ნაგები მძლავრი თავდაცვითი კედლები და კოშკები, კარიბჭის კომპლექსი, ტაძრები და საკულტო ნაგებობები, საკურთხევლები, ქვისა და ბრინჯაოს ქანდაკებები და სხვა” (გვ. 83).

ჩვენი აზრით, ვანი არაა ლევკოთეა, სატაძრო ქალაქი კოლხეთსა "არმენიასა და იბერიას შორის მყოფი” (სტრაბონი). იბერიასა და კოლხეთს ყოფდა სკანდა-სარაპანი (არსიანის ქედზე), ხადღაც იქ იყო ლევკოთია.

“ვანში და დასავლეთ საქართველოს სხვა პუნქტებში ძვ.წ. V-IV სს დათარიღებული უამრავი ოქროს ნივთი აღმოჩნდა”. აქემენიდური კულტურის მქონე არიან-ქართლის მეფეთა მიერ წამოღებული (გვ. 87).

ო. ლორთქიფანიძემ გამოწვლილვით გამოიკვლია ე.წ. “ახალგორის განძი” და დაასკვნა, რომ ის “აქემენიდური სასახლის ნივთებია” ძვ.წ. IV-III საუკუნეებისა. ამავე ტიპის ნივთები დადასტურდა აგრეთვე ვანსა, დაბლაგომსა და დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებში, განსაკუთრებით კი ვანში.

როგორ მოხვდა დასავლეთ საქართველოში ეს ნივთები, მაშინ, როცა მიჩნეულია, რომ “აქემენიდთა სატრაპები” (იგულისხმება აზო, ფარნავაზი და იბერიის სამეფო სახლის წევრები) დასახლდნენ აღმოსავლეთ საქართველოში და საფუძველი ჩაუყარეს აღმოსავლურ-ქართულ - იბერიის სახელმწიფოს.

თუ იბერია მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავდა, რატომ აღმოჩნდა ასეთი სიუხვის აქემენური კულტურის ნივთები დასავლეთ საქართველოში? შეიძლება ითქვას, რომ ვანში გაცილებით მეტადაა გამოვლენილი ეს ნივთები, ვიდრე თუნდაც ახალგორში.

პასუხის გაცემამდე შეიძლება დავსვათ მეორე მსგავსი კითხვა - როგორ მოხვდა დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეში კლდეეთსა და ბორში ცნობილი იბერიული საგანძური? ამ კითხვას ასე პასუხობენ - კლდეეთი და ბორი, ანუ დასავლეთ საქართველოს ერთი ნაწილი შედიოდა იბერიის სამეფოში, რადგან წყაროებით, იბერია სკანდა-შორაპნამდე იყო განვრცობილი, ამიტომ აქაც, ვითარცა იბერიის ნაწილში იბერიული კულტურა იყო გავრცელებული.

თუ ასეა, მაშინ ვანში იბერიული კულტურის განვრცობის დამადასტურებელი არქეოლოგიური მასალის არსებობა იძლევა საშუალებას დაისვას კითხვა, ხომ არ შედიოდა ვანიც იბერიაში?

“ძველი კოლხეთი იყო მითიური ქვეყანა ელინთა ფანტაზიის ნაყოფი” - წერენ უცხოელი მეცნიერები. ეს მითი ქართულმა საბჭოთა მეცნიერებამ რეალობად მიიჩნია და საფუძვლად დაუდო კუთხურ სეპარატიზმს (გვ. 88).

ო. ლორთქიფანიძე დაასკვნის: “ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებში ქართულ-ზანური ერთობა უკვე დიფერენცირებულია და მეგრულ-ჭანური ცალკე გამოყოფილი და გვიანი ბრინჯაოს ხანის კოლხური კულტურის შემქმნელიც სწორედ მეგრულ-ჭანური მოსახლეობაა”. გვ. 102. თუ ენობრივად დიფერენცირებული იყო, რატომ არის ნაწარმოები ძველი ქართული ენის ნორმების შესაბამისად "ლაზური სიტყვა ქუთათისი”? პროკოფი კესარიელის ცნობით, სიტყვა “ქუთათისი” - ლაზურია, ლაზთა ენაა. ეს სიტყვა კი ძველი ქართული ენის ნორმებითაა ნაწარმოები.

 

დასავლეთ არმენიის ეთნიკური სახე (ძვ.წ. II ს.-დან)

ბიზანტიის იმპერიის ადმინისტრაციული დაყოფის შესაბამისად, ოლქ “დასავლეთ არმენიაში” მოექცა ის ქართული მხარეები, რომელნიც ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე არმენიამ ჩამოაჭრა იბერიას, პარიადრის მთის მიმდებარე ქვეყანა და ხორძენე. ამ მხარეებთან ერთად გოგარენეც იბერიისაგან სტრაბონის ცნობით, მიუტაცებია სომხეთს. მართალია, ქართველთა სამეფომ გოგარენე უკან დაიბრუნა, მაგრამ აღნიშნული მხარეები (პარიადრეს მთის მიმდებარე ქვეყანა და ხორძენე) აღარასოდეს დაბრუნებია საქართველოს.

ასეთი პოლიტიკური გადანაწილების შედეგად ამ მხარეებში მცხოვრები მკვიდრი ქართველები, ორმხრივ ასიმილაციას განიცდიდნენ. ერთდროულად ისინი ცხოვრობდნენ ბიზანტიაშიც და მის ოლქ “არმენიაშიც”, ამ ქართველებს შესაბამისად ჰქონდათ ორმაგი - ბერძნული და სომხური პოლიტიკური და კულტურული ზეწოლა.

ამის შედეგად ცხადია, მიმდინარეობდა ქართველების ასიმილაცია, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს პროცესი საკმაოდ მცირე ხანს გაგრძელდა, იმდენად, რომ როდესაც ტაო-კლარჯეთის სამეფომ და შემდგომ გაერთიანებულმა საქართველომ თავისი პოლიტიკური საზღვარი ვანის ტბამდე მიიტანა - იქაურ ქართველებს ჯერ კიდევ ახსოვდათ თავიანთი ეთნიკურ-ეროვნული ვინაობა.

ვინაობააღორძინებული ქართველები ქმნიდნენ კიდეც ეროვნულ ქართულ-ქალკედონურ საეპისკოპოსოებს ამ “სომხურ” ქვეყანაში, რომელთაც ჩვენი თანამედროვე სომეხი ისტორიკოსები “სომხურ-ქალკედონურ” საეპისკოპოსოებს უწოდებენ, მაგრამ თვით ნ. ადონცის კვლევაც კი აჩვენებს, რომ დასავლეთ არმენია - ქართული წარმოშობის ქვეყნებისა და მოსახლეობისაგან შედგებოდა.

ნ. ადონცის სიტყვით, სომხური ზეწოლის შედეგად მკვიდრი ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი, ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე ქართული მიწების მიტაცების დროს, დაძრულა თავისი საცხოვრისიდან და უფრო ჩრდილოეთით გადასახლებულა - “к северу были оттеснены также колхи, мосхи и другие народности” (ნ. ადონცი, გვ. 395).

“ამ დუღილში ჩამოყალიბდა სომეხთა ნაციონალური სახე”, - წერს ნ. ადონცი (იქვე, გვ. 395),

სომხური ეროვნება, მისი სიტყვით, ჩამოყალიბდა ქრისტეშობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე - სომხური ეროვნების მაფორმირებელი მასების ფრიგიელების (ბალკანელების), ასევე სამხრეთული არამეული ტომებისა და არმენიაში ისტორიულად მკვიდრი ადგილობრივი ქართველური ტომების - მოსხების, მატიენების, სასპერიების, ალარიდიელების და სხვების ურთიერთშერევით.

ნ. ადონცს მოჰყავს სტრაბონის ცნობა, რომ ანტიოქოს დიდის (223-187) ორმა მხედარმთავარმა არტაქსიამ და ზარიადრამ ერთმანეთს შორის გაინაწილეს არმენია და გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, თუმცა სომეხთა მეფეები იქამდეც იყვნენ ცნობილნი.

ნ. ადონცი წერს - “სომხური ეროვნება ფორმირდა სხვადასხვა ტომებისა და ასევე სხვადასხვა რასების ელემენტთა ურთიერთშერევით. აქემენიდთა ტერიტორია, რომელსაც შემდგომ არმენია ეწოდა, დასახლებული იყო სხვადასხვა ეროვნებებით, სომხებთან ერთად. ამ შავ ზღვამდე გადაშლილ მსხვილ სპარსულ სატრაპიაში ცხოვრობდნენ მატიენები, სასპერიები და ალაროდები. ქსერქსეს ლაშქრობისას არმენიელები ფრიგიელებთან ერთად იდგნენ, ხოლო ალაროდები და სასპერიები ერთად, მათთან გვერდით - მოსხები და ტიბარენები, მაკრონები, მოსინიკები, მარები და კოლხები, უტიელები და მიკები - ერთად. 10 ათასი ბერძნის უკან დახევის დროს - ფასიანებისა და ესპერიტების, ე.ი. სასპეირების, ასევე ტაოხების მიწა - უკვე არმენიად ითვლებოდა და სხვა არმენიისაგან განსასხვავებლად დასავლეთი ეწოდებოდა. მმართველი ანუ სატრაპი ერთი ნაწილისა იყო ტირიბაზი, მეორისა - ორონტი (ქსენოფონტე, ანაბაზისი, III, 5,17, IV, 3,4 და 4,4, VII 18,25). მეზობელი ტომები ამ დროს სარგებლობდნენ დამოუკიდებლობით, კერძოდ - კარდუხები, ხალიბები, ქალდეები, მაკრონები, კოლხები, მოსინიკები, კოიოტები და ტიბარენები (იქვე, VII, 8, 25). ნაწილობრივ ან მთლიანად ეს ეროვნებები იქცნენ მკვიდრ მოსახლეობად იმ ტერიტორიისა, რომელიც შემდგომ ეჭირა არმენიას (ნ. ადონცი, გვ. 394).

როგორც ვხედავთ, თვით ადონცის ცნობით, კოლხები, კარდუხები, ქალდეები და სხვა ქართველთა წინაპარი ტომები იყო მკვიდრი მოსახლეობა დასავლეთ არმენიისა, მათ სრულ ასიმილაციას სომეხ ხალხში აფერხებდა რომის და ბიზანტიის იმპერიის სიახლოვე არმენიის ცენტრალურ ნაწილთან, მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ დასავლეთ არმენია უმეტესწილად აღნიშნული იმპერიების ხელდებული ქვეყანა იყო.

ძალზე საინტერესოა ნ. ადონცისავე ცნობა იმის შესახებ, რომ სომხეთის ძველი მკვიდრი მოსახლეობა, ზემოთ ჩამოთვლილი და ხსვა ტომები “სისხლის სიახლოვით” ერთი წარმოშობისა იყვნენ (გვ. 394).

ამ ტომთაგან მრავალი გაქრა ისტორიის ასპარეზიდან, მაგალითად, ალაროდები, სასპეირები, ტაოხები, ფასიანები - როგორც ეროვნებები, მაგრამ მათი სახელები დაერქვათ მათ ყოფილ საცხოვრის ქვეყნებს, რაც ასახა გეოგრაფიულმა სახელწოდებებმა - აირარატი, სპერი, ტაო, ბასიანი (გვ. 394). მაშასადამე, ნ. ადონცის აზრით - სპერი-სასპეირების, ტაო-ტაოხების, ხოლო ბასიანი – ფასიანის ქვეყანა იყო. ეს მომენტი იმითაა საინტერესო, რომ კონსტანტინოპოლურ ნოტიციებში ლაზიკის ეპარქიაში გვხვდება საეპარქიო სახელწოდებანი - ფასიანი და სხვა - ფას, ბას ფუძეებით. მაშასადამე, ისინი, ნ. ადონცის მოსაზრებით, ბასიანის ქვეყანაში მდებარეობდნენ. მართლაც, პრავოსლავნაია ენციკლოპედიას სტატიის “სომეხი ქალკედონიტები” თანდართულ რუკაზე სპერსა და ბასიანში მრავალი ეპარქიაა აღნიშნული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტოში.

ნ. ადონცის მიხედვით, ზარიადრას და არტაქსიას დროს ჩამოყალიბდა ერთიანი სომხური ენა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო მთელი ხალხისათვის, ეს გადამწყვეტი მომენტი იყო სომეხი ხალხის ფორმაციისა (გვ. 395).

იბერებს იმ დროს არმენიამ წაართვა პარიადრის მთისწინეთი - ტაო და სპერი, ხორძენა და გოგარენა, ხალიბებისა და მოსინიკებისაგან მიიტაცა კერუნიტი და დარუსენა, ასევე სხვა ხალხებისაგან მიწები (გვ. 395). ამ ეპოქაში, ნ. ადონცის სიტყვით - “ჩრდილოეთისაკენ იქნენ განდევნილნი ასევე კოლხები, მოსხები და სხვა ხალხები” (გვ. 395).

სომხეთს მიუსაკუთრებია ასევე კაპადოკიაში მცხოვრები კატაონების მიწები. საერთოდ, კაპადოკიელებს სირიულ სამყაროს მიაკუთვნებდნენ, ბერძნები მათ სირიელებს უწოდებდნენ - კერძოდ, თეთრ სირიელებს სხვებისგან განსასხვავებლად. კაპადოკია ეთნიკურად სემიტებს უკავშირდებოდა (გვ. 395). სტრაბონის ცნობით, სირიელები ცხოვრობდნენ ბაბილონიდან ევქსინის პონტომდე ანუ შავ ზღვამდე (გვ. 396).

ნ. ადონცი ფიქრობს, რომ სომხები ორი რასის - სემიტი არამეელების (რომელთაც სემიტი კაპადოკიელები ენათესავებოდნენ) და ფრიგიელების ურთიერთშერევით ჩამოყალიბდნენ, ასევე შეძლეს სხვადასხვა ადგილობრივი ხალხების ასიმილირება (გვ. 396).

ნ. ადონცის სიტყვით, “თავდაპირველად არმენია დასახლებული იყო სხვადასხვა სატომო ჯგუფებით - კარდუხებით, მოსხებით, სასპეირებით და სხვა. ძვ.წ. VIIს-ში კიმერიელების შემოსევამ თავისი საცხოვრისიდან დაძრა ფრიგიელი სომხები, მათ გადალახეს ევფრატი და შეუტიეს ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთა ნაწილი დარჩა ჩრდილოეთში, ნაწილი კი სამხრეთში. მათ შუა მცხოვრები დამორჩილებული ზოლი შეერია გამარჯვებულ ფრიგიელ სომხებს. შემოსულებისა და მკვიდრების ურთიერთშერევით შეიქმნა სომხური ეროვნების ბირთვი (გვ. 398).

ნ. ადონცი შენიშნავს, რომ სომხეთის სამხრეთით და ჩრდილოეთით მცხოვრები კარდუ-კარდუხი-კორდუსიონი-გორდუენ-ქართუ-ქართუელი-ქართველი - ერთი ეთნიკური წარმოშობის ხალხის სახელია (გვ. 398, შენიშვნა 1).

ამასთანავეო, წერს ადონცი - “ამჟამად უარყოფილია მოსაზრება თითქოსდა ქარდუხები ქურთების წინაპრები იყვნენ. ქურთები ძველად იხსენიებოდა სხვა სახელით” - და განაგრძობს არმენიის ჩრდილოეთით და სამხრეთით მცხოვრებ ტომთა სახელების მსგავსებათა შესახებ მსჯელობას - ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ ხალიბები, სამხრეთით ხალდები, სტრაბონთან იხსენიება ორი ოლქის სახელით - სასპერიტები, ერთი სპერი - ჭოროხზე (ჰეროდოტეს სასპერიტები, ქსენოფონტეს - ესპერიტები), ხოლო მეორე - სამხრეთში, ტიგროსის ახლოს - თანამედროვე შუპრია. ყველა ამ ხალხებმა ტიგრან დიდის იმპერიაში შეძლეს გაერთმნიშვნელოვნება იმდენად, რომ მთელი მოსახლეობა ლაპარაკობდა საერთო ენაზე (გვ. 399).

საერთო-ეროვნული ენის შემუშავება გარდამტეხი ეტაპი იყო იმ ქვეყნისათვის, სადაც იქამდე ასეთი სიმრავლე იყო ტომებისა და ეროვნებებისა (გვ. 399).

ადამიანის მდგომარეობა სხვადასხვა ტომობრივ გარემოში ალბათ ისაზღვრებოდა სისხლისმიერი ნათესაობით ამა თუ იმ საგვარეულოს მიმართ.

სომხურმა საგვარეულო სახელწოდებამაც კი შეინარჩუნეს თავისი პირველქართული წარმომავლობა ნ. ადონცის ცნობით.

მაგალითად, ცნობილი საგვარეულოს ხორხორუნების საგვარეულო ტიტული იყო “მალხაზი”, რაც საერთოდ მფლობელს, თავადს ნიშნავს. ეს ტიტული, ნ. ადონცის სიტყვით, ამოდის ქართული სიტყვიდან “სახლი”, ფუძე “ახლ”, ამავე ფუძიდანაა სომხური “ალახინ” - მოახლე (გვ. 400).

მეორე ტერმინი - საგვარეულო ტიტული ბაგრატიდებისა იყო - ასპეტ. ნ. ადონცი მას მიიჩნევს ქართული უფლის, სპარსული სეპურის (უფლის წულის) გადმონაშთად.

მამიკონიანების - ჭანეთის, სპერის და ტაოს თავდაპირველი დიდებულების საგვარეულო ტერმინი იყო “მამიკი”, რაც უკავშირდება ქართულ სიტყვა “მამას”, ე.ი. სახლის მამა, მამასახლისი.

ფაუსტის ცნობით, მამიკონიანებს თავიანთი საგვარეულო გამოჰყავდათ ჭენებიდან, ანონიმის სიტყვით, ჭენეთი იყო ჩინეთი. თითქოს იქიდან მოხვდნენ ისინი ტაოში. სინამდვილეში “თავდაპირველი ტრადიციით, ჭენეთის ქვეშ იგულისხმებოდა არა ჩინელები, არამედ ჭანები, ტაოსთან - მამიკონიდების საგვარეულო ოლქთან ახლოს მცხოვრებნი (გვ. 403). მათგან იყვნენ გამოსულნი ორბელიანები (გვ. 404). ეს არაა საკვირველი, რადგანაც ბაგრატიდები სპერიდან იყვნენ საქართველოში გადასულები (გვ. 404).

სომხური “ტერ” და სხვა ტერმინები ნ. ადონცს ქართული სიტყვიდან “უფალი” (მამა - უფალი, დედა - უფალი, მეფე, მამფალი) გამოჰყავს.

ზემოჩამოთვლილი ტერმინები (მალხაზი, არპეტი, მამაკი, ტერ) ნახარართა წრიდან აღებულია იბერიული ზოლიდან.

აქედან ჩანს, რომ დასავლეთ არმენია და სხვა უფრო დიდი ოლქებიც - ქართული წარმოშობის ტომებით იყო დასახლებული, რომელთაც კვალი დააჩნიეს სომხურ ენას.

მათ თავიანთი წარმოშობა იცოდნენ კიდეც. ნ. ადონცი წერს - “როგორც არ უნდა ასიმილირებულიყვნენ ისინი, საბოლოო ჯამში, მაინც ინარჩუნებდნენ თავიანთ კოლორიტს” (გვ. 415). ნ. ადონცისთვის “კოლორიტი”, ჩვენი აზრით, იყო თვითშემეცნება იმისა, რომ ისინი ქართულ ეთნიკურ წრეს ეკუთვნოდნენ, მითუმეტეს V-VII საუკუნეებში, როცა მათი ასიმილაცია არ იყო ძალზე შორს წასული. ამ მიზეზის გამო არმენიის გარშემო ჩამოყალიბდა ოთხი მცირე პოლიტიკური სხეული - ბდეხშების სამფლობელო - მათ შორის გოგარენა და არზანენა (გვ. 416).

გოგარენა თავის ქართულ სახეს ინარჩუნებდა.

არმენიის სამხრეთით მცხოვრები კურტები (ქურთების წინაპრები) და კარდუხები (ქართველთა მონათესავენი) ნ. ადონცის სიტყვით, სომხების გავლენის ქვეშ აღმოჩდნენ (გვ. 418). ასევე მათი მეზობელი მატიენები კასპიის ზღვისკენ გელების და კარდუხების გვერდით ცხოვრობდნენ უტიები, ისინი თავდაპირველად უტიების სამხრეთით ცხოვრობდნენ, შემდეგ ჩრდილოეთით, მათთან ერთად ჩრდილოეთით გელებიც გადასახლდნენ (გვ. 420).

ნ. ადონცს ალბანეთის სომხურ ოლქად მიაჩნია სიუნი-სივნიეთი, თუმცა ისინი სომხებისგან განსხვავდებოდნენ (გვ. 423).

უტიელების მეზობლად ცხოვრობდნენ მთიდან ჩამოსული გარგარები, ისინი გარდმანთანაც ცხოვრობდნენ. საბოლოოდ, ყველა ამ ეთნოჯგუფის “ინფილტრაცია”, ე.ი. არმენიზაცია მოხდა შემდეგშიც (გვ. 425).

ნ. ადონცის გამოკვლევებიდან ჩანს, რომ სომხეთის გარე მხარეები, მითუმეტეს დასავლეთ არმენია, სადაც ტრაპეზუნტის სამიტროპოლიტოს საეპისკოპოსოები მდებარეობდნენ - ქართველთა ისტორიული საცხოვრისი იყო, მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა შეძლო ეთნო და ეროვნული ვინაობის შენარჩუნება, როგორც ნერსე სომეხთა კათალიკოსის დროს, ისე მის შემდეგ: ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს ძლიერება ამ შეგნებას ეფუძნებოდა.

 

იბერები ხოტენესა და აკილისენეში (ძვ.წ. I ს.)

სომხეთის ოლქები ხოტენე და აკილისენა ისტორიულად იბერების საცხოვრისი ყოფილა. ისინი ჯერ კიდევ ქართული ოლქები იყვნენ აპიანესა და სტრაბონის ეპოქაში, ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე გადმოგვცემს აპიანე. კერძოდ, ის ამის შესახებ წერს მითრიდატეს კოლხეთისაკენ გადაადგილების მარშრუტის აღწერისას. ჩვენთვის ეს მომენტი იმითაა საინტერესო, რომ აღნიშნული ოლქები შემდგომში ლაზიკის სამიტროპოლიტოს ნაწილები გახდნენ და ახლოს მდებარეობდნენ კარინის, ანუ თეოდოსიოპოლის ოლქთან, საერთოდ ე.წ. იბერიის თემთან. უფრო მეტიც, ჩვენ ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი თეოდოსიოპოლისის მიწა-წყლის ნაწილს შეადგენდნენ, მის შემოგარენ რეგიონს, რომელთა სოფლებისა და დაბების მოსახლეობას ასე თავდადებით იცავდა ქართველთა სამეფოს ლაშქარი კონსტანტინე პორფიროგენეტის ეპოქაში (როცა ამ სოფლების მოსახლეობის დარბევა და შიმშილით ამოწყვეტა სურდა ბიზანტიურ მხარეს მრავალგზის, რაზედაც თვითონ წერს იმპერატორი). იბერები აქ არა მხოლოდ აპიანეს, არამედ ბასილი II ბულგართმმუსვრელის ეპოქაშიც ცხოვრობდნენ.

აპიანე ამ მხარეთა იბერების შესახებ წერს - “მითრიდატემ შეუსვენებლივ სირბილით იარა და დაახლოებით მეოთხე დღეს გადალახა ევფრატი, ხოლო შემდეგ სამი დღე იდგა და აიარაღებდა იმათ, ვინც მასთან ერთად იყო, ან მას უერთდებოდა, შემდეგ შეიჭრა ხოტენეში, არმენიაში. იქ მან უკუაგდო ხოტენები და იბერები, რომლებიც მას ისრებითა და შურდულებით აბრკოლებდნენ და გადავიდა მდინარე აფსაროსზე... მითრიდატემ ზამთარი დიოსკურიაში გაატარა” (აპიანე, მითრიდატეს ომების ისტორია, 1959, გვ. 195).

იმავე ამბავს აღწერდა სტრაბონი, კერძოდ, მითრიდატემ გადალახა ევფრატი, სადაც იყო აკილისენეს წყალუხვი მთა, ქართულად ალბათ “წყალუხვი” ჟღერდა როგორც “ფასის მთა”, “ფასისი”, რადგანაც პ. ინგოროყვას კვლევით, უხვწყლიან ქვეყანას ფასისი ერქვა, აქედანაა ალბათ “ბასიანის” პროვინციის სახელიც. სტრაბონი წერს - “პომპეუსის მიერ დევნილი მითრიდატე აქ გამოიქცა, პონტოს სამეფოს ამ უკიდურეს კუთხეში, დაიპყრო დასტეირასთან აკილესენეს წყალუხვი მთა, მახლობლად იყო ევფრატიც, რომელიც საზღვრავდა აკილესენეს მცირე არმენიისაგან და აქ ცხოვრობდა მანამ, სანამ ალყაშემორტყმული იძულებული არ გახდა გაქცეულიყო მთების გადაღმა კოლხიდაში და იქიდან კი ბოსფორში” (სტრაბონის გეოგრაფია, 1957, გვ. 212).

ნ. ხაზარაძე აზუსტებს, თუ სად მდებარეობდა ეს რაიონები - “თუ სტრაბონისა და აპიანეს მოყვანილ ცნობებს ერთიმეორეს შევუდარებთ, თან აფსაროს-ჭოროხისა და ევფრატის სათავეებს შორის ხოტენე-ხორძენეს მრავალი მეცნიერის მიერ გაზიარებულ ლოკალიზაციას გავითვალისწინებთ, შესაძლოა დავუშვათ, რომ აკალისენეში მდებარე ციხე-სიმაგრე დასტეირა პარიადრის მთების (ანუ ტაო-სპერის) სამხრეთით განლაგებულ რეგიონშია საძიებელი, პონტოს სამეფოსა და დიდი არმენიის საზღვარზე, იქ, სადაც კოლხეთში (პონტოსპირეთში) მიმავალი ის გზა გადიოდა, რომლითაც ძვ.წ. I საუკუნეში პომპეუსისგან დევნილმა მითრიდატემ და მისმა ქვეითმა ჯარმა ისარგებლეს, ხოლო გვიან ვახტანგ გორგასალმა და მისმა ლაშქარმა” (ნ. ხაზარაძე, ძველაღმოსავლური და ქართველოლოგიური ძიებანი”, 2001, გვ. 368).

ლაზიკის ეპარქიის ერთი ნაწილი, რომელიც აღნიშნულ რეგიონებსაც მოიცავდა, ძველი ქართული წყაროების მიერ მიჩნეულია აზონის მამის სამეფოდ, ანუ არიან-ქართლის სამეფოს ერთ ნაწილად. აქ ბრძოლით შესულა მეფე ფარნავაზი, შემდეგ კი ვახტანგ გორგასალი.

ვახუშტის ცნობით, კლარჯეთი აზონის მამისეული სამეფოს, ანუ არიან-ქართლის ნაწილი იყო. შესაბამისად, კლარჯეთის სამხრეთით მდებარე მხარეებიც არიან-ქართლის სამეფოს ნაწილად მიიჩნეოდა. კლარჯეთის სამხრეთით კი ტაო-სპერი, აღნიშნული ხორძენე, აკილისენე და სხვა მხარეები იყო. მაშასადამე, აზონის მამის ქვეყანა იყო ტაო, სპერი, ხორძენე და მიმდებარე მხარეები.

აზონისა და ფარნავაზის ომისას ფარნავაზი შეიჭრა აზონის მამულ სამეფოში სწორედ აღნიშნულ მხარეებში. ისინი, იმჟამად უკვე “საბერძნეთის” ნაწილად მიიჩნეოდა. აზონს “ბერძნები” უჭერდნენ მხარს, არტაანის ნაქალაქარში “იქმნა ბრძოლა დიდძალი და მოსწყდეს ორგნითვე ურიცხვი. ხოლო იძლივნენ ბერძენნი ფარნავაზისაგან. ივლტოდა ბანაკი მათი და მოკლეს აზონ და ურიცხვნი სპანი მათნი მოსრნეს და ტყვე ქმნეს და წარვიდა ფარნავაზ და მოტყუენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიანძორა და ეკელეცით შემოიქცა. მოვიდა კლარჯეთს, დაიპყრა კლარჯეთი და წარმოვიდა მცხეთად” (ქ.ც. I, გვ. 23).

ეკელეცი და ანძორეთი (ანძიაძორა) ასევე იხსენიება ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში, როცა ის, როგორც ჩანს, ქართველთა ოდინდელ ისტორიულ სამშობლოში, ანუ არიან-ქართლის მიწებზე იბრძოდა, კერძოდ, ეს ბრძოლა მიმდინარეობდა შემდგომი თეოდოსიოპოლის (კარინის) - ტრაპეზუნტის არეალზე, ანუ სწორედ იქ, სადაც შემდგომ ლაზიკის ეპარქია ჩამოყალიბდა.

ვახტანგ გორგასლის ლაშქარი “მოადგეს ციხე-ქალაქსა, რომელსა ერქვა კარახპოლა, ხოლო აწ ეწოდების კარნუ-ქალაქი და ბრძოდეს მას... წარვიდა ვახტანგ პონტოს და მოაოხრნა გზასა ქალაქნი სამნი: ანძორეთი, ეკელეცი და სტერი და მოადგეს ლაშქარნი პონტოსა ქალაქსა დიდსა ზღვის კიდესა” (ქ.ც. I, გვ. 123).

მკვლევართა აზრით, “ზღვის კიდის დიდი ქალაქი” ტრაპეზუნტია, მაშასადამე, აღნიშნული ქალაქები კარნუ-ქალაქსა (თეოდოსიოპოლისსა) და ტრაპეზუნტს შორის იყვნენ.

ანძიანძორაში “არს საფლავი დიდი მოძღვრისა გრიგოლისა” (იქვე, გვ. 160).

ტრაპეზუნტსა და თეოდოსიოპოლისს ისტორიულად აერთიანებდა გზა საერთაშორისო მნიშვნელობისა, რომელიც შავ ზღვას სპარსეთთან აერთებდა, ამ ორ ქალაქს შორის იყო, როგორც მიიჩნევა, ისტორიული ხოტენას და ახლოს აკილისენეს პროვინციები, რომელნიც არიან-ქართლის მიწა-წყალზე მდებარეობდნენ და მითრიდატეს, კონსტანტინე პორფიროგენეტისა და ბასილი II ბულგართმმუსვრელის ეპოქაში ქართველებით იყვნენ დასახლებულნი, თუმცა კი უკვე ქვეყანას “არმენია” ეწოდებოდა, რის გამოც მკვიდრი ქართული მოსახლეობა არმენიზაციის პროცესისაგან თავის გარიდებას ცდილობდა, მათ შორის კონფესიურადაც. ქართული “ეკელეცი”, სადაც ფარნავაზს აზონის მამული ქვეყანა ეგულებოდა, და სადაც იბრძოდა ვახტანგ გორგასალი, სტრაბონის აკილისენა ყოფილა (ნ. ხაზარაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 364). ის, ე.წ. “მაღალ სომხეთში” მდებარეობდა, ევფრატის ხეობაში ქ. ერიზასთან (ერზინკა). მასა და თეოდოსიოპოლისს შორის უნდა ყოფილიყო სტრაბონის მიერ ნახსენები “აკილესენეს წყალუხვი მთა”, სადაც მითრიდატე ცოტა ხანს ცხოვრობდა და აქვე ხოტენენი, მკვიდრი იბერები შეებრძოლნენ ისრებითა და შურდულებით. ხოტენე ზოგი მეცნიერის მიერ ხორზენედ მიიჩნევა (იქვე, გვ. 367). იქვე, ტაო-სპერის სამხრეთით ყოფილა პარიადრის მთები, რომელიც მითრიდატემდე სულ ცოტა ხნის წინ არმენიელებმა იბერებს წაართვეს. ამ ძველი ქართული ადგილების, ანუ არიან-ქართლის დასაბრუნებლად, როგორც ითქვა, უბრძოლიათ - ფარნავაზს, შემდეგ - ვახტანგ გორგასალს, შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, დავით დიდი კურაპალატი და საქართველოს მეფე გიორგი I იბრძოდნენ, სადაც შემდეგ, როგორც ითქვა, “ლაზიკის სამიტროპოლიტოს” იურისდიქცია გავრცელდა და “იბერიის თემი” მდებარეობდა, აქ იყო იმ იბერთა (და არა სომეხთა) ქალკედონიტური საეპისკოპოსოები, რომელნიც კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში იმყოფებოდნენ. ამ ადგილების ე.წ. სომხურ-ქალქედონური საეპისკოპოსოების მრევლის უმეტესობა ეთნიკური ქართველები იყვნენ.

 

ნ. ხაზარაძე მოსხების ქვეყნის შესახებ (ძვ.წ. I ს.)

სტრაბონი წერს - მდინარეების ფაზისის, გლავკოსისა და ჰიპოსის “მაღლა (ზემოთ) მოსხების ქვეყანაში მდებარეობს ლევკოთეას სამლოცველო, ფრიქსეს მიერ აგებული და მისი სამისნო, სადაც ვერძს არ სწირავენ მსხვერპლად. ოდესღაც ის მდიდარი იყო, ხოლო ჩვენს დროს იგი ფარნაკეს მიერ და ცოტა მოგვიანებით, მითრიდატე პერგამონელის მიერ იქნა გაძარცული” (XI, 2,17). ნ. ხაზარაძეს ასე გადმოაქვს - “მდინარეების მაღლა - ზემოთ”, “მაღალ ადგილზე”, ე.ი. მთაში განლაგებულს ნიშნავს (გვ. 21). “მოსხების ქვეყანას” სტრაბონი მეორეჯერაც ახსენებს: “მოსხების ქვეყანა, რომელშიც არის სამლოცველო, სამ ნაწილს შეიცავს: ერთი მისი ნაწილი აქვთ კოლხებს, მეორე იბერებს და მესამე არმენიელებს” (XI, 2, 18).

სამლოცველო კი არ არის სამად გაყოფილი, არამედ მოსხების ქვეყანა. მისი ერთი ნაწილი არმენიელებს დაუპყრიათ, ხოლო ორი დანარჩენი თავისუფალ ნაწილთაგან ერთი იბერების, მეორე კი კოლხების ხელშია.

ნ. ხაზარაძის კვლევით “მოსხების ქვეყანა” მდებარეობდა არა დასავლეთ საქართველოში, ე.წ. “ისტორიულ კოლხეთში”, არამედ სამხრეთ საქართველოში - ისტორიულ მესხეთში.

ის იკვლევს სხვადასხვა ეპოქის წყაროებს და ასკვნის - “სტრაბონისეული “მოსხიკეს” (მოსხების ქვეყნის) მოთავსებას ისტორიული მესხეთის ადგილზე უფრო გვიანდელი ხანის (ძვ.წ. I-ახ.წ. III სს) წერილობითი წყაროებიც უჭერენ მხარს” (ნ. ხაზარაძე,: “ძველაღმოსავლური და ქართველური ძიებანი”, 2001 წ. გვ. 222).

თუ “მოსხების ქვეყანა” - ისტორიული მესხეთია და მისი ერთი ნაწილი კოლხების ხელშია მოქცეული სტრაბონის თანახმად, მაშინ კოლხეთი არის არა დასავლეთ საქართველო, არამედ ტრაპიზონის მხარე - ე.წ. ლაზისტანის აღმოსავლეთი ტერიტორია, კერძოდ კი ჭოროხის ხეობის ზღვისპირა ნაწილი ე.წ. ბოლო კლარჯეთისა ზღვისპირი და თვითონ კლარჯეთი. რადგან ისტორიულ მესხეთს დასავლეთის მხრიდან საზღვრავდა სწორედ მდ. ჭოროხის ხეობის ერთ-ერთი ქედი, რომელსაც ლაზისტანისა ეწოდება.

ისტორიული მესხეთის ერთი ნაწილი რომ არმენიელების მიერ იყო დაპყრობილი სტრაბონის ეპოქაში, ეს ძველი ქართული წყაროებითაცაა ცნობილი. კერძოდ, პარიადრეს კალთების ჩამორთმევის შემდგომ იბერიასა და არმენიას შორის სადავო იყო ბასიანი და ტაო მტკვრის სათავეებამდე.

ხოლო ძველქართული წყაროების ცნობით, კლარჯეთის მომიჯნავე ისტორიული მესხეთის მხარე არტაანი - ძირითადად მუდამ იბერიაში შედიოდა, ისაა ერთადერთი ქართული რეგიონი, რომელიც ერთდროულად ემიჯნებოდა ლაზისტანს, ქართლსა და სომხეთს.

ნ. ხაზარაძე ასკვნის - “გეოგრაფიის XI, 2,17-ში, ისევე, როგორც XI, 2,18-ში მოხსენიებული “მოსხების ქვეყანა” (“მოსხიკე”) ისტორიული მესხეთის ტერიტორიაზეა საძიებელი (იქვე, გვ. 222).

სტრაბონის “ფაზისი” ამ შემთხვევაში ნამდვილადაა ჭოროხი.

ნ. ხაზარაძეც ასე ფიქრობს სტრაბონის “მოსხიკეს” ადგილმდებარეობის დადგენის დროს. “ფაზისის სათავედ წარმოდგენილია არა ფაზის-რიონის სათავე, არამედ ჭოროხ-ფაზისისა (არმენია) (იქვე, გვ. 212). სტრაბონისა და პლინიუსის მიხედვით, კოლხეთის მდინარე ფაზისის შენაკადები არიან გლავკოსი და ჰიპოსი, (Strabo, XI, 2,17, XI, 3,4, Plin, NH, VI, 13), კლავდიოს პტოლემაიოსი გლავკოსს უწოდებს მდინარეს, რომელიც ლიკოსთან ერთად 72030/ - 43045/7 -ზე ერთვის აფსაროს-ჭოროხს (Ptolem, V, 10,3).

პლინიუსის მიხედვით, ფაზისის სათავე მოსხების მთებშია. ჭოროხის სათავეც მესხებით ყოფილა დასახლებული.

“მოსხური მთებიდან” ნ. ხაზარაძის კვლევით, მომდინარეობენ “მესხეთის მდინარეები: ჭოროხი და მისი შენაკადები თორთუმი და ბანა-ფანასკერტი. პლინიუსის ცნობის ამგვარ ინტერპრეტაციას მხარს უჭერს შემდეგიც: სოლინი (ახ.წ. III ს.), რომლის თხზულება ძირითადად პლინიუსის ნაშრომის საფუძველზეა დაწერილი, ფაზისის, არაქსისა და ევფრატის სათავეებს ერთად იხსენიებს. სოლინის აზრით - “ჰენიოხური მთები არაქსს გადმოღვრიან, მოსხური კი - ფაზისს. არაქსი სათავეს იღებს ევფრატის სათავეებთან ახლოს”, რაკი სოლინი მოგვითხრობს ერთ გარკვეულ რეგიონში განლაგებული და არა ერთმაენთისაგან დაშორებული მდინარეების სათავებზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ “ფაზისის” სახელწოდებით სოლინი აღნიშნავს არა კოლხეთის მდინარე ფაზის-რიონს, არამედ მესხეთის მდინარე ფაზის-ჭოროხს (ჭოროხის სათავის სიახლოვე არაქსის და ევფრატის სათავეებთან საეჭვო არ არის (ნ. ხაზარაძე, გვ. 223).

ნ. ხაზარაძე ასევე მიიჩნევს: “ისტორიული მესხეთის ტერიტორიაზე მოსხების ქვეყნის ძიება გამართლებულია კორნელიუს ტაციტუსის (ახ. წ. I-II სს) იმ ჩვენებითაც, რომლის თანახმად მოსხების მიწა-წყალი არმენიის მეზობლადაა მოთავსებული (ცნობაში ნათქვამია, რომ მოსხები თავს ესხმიან არმენიის მიყრუებულ ადგილებს). სტრაბონისეული “მოსხიკეს” ზემოთ შემოთავაზებულ ლოკალიზაციას ეთანხმება მოსხების განსახლების შესახებ არსებული ძვ.წ. IV-V საუკუნეების ბერძნული წყაროების მონაცემებიც (ნ. ხაზარაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 223).

ნ. ხაზარაძე ეთანხმება თ. მიქელაძეს და წერს, რომ ფრიქსეს ანუ ლევკოთეას ტაძარი, საძებნია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიულ ქართლში, ხოლო არგონავტების თქმულების კოლხეთი საძებნია არა რიონის დაბლობზე, არამედ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (ჭოროხის აუზში) - “ისტორიულ სამრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ფრიქსეს სახელთან დაკავშირებული ძეგლისა და ქვეყნის ძიების სასარგებლოდ ლაპარაკობს თ. მიქელაძის ის საყურადღებო თეორიაც, რომლის შუქზე არგონავტების თქმულების კოლხეთი, უკეთ აია-კოლხეთი, საძიებელია არა რიონის დაბლობზე, არამედ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ჭოროხის აუზში” (ნ. ხაზარაძე, დასახ. ნაშრ. გვ. 224).

მართლაც, ნ. ხაზარაძის კვლევის თანახმად - “სტრაბონი ფრიქსესა და არგონავტების თხზულების გმირების (იაზონი, მედეა, მედოსი, არმენოსი და სხვა) სამოქმედო ასპარეზად წარმოგვიდგენს არა რიონისპირა კოლხეთს, არამედ მის ფარგლებს გარეთ (სამხრეთით) მდებარე რეგიონს. ამ თვალსაზრისით შემდეგი ცნობებია საყურადღებო: სტრაბონის თანახმად, ფრიქსესა და იაზონის ლაშქრობის ძეგლები მრავლად მოიპოვება. გეოგრაფოსი წერს: “ფრიქსესს მიუთითებენ კოლხეთისა და იბერიის საზღვარზე, ხოლო იაზონისას - ბევრგან არმენიის, მიდიის და მათ მეზობლად მდებარე ქვეყნების ადგილებში” (I, 2,39), სტრაბონი აზუსტებს: “იბერიაში არის ერთი პატარა ქალაქი ფრიქსოპოლისი, ახლანდელი იდესსა, კარგად გამაგრებული ადგილი კოლხეთის საზღვარზე” (XI, 2,18). ერატოსთენეზე (ძვ.წ. III ს.) დაყრდნობით სტრაბონი გვამცნობს, რომ იაზონმა “დასტოვა ხომალდი, როდესაც კოლხებისაგან მიდიოდა და არმენიასა და მიდიამდე ხმელეთით ილაშქრა”.

არმენიაში იაზონის ყოფნაზე მის სახელზე აგებული ტაძრები ლაპარაკობენ (XI, 13,10). იაზონმა თითქოს არაქსს კალაპოტი შეუცვალა (XI, 14,13). მისი თანამგზავრი არმენოსი არმენიის ეპონომია (XI, 4,8), თანამგზავრთაგან დასახლდნენ აკილისენეში, უწინ სოფენების გამგებლობაში რომ იყო, ზოგიც სისპირიტისში, არმენიის საზღვრებს იქით, სტრაბონს მიდიის სახელწოდება მედეასა და მისი ვაჟის მედოსის სახელიდან გამოჰყავს.

არგონავტების თქმულების გმირების მოქმედების რეგიონი სამხრეთიდან ესაზღვრება “მოსხიკესათვის” ნავარაუდევ მიწა-წყალს. “მოსხიკეს” უშუალოდ ემეზობლებოდა ფარნაკეს და მითრიდატე პერგამონელის საბრძოლო არეალს, ამიტომაც შეძლეს მათ ლევკოთეას გაძარცვა ისტორიული მესხეთის სამხრეთით.

არგონავტების თქმულების გმირები არმენიასა და მიდიაში გადასულან უშუალოდ კოლხეთიდან, მათ იბერია რომ გაევლოთ, სტრაბონი მოგვცემდა შესაბამის ცნობას (ისევე, როგორც მოგვცა ცნობა ფრიქსეს ტაძრის იბერიაში არსებობის შესახებ). ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არგონავტების კოლხეთი არაა დასავლეთ საქართველო. საიდანაც არმენიაში შესასვლელად მათ იბერია უნდა გაევლოთ. მაგრამ თუკი კოლხეთი - ტრაპიზონ-ჭოროხის ხეობაა, იქედან არმენიაში შესვლა შესაძლებელი იყო სხვადასხვა გზით, მათ შორის უფრო ცნობილი იყო შემდგომ არტანუჯ-არტაანად წოდებული გზა, რომლის ერთი მთავარი ტოტი შედიოდა არმენიაში, იქიდან კი მიდიაში. არანაკლებ ცნობილი იყო ტრაპიზონ-თეოდოსოპოლის გზა.

ნ. ხაზარაძე, ისევე, როგორც XX საუკუნის ზოგიერთი სხვა ქართველი მკვლევარი, ხშირად ლაპარაკობს სტრაბონის ცნობების უზუსტობებისა და წინააღმდეგობების შესახებ (დასახ. ნაშრომი, გვ.211, 216), მაგრამ ამ შემთხვევაში, თუკი სტრაბონის ფაზისად ჩავთვლით ჭოროხს, მისი “უზუსტობანი” შემცირდება. მაგალითად, “ფაზისის სათავე არმენიაშია” (იმ ეპოქაში ჭოროხის სათავე არმენიაში იყო), ფაზისს ერთვის გლავკოსი და ჰიპოსი” - წერს სტრაბონი. თუკი გლავკოსად ჩავთვლით არტანუჯისწყალს ლიგანის ხევთან ახლოს (შდრ. “ლიკე”, ლიკანი, ლიგანისხევი - ლიკეს ახსენებს პტოლემაიოსი, რომელიც გლავკოსთან ერთად ერთვის ჭოროხს), აქაც სტრაბონის “უზუსტობა” მცირდება.

სტრაბონი წერს: მაგალითად, “ფაზისზე ცურვა შეიძლება სარაპანამდე” (XI, 2,17). თუU ჩვენ გავბედავთ და დავძლევთ ტრადიციულ თვალსაზრისს და ჩავთვლით, რომ სარაპანა არ არის იმერეთის შორაპანი და სარაპანად ჩავთვლით ჭოროხის რომელიმე სანაოსნო ნავსაყუდელს (მაგალითად ართვინს), მაშინ აღარ ვისაუბრებთ სტრაბონის “უზუსტობების” შესახებ, რადგან ჭოროხი დ. ბაქრაძის ცნობით ნამდვილად იყო სანაოსნო ართვინამდე (მასზე 200-ზე მეტი ბრტყელძირა ნავი დაცურავდა, რომლითაც ჭოროხის ხეობის საქონელი - დახერხილი ფიცრები და პროდუქტები გადაჰქონდათ შავი ზღვის პორტებში და პირიქით - შავი ზღვის პორტებიდან ძირითადად მარილი და მსუბუქი საქონელი გაჰქონდათ ართვინამდე).

ტოპონიმი შორაპანი ქართულ სამყაროში მრავლად მეორდება, მაგალითად, “შორაპანი” ერქვა ქალაქ ოზურგეთს XV საუკუნეში ისტორიული ატლასის მიხედვით. სტრაბონი წერს “იბერიაში ოთხი შესასვლელია: ერთი არის კოლხური ციხე-სიმაგრე შორაპანზე და მასთან არსებულ ვიწროებზე, რომელზეც ფაზისი მომდინარეობს, სწრაფი და ხმაურიანი მიემართება კოლხიდაში, რომელზეც 120 ხიდით გაივლება მიხვეულ-მოხვეულობის გამო. მრავალი ნაკადულებით წარმოიქმნება (ფაზისი) ზემოთ მდებარე მთებში, მრავალი ნაკადულისაგან, ხოლო დაბლობში ღებულობს სხვა მდინარეებს, რომელთა შორის არის გლავკოსი და ჰიპოსი, გავსილი და სანაოსნოდ გამოსადეგი ჩადის პონტოში” (XI, 3,4).

თუ ჭოროხი (ან მისი შენაკადი) - ფაზისია, ხოლო კოლხიდა - “კლარჯეთი და ბოლო კლარჯეთისა - ზღვისპირია”, იბერიაში შესასვლელი ნამდვილად მიუყვება შავი ზღვიდან მდ. ჭოროხს, ადის ართვინამდე და შემდეგ შედის ვიწრო ხეობაში, რომელშიც შემდგომ არტანუჯი აიგო, არტანუჯიდან კი შედის იბერიაში, ანუ არტაანში - კანდრიდის, ანუ სკანდის გზით.

თუ ამ მოსაზრებას გავიზიარებთ, სტრაბონის “უზუსტობაც” აღმოიფხვრება. თუ ფაზისად ჩავთვლით რიონს, მაშინ ნამდვილად სტრაბონი აღმოჩნდება “არაზუსტი”, რადგანაც დაჭაობებულ დაბლობზე მიმდინარე და დელტებიან ნაპირებიან რიონზე ამჟამადაც კი შეუძლებელია 120 ხიდის აგება, მაგრამ თუ ჩავთვლით, რომ ფაზისი არის ჭოროხი მისი შენაკადები, რომელნიც მიედინებიან კლდეთა შორის ვიწრო ხეობებზე, რომლებზეც ისტორიულად იყო გადებული მრავალი ძველი თაღოვანი ხიდი (ერთ-ერთი არტანუჯთან, სხვები მიმდებარე ხეობების წყლებზე), მაშინ აღარ ჩავთვლით “არაზუსტად” სტრაბონს.

გლავკოსად და ლიკოსად კი შესაძლებელია ჭოროხის შენაკადები ჩავთვალოთ, როგორც აღინიშნა - უპირველესად ლიგანის ხევი, რადგანაც ჭოროხის ქვეყანას ართვინთან ახლოს ისტორიულად “ლიგანი” ერქვა - აქ უნდა ყოფილიყო მდ. ლიკოსი, ლიკე. აქ ახლაც არის მდ. “ლიგანის ხევი” (არტანუჯის მხარეს). ცნობილია, რომ ერთ-ერთი ლიკე გაედინებოდა ტრაპეზუნტის მხარეს, მაგრამ, როგორც ეტიმოლოგიაც მიუთითებს - სხვა მდინარე ამავე სახელწოდებით - ლიკე-/ლიკანი-ლიგანი/ ლიგანის ოლქშიც/ გაედინებოდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მდინარეების ლოკალიზაციის შესახებ ამჟამად ერთიანი აზრი არ არსებობს, ძირითადად მათ თვლიან მდ. რიონის შენაკადებად, ასეთ შემთხვევაში სტრაბონი ძალზე “არაზუსტი” ჩანს.

მდ. ჰიპოსს მიიჩნევენ ზოგიერთნი ცხენისწყლად, ზოგი მდ. კოდორად, ან მდ. ლაგვაშად (აფხაზეთში) და ა.შ. ხოლო ფაზისად მიიჩნევა მდ. ყვირილა და მდ. რიონის შუა და ქვემო დინება. ასეთი მიდგომის გამო სტრაბონი “არაზუსტი” ჩანს. მაგალითად, შეუძლებელი ხდება ლევკოთეას ტაძრის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, რადგანაც იგი მდებარეობდა აღნიშნული მდინარეების მაღლა, ე.ი. მაღალ ადგილზე, ზემოთ და არა შორს ან მოშორებით (ნ. ხაზარაძე, გვ. 219), ამიტომ თვლიდნენ ლევკოთეად ზოგი მეცნიერი აწყურს, ზოგი ნოქალაქევს, ზოგი საირხეს, ზოგი ვანს, ხუცუბანს. ზოგი მას ათავსებს კოლხეთში, ზოგი იბერიაში, ზოგი კინტრიშის ხეობაში, ადიგენსა და სხვაგან მაშინ, როცა სტრაბონის მიხედვით ლევკოთეა “მოსხიკეში” - მოსხების ქვეყანაშია. ეს უნდა იყოს, როგორც ითქვა, არტაანის მხარე, რომელსაც უერთდება კლარჯეთიდან - არტაანში ანუ კოლხეთიდან იბერიაში შემავალი ისტორიული გზა. აღსანიშნავია, რომ ამ მხრეებში, კერძოდ ჯავახეთში, ახლაც არის სოფელი კოთელია, რომლის სახელი ემსგავსება ლევკოთეას.

ნ. ხაზარაძე წერს: - “ს. ჯანაშიას აზრით, ცხენისწყალთან ჰიპოსის გაიგივება “ნაკლებ სანდო ჩანს”, ხოლო ყვირილასთან გლავკოსისა “სავსებით საცილობელია, თუ ჰიპო ცხენისწყალია, მაშინ ბუნებრივი იქნება დავასკვნათ, რომ გლავკი რიონია” (ს. ჯანაშია, ფასიდი, შრომები, II, გვ. 180). გ. მელიქიშვილი ტოლობის ნიშანს სვამს გლავკოსისა და ზემო რიონს შორის., ისევე, როგორც ს. ჯანაშია, გამორიცხულად თვლიან ყვირილასთან გლავკოსის გაიგივებას. ო. ლორთქიფანიძის აზრით, უფრო მართებულია გლავკოსი იდენტიფიცირებული იქნეს რიონის მარცხენა შენაკადთან მდ. სულორთან. ნ. ლომოური მდ. გლავკოსს აიგივებს დღევანდელ მდ. ოლთი-ჩაისთან, ხოლო ლიკოსს - დღევანდელ მდ. თორთუმთან. ნ. ხაზარაძე დასაშვებად თვლის ნ. ლომოურის აზრს (ნ. ხაზარაძე, დასახელებული ნაშრომი, გვ. 228).

ჩვენი აზრით, როგორც ითქვა, გლავკოსი და ლიკოსი საძებნია იმ არეალში, სადაც არტანუჯისწყალი უერთდება ჭოროხს, არტანუჯისწყალის შესართავია ლიგანისხევი. ესენი შესაძლოა იყვნენ გლავკოსი და ლიკოსი (ანდა ამავე არეალში ჭოროხის სხვა შენაკადები), ხოლო ჰიპოსი ამავე არეალშია საძებნი, კერძოდ, ართვინიდან ზღვის მიმართულებით ჭოროხის მარცხენა წყალუხვი შენაკადებიდან ერთ-ერთი.

საქმე ისაა, რომ ძველ ავტორებს, როგორც ჩანს, აინტერესებდათ არა ჭოროხის, ე.ი. ფაზისის ვრცელი ხეობა მთლიანად (ეს ნაწილი არმენიაში შემავალად მიიჩნეოდა), არამედ მისი მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მოიცავდა ფასისთან ერთად გლავკოსსა და ჰიპოსს (და იქვე მყოფ სხვა მდინარეებს), რადგანაც მხოლოდ ამ ნაწილს მოიცავდა კოლხიდა-იბერია-არმენიის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზა, რომელზეც შემდგომში აიგო არტანუჯის ციხე-სიმაგრე, მასში კი კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობით, შედიოდნენ (ცხადია, აღნიშნული გზით) ვაჭრები იბერიიდან, არმენიიდან, სირიიდან. ამ გზით შესაძლებელი იყო სამხრეთ კავკასიის მთელი ტვირთების გადაზიდვა შავი ზღვის პორტებში და პირიქით, ბიზანტიური საქონლისა მცირე აზიაში ვიდრე სირიამდე, თუ არ ჩავთვლით თბილისურ და კავკასიურ საქონელს.

რაც შეეხება მდ. ჭოროხს, როგორც ჩანს, მას ზემოწელში ერქვა აკამფსისი, შუაწელში ბოასი, ხოლო (მდ. არტანუჯისწყლის) ქვემოთ ზღვამდე - ფაზისი, მასვე, ან მის მახლობელ მდინარეს, ჩანს. აფსაროსიც ერქვა - აფსირტეს, მედეას ძმის, მკვლელობის ადგილის სახელის მიხედვით, ის ამ მდინარის შესართავთან (და არა რიონთან) მოუკლავთ.

რადგანაც კოლხეთის (შემდეგდროინდელი ლაზიკის) ადგილმდებარეობის განსაზღვრისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება “მესხების ქვეყნის” ლოკალიზაციას, მოვიყვანოთ უძველესი ცნობები მესხთა (მოსხთა) შესახებ. ჰეკატოს მილეტელი (VI ს. ქრისტეშობამდე) იხსენიებს მათ. სტეფანე ბიზანტიელის (VI ს. ჩვენი წელთაღრიცხვით) “ეთნიკაში” ვკითხულობთ “ჰეკატოს მილეტელის თანახმად, მოსხები კოლხური ტომია და ცხოვრობენ მატიენების მეზობლად”. ნანა ხაზარაძე წერს - “ჰეკატოს მილეტელის წარმოდგენით ტერმინ “კოლხის” გავრცელების არეალი მოიცავდა მდ. ჭოროხის შესართავიდან სამხრეთით მდებარე რეგიონს. საქმე ის არის, რომ მატიენების ტომის მდ. ჭოროხის მაღლა (ჩრდილოეთით) განვრცობის შესახებ ცნობები არ არსებობს” (იქვე, გვ. 258).

კოლხების მდ. ჭოროხის შესართავის სამხრეთით ცხოვრების შესახებ ცნობას გვაძლევს ჰეროდოტე, რომელიც წერს, რომ მდ. თერმოდონტთან მცხოვრებმა სირიელებმა და მათმა მეზობელმა მაკრონებმა “მხოლოდ ახლახან” ისწავლეს კოლხებისაგან წინადაცვეთა (II, 104). მდ. თერმოდონტი კი მიედინება ტრაპეზუნტის სამხრეთით. ჯავახიშვილის აზრითაც, “წინათ კოლხები თერმოდონტის ახლოს ცხოვრობდნენ” (იქვე, გვ. 267). ქსენოფონტის ცნობითაც (IV ს. ქრისტეშობამდე) კოლხების ტომს ეკუთვნოდა ტერიტორია მდ. ჭოროხის სამხრეთით, ტრაპეზუნტის რაიონში (იქვე, გვ. 268). ავტორი ლიკოფრონი (IIIს. ქრისტეშობამდე), რომლის კომენტარები იოანე ცეცეს ეკუთვის, წერდა, რომ კოლხებს აგრეთვე უწოდებდნენ “აზიელ სკვითებს” და “ლევკოსირიელებს” (იქვე, გვ. 268), მაშასადამე, კოლხები არ იყო ერთი ტომი, არამედ კრებითი სახელი სხვადასხვა მოდგმის ტომების, მათ შორის, სემიტური წარმოშობის ლევკოსირიელებისა, კოლხებია მესხებიც, რომელნიც ჭოროხის ხეობაში ცხოვრობენ. კოლხური ბრინჯაოს ნაწარმი ძვ.წ. XIV-XII სს-ში ანატოლიაში ფართოდ გავრცელდა (ორდუს განძი (1926), სხვა მრავალ ადგილას აღმოჩენილი ბრინჯაოს განძი, მათ შორის ართვინის (ჭოროხის ხეობაში). ნანა ხაზარაძის კვლევით “მოსხური მთები”, რომლებიც სტრაბონის წარმოდგენით კოლხეთის სამხრეთ საზღვარზე მდებარეობდა, საძიებელია ტრაპეზუნტის ჩრდილოეთით... სტრაბონი ტრაპეზუნტსა და კოლხეთს შორის არც ერთ სხვა ეთნიკურ ან გეოგრაფიულ სახელწოდებას არ იხსენიებს” (იქვე, გვ. 310). სტრაბონის მოწმობით “სკიდისე, კლდოვანი მთა” მოსხურ მთებს უერთდება (იქვე, გვ. 311), სკიდისი და შემდგომი ავტორების “სკანდა” სახელები ემსგავსებიან ერთმანეთს.

სტრაბონის თანახმად, მტკვარს არმენიაში აქვს სათავე, მაგრამ იგი მაშინვე შემოდის იბერიის დაბლობში (XII, 3,2) ანუ კოლა სომხეთს ჰქონდა მიტაცებული, ხოლო არტაანი - იბერიაში იყო.

“მოსხური მთები” ნ. ხაზარაძეს ეგულება მტკვრის სათავეებთან ახლოს. მტკვარ-ჭოროხის წყალგამყოფი ქედების ადგილას (ესაა არსიანის და მისი მიმდებარე ქედები). მტკვრის სათავეების სამხრეთ-დასავლეთიდან სტრაბონის ცნობით სომხებმა დაიპყრეს იბერიის ტერიტორიები - “პარიადრეს კალთები, ხორზენე და გოგარენე (რომელიც მტკვრის გადაღმა არის)” ძვ. წ. II საუკუნეში (XI, 14,5). სტრაბონისვე ცნობით პარიადრეს მთიანეთი ყოფილა წყლით მდიდარი და ტყიანი, აქ იყო მოწყობილი მეტი წილი განძსაცავებისა, პომპეუსის მიერ დევნილი მითრიდატე აქ გამოიქცა, შემდეგ იძულებული გახდა გაქცეულიყო მთების გადაღმა - კოლხიდაში, იქიდან კი ბოსფორში. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მან გადალახა არსიანის ქედი და შემდეგდროინდელი არტანუჯის გზით შევიდა ჭოროხის ხეობაში “უკუაგდო ხოტენები და იბერები, რომლებიც მას ისრებითა და შურდულებით აბრკოლებდნენ და გადავიდა მდ. აფსაროსზე”, - წერს აპიანე. ნ. ხაზარაძის კვლევით, შემდგომ ამავე გზით უსარგებლია ვახტანგ გორგასალს, როცა მან ჭოროხის ხეობიდან (კლარჯეთიდან) - არტაანის გავლით მცხეთაში დაბრუნება გადაწყვიტა (იქვე, გვ. 368).

მაშასადამე, სტრაბონის მიერ ნახსენები მდინარეები ფასისი, გლავკოსი, ჰიპოსი მდებარეობდნენ ჭოროხის ხეობაში, ბერძნები “ლაზიკას” უწოდებდნენ იმ ქვეყანას, რომელსაც ქართულ წყაროებში ერქვა “კლარჯეთი, ბოლო-კლარჯეთისა ზღვისპირი”. აქვეა, ისტორიული მესხეთი - ნ. ხაზარაძის კვლევით.

Uუნდა ითქვას, რომ კლარჯეთი /არტანუჯის მხარე/ იყო ის მესამედი მესხეთისა, რომელიც სტრაბონის სიტყვით, მის დროს კოლხების ხელში ყოფილა მოქცეული.

 

პ. ინგოროყვა მესხეთ-კოლხეთის შესახებ (I ს.)

პ. ინგოროყვა წერს - “აღსანიშნავია, რომ მესხეთის ისტორიული ტერიტორიებიდან კოლხების სატომო სახელთან დაკავშირებულია სახელწოდება არა მარტო კლარჯეთის (კოლარჯების, კოლარების) მხარისა, არამედ მესხეთის ზოგიერთი სხვა რაიონებისა.

მაგ. მესხეთის მხარეთა შორის მტკვრის სათავეებში მდებარე რაიონი - კოლა (კორა), რომელსაც უკავშირდება სატომო სახელი კოლხი (კოლაელი), ვარიანტების ფორმით “კორახი”.

პლინიუს სეკუნდეს ცნობით, მდ. მტკვრის სათავეების მთების სახელი ყოფილა “კორახი”. კოლას უკავშირდება მდინარის სახელიც “კორი”, “კოროს”. ასე ერქვა მტკვარს სტრაბონის ცნობით.

მესხების შესახებ უძველესი ცნობა, რომელიც ეკუთვნის ანტიკური ხანის ბერძენ მწერალს ქრისტემდე VI საუკუნისას ჰეკატე მილეტელს - მესხების ტომი კოლხებთანაა დაკავშირებული (ფრაგმენტი 188) - (პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, გვ. 438).

ლაზიკის სამიტროპოლიტო, როგორც აღინიშნა, XI ს.-ში ტრაპეზუნტის ქალდების გარდა, მესხების ტომით დასახლებულ მიწა-წყალს მოიცავდა ვანის ტბის მიმართულებით. მაგრამ უფრო ადრე VI ს.-ში სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებს მოიცავდა ლაზიკის სამეფო და ეპარქიები ლაზიკაში.

ლაზიკის სამეფო მოიცავდა მიწა-წყალს ჭოროხის შესართავიდან და ზღვისპირიდნ არსიანის ქედამდე. მას ქართულ წყაროებში ერქვა-კლარჯეთი-ბოლოკლარჯეთისა-ზღვისპირი. არაბობის ეპოქაში აქ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივი ერთეულები –კლარჯეთის საკურაპალატო და შემდეგ ქართველთა სამეფო.

თუ ისტორიული ლაზიკის სამეფო კლარჯეთს მოიცავდა, მაშინ შემდგომი კლარჯეთის სახელმწიფოებრიობა ლაზიკის სახელმწიფოებრიობის გაგრძელებად შეიძლება ჩავთვალოთ.

VI საუკუნისათვის ლაზიკის ეპარქიები მოიცავდა სულ სხვა მხარეს, კერძოდ რეგიონს ტრაპეზუნტიდან თეოდოსიოპოლისის მიმართულებით, ხოლო XI საუკუნისათვის ლაზიკის სამიტროპოლიტო მოიცავდა ტერიტორიას ტრაპეზუნტიდან ზიგანა-თეოდოსიოპოლ-ვანის ტბისაკენ.

იქამდე აქ, ქალდების მიწაზე, ნ. ადონცის ცნობით, შემდეგდროინდელ ზიგანა-გიუმუშხანეს რეგიონში, მდებარეობდნენ ლაზიკის ცნობილი საეპისკოპოსოები (ზიგანა, საისინი, როდოპოლისი, პეტრა). ქალდებს სტრაბონი ასევე “ალაზონებს” უწოდებს. ალაზონები იგივე ლაზები უნდა იყვნენ ისტორიულ კოლხეთში.

პ. ინგოროყვა ასევე სიტყვებს “კოლხსა” და “კლარჯს” ერთმანეთთან აკავშირებს, ის ასე მსჯელობს- “ქართულში ბოლოკიდურს “ელი” ენაცვლება ბოლოკიდური “არი”. Aასე მაგალითად - ოდიშელი - ოდიშარი, ცხუმელი - ცხუმარი, ოპიზელი - ოპიზარი, ოლთისელი - ოლთისარი, კოლაელი - კოლარი” (პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, 1957, გვ. 437). “ელ” - “არ” - გამოხატავს იმავეს, რასაც დაბოლოება “ხი”

კოლარი - კოლაელი - კოლხი

“ამრიგად, სახელწოდებანი “კოლხი”, “კოლაელი” და “კოლარი” იდენტურნი არიან” (იქვე, გვ. 437).

ასევე რთული ბგერისაგან “რჯ”, მიიღება ცალ-ცალკე “რ” და “ჯ”.

კოლარი - კოლარჯი - კლარჯი

რ - რჯ “ამრიგად, ყველა ეს სახელწოდებანი “კოლხი”, “კოლაელი”, “კოლარი” და “კოლარჯი” (კლარჯი) ერთი და იგივე სატომო სახელის დიალექტური სხვაობაა” (გვ. 438).

“დაბოლოება “ხი” გამოხატავს იმავე შინაარსს, რასაც დაბოლოება “ელი” (პ.ი. გვ. 437).

კარდუხი, ტაოხი, კოლხი, ჯავახი და სხვ.

პ. ინგოროყვა წერს - “სატომო სახელებში, რომლებიც ბოლოვდება ბოლოკიდურით “ხი”, ფუძე-სიტყვა აღნიშნავს ქვეყანას, ხოლო დაბოლოება “ხი” გამოხატავს იმავე შინაარსს, რასაც დაბოლოება “ელი” (პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, 1957, გვ. 437).

ე.ი. კარდუხი=კარდუელი=ქართუელი

კოლხი= კოლაელი=კლარჯი

 

ოთხი არმენია (IV-VI სს.)

IV-VI საუკუნებისათვის ბიზანტიური არმენია იყოფოდა ოთხ დიდ ნაწილად. “პირველი არმენია” იყო ბიზანტიური პროვინცია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე - ტრაპიზონის ქვემოთ, რომლის დედაქალაქი იყო თეოდოსიოპოლისი, იგივე კარინი (ქართული კარნუ-ქალაქი), მას ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ტაო (ივერია) და ნაწილობრივ ლაზიკა. დასავლეთით შავი ზღვა, აღმოსავლეთით სპარსული პროვინცია “სპარსული არმენია” (პერსარმენია), სამხრეთით “მეორე არმენია” და “მეოთხე არმენია”.

“მეორე არმენია” (“არმენია მეორე”) მდებარეობდა “პირველი არმენიის” სამხრეთით, მდ. ევფრატის მარჯვენა სანაპიროზე.

“მესამე არმენია” (“არმენია მესამე”) მდებარეობდა “მეოთხე” და “მესამე” არმენიის სამხრეთით, ევფრატის მარჯვენა სანაპიროზე, მას მარჯვნიდან ესაზღვრებოდა ბიზანტიური პროვინცია “მესოპოტამია”.

“მეოთხე არმენია” მდებარეობდა “პირველი არმენიის” სამხრეთით ვანის ტბის სიახლოვეს, ამ ყველა “არმენიების” შუა.

“პერსარმენია” მოიცავდა არაქსის ხეობას და მის გარდა სომხურ-სპარსულ პროვინციებს ტაიქს, ტარონს და აირარატს. პერსარმენია პოლიტიკურად VI საუკუნის ბოლოსათვის ორად იყოფოდა - ბიზანტიური პერსარმენია (საეკლესიო ცენტრი ავანი) და სპარსული (დვინი). სპარსულში შედიოდა სიუნიკი და ვასპურაკანი (ПЭ, I, გვ. 75).

 

“ქვეყანა ჩრდილოეთისა” (IV ს.)

რომის იმპერია ადმინისტრაციული მმართველობის მხრივ IV ს-ისთვის იყოფოდა ოთხ პრეფექტურად. პრეფექტი თავის ხელში აერთიანებდა სამოქალაქო და სამხედრო უწყებებსю

ნ. ადონცის სიტყვით, რომის იმპერიის მსგავსად, სპარსეთიც ოთხ “კუსტად” - ადმინისტრაციულ ერთეულად იყოფოდა (ნ. ადონცი, სომხეთი... გვ. 217). ესენი იყვნენ “აღმოსავლეთი”, “დასავლეთი”, “სამხრეთი” და “ჩრდილოეთი”.

ჩრდილოეთის ანუ კავკასიის კუსტი (მხარე) თავის მხრივ 13 ქვეყნად (შახრად) იყოფოდა, მათ შორის იყო იბერია, ანუ სპარსულად - “ვარჯანი”, ალბანეთი ანუ “რანი”, სომხთი ანუ “არმენია”.

ასე რომ, ქართულ წყაროებში ხშირად ნახსენები “ჩრდილოეთის ქვეყანა” უნდა გულისხმობდეს სპარსეთის იმპერიის კავკასიის მხარეს და კერძოდ, კი მის ერთ ნაწილს, ამ შემთხვევაში - საქართველოს.

იბერიას ზაქარია რიტორი უწოდებს გურზანს. ვარჯანი და გურზანი ეტიმოლოგიურად ახლოსაა ერთმანეთთან და მათი საერთო ფუძე აქვთ-”გრ”. იგივე ფუძე გრ უდევთ საფუძვლად ქართულ მხარეთა სახელებს- “ეგრისი”, “გუგარქი-გოგარენა”, “გურია”, “არგვეთი”, აქედანაა ბერძნული სახელი-”გეორგია” და სხვა ყველა დასახელება, რაც კი მეზობელმა და უცხო ერებმა დაარქვეს ქართველთა ქვეყანას, მაშასადამე, ფუძე “გრ” ან “რგ” ქართველთა თვითსახელწოდების ეთნოფუძეა.

ზაქარია რიტორი წერს, რომ “ჩრდილოეთის მხარეებში ხუთი მორწმუნე ხალხია, მათ 24 ეპისკოპოსი ჰყავთ და მათი კათალიკოსი დვინში ცხოვრობს. სპარსული არმენიის დედაქალაქში, მის შემდეგაა გურზანი - არმენიის ქვეყანაში, რომელთა ენა ბერძნულს მიაგავს, მათ ქრისტიანი მთავარი ჰყავთ, რომელიც სპარსეთის მეფეს ემორჩილება. შემდეგ არანის ქვეყანაა, არმენიის ქვეყანაში, თავისი ენით, ხალხი მონათლულია, შემდეგ სისაკანის ქვეყანაა, თავისი ენით, მორწმუნენი, მათ შორის წარმართებიც არიან, შემდეგი ქვეყანა ბაზგუნი, თავისი ენით, კასპიის ზღვასთან” (იქვე, გვ. 219).

 

ანდრია (I ს.)

ივანე ჯავახიშვილს გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ "ქართველებმა IX ს-მდე არაფერი იცოდნენ საქართველოში წმინდა ანდრიას მისიის შესახებ” - ჩვენი დიდი მეცნიერის ამ და სხვა მოსაზრებებს ქართველთა პირველგანმანათლებლის შესახებ უპასუხა მღვდელმა მიქაელ თამარაშვილმა (ქართული ეკლესიის დასაბამიდან დღემდე, 1995, გვ. 163). ამ მხრივ, თავისთავად ისიცაა აღსანიშნავი, რომ ექვთიმე მთაწმინდელის თანახმად იმ წიგნთა შორის, "რომელთა კათოლიკე ეკლესიაი არა შეიწყნარებს” დასახელებულია "ცხოვრება წმიდისა ანდრიასი”. ექვთიმემ თეოდორე საბაწმინდელს გაუგზავნა სია იმ წიგნებისა, რომელიც მიუღებელი იყო საყოველთაო (ე.ი. კათოლიკე) მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. კერძოდ "მოციქულთა ცხოვრებანი, რომელნიმე განრყენილ არიან მწვალებელთაგან: წმიდისა მათე მახარებელისა და წმიდისა ანდრიასი” (ქართული სამართლის ძეგლები, III, 1970, გვ.13).

აქედან ჩანს, რომ ეკლესიისათვის მიუღებელი იყო წმინდა ანდრიას ცხოვრების არსებული რედაქცია, რადგანაც იგი მწვალებელთაგან "გარყვნილად” მიიჩნეოდა, უკეთესი კი არ არსებობდა. ამიტომაც ჩვენ უნდა გამოვთქვათ მოსაზრება რომ შესაძლოა არსებულ რედაქციაში ვრცლად იყო საუბარი წმ. ანდრიას საქართველოში მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ იგი არ გამოიყენეს ძველმა ისტორიკოსებმა, რადგანაც მწვალებელ რედაქციასთან არ სურდათ რაიმე კავშირის დაჭერა.

 

გოგარენა, კორდუენა და ბასიანი (V- VII სს.)

ნ. ადონცის სიტყვით, I ათასწლეულის სომხურ საერისთავო სიებში ერისთავები (ნახარარები) პატივის მიხედვით არიან ჩამოწერილნი. მათ შორის აღინიშნებიან ერისთავი ბაგრატუნები, ტაშირის ერისთავები და სხვანი.

ნერსეს კათალიკოსის დროს, 555 წელს შემდგარ კრებას ესწრებოდა 32 ერისთავი. სებეოსის სომეხ მეფეთა ერისთავების სიაში იხსენიება ტაოს ერისთავი და ასევე ბასიანის ერისთავი.

ხორენაცის ცნობით, სომეხთა მეფე განსაკუთრებით აჯილდოვებდა ბაგრატიონ ერისთავებს.

სტ. ორბელიანი მოგვითხრობს, რომ სომხეთის მეფემ დანიშნა თავისი ქვეყნის ოთხი ბდეხში - აღმოსავლეთში იყო სიუნის ბდეხში თავისი - 21 ერისთავით, ჩრდილოეთში - გოგარენისა (“გოგარის”) - 22 ერისთავით, დასავლეთით “კორდუ”-სა - 21 ერისთავით და სამხრეთით ანგელენის (“ანგელის”) ბდეხში - 22 ერისთავით (გვ. 254).

გოგარენა (სომხურად გოგარი) და კორდუენა (სომხურად “კორდუ”) - ქართული ქვეყნები იყო, მისი ქართული მოსახლეობა იქამდეც და შემდგომაც სომხდებოდა, ქართველობის შენარჩუნება სომხური სამეფოს შიგნით უძნელესი და თითქმის შეუძლებელი საქმე იყო (ნ. ადონცი, გვ. 292).

ფაუსტის ცნობით, ტაოს ოლქს მართავდნენ მამიკონიანები, სომეხთა მეფის მთავარსარდლები - ხორენაცის მიხედვით. შემდეგ ისინი ტარონში გადავიდნენ IV ს-დან.

ბერძენ-რომაელი ავტორები იცნობენ “ფასიანს” (ბასიანს) და ისინი ბასიანს ფასიანად მოიხსენიებდნენ.

ბასიანის ერთი ნაწილი იყო ვანანდი და მას, ხორენაცის სიტყვით, ზემო ბასიანი ერქვა (გვ. 300).

ბასიანს თავისი ერისთავი მართავდა. აირარატი მეფის დომენი იყო, ბაგრევანდი - ბაგრატიდებს ეკუთვნოდა.

ნ. ადონცის სიტყვით - “კოტაია ცნობილი იყო პტოლემეოსისათვის, მაგრამ ის სომხურ ლიტერატურაში პირველად გვხვდება სებეოსთან VIIს-ში” (გვ. 302). კოტაია იყო გავარი, ანუ ქვეყანა აირარატის პროვინციაში. კოტაიას ამჟამად ზანგიბასარი ჰქვია. ის არის მდ. რაზდან-ზანგის ხეობაში.

საფიქრებელია, რომ ტაო ხორძენას ნაწილი იყო. სიტყვა "ხორძენა” ეტიმილოგიურად ახალოა სიტყვა "არზენასთან”, რომელსაც კონსტანტინე პორფიროგენეტი უწოდებდა არზრუმ-არტანუჯის მხარეს. საფიქრებელია, რომ "ხორძენა” სიტყვა ათასი წლის შემდეგ X საუკუნისთვის "არზენად” იქცა და ერქვა ტაოს მომიჯნავე მხარეებს.

 

სომხების გადასახლება პერსარმენიიდან ბიზანტიურ სომხეთში (V-VI სს.)

ნ. ადონცი წერს - “იმპერიული თვალსაზრისით, იმპერიის ინტერესების დაცვის მიზნით სომხების გადასახლება დასავლეთით ძალზე სასურველი იყო. თვით იმპერატორები ახალისებდნენ ამ მოძრაობას. მაგალითად, იმპერატორი მავრიკე. სომხების ჩასახლებით იმპერიამ დიდად ისარგებლა, სომხები ბიზანტიას ემსახურებოდნენ თავგანწირვით. სამშობლოს პოლიტიკური ცხოვრების შებოჭილი ჩარჩოებიდან გათავისუფლების შემდეგ მთელი მათი ძალები იფურჩქნებოდა. სომხებმა სახელი გაითქვეს სახელმწიფო ცხოვრების ბევრ სფეროში, სამხედროსა თუ სამოქალაქოში. მათგან გამოვიდნენ სახელგანთქმული პირები, რომლებსაც იმპერიის წინაშე ძალზე მნიშვნელოვანი დამსახურებები ჰქონდათ. მრავალი სომეხი ბრწყინავდა თვით საიმპერატორო ტახტზე და სათავეებიც კი დაუდეს ახალ დინასტიას (სომხური ცხენოსანი ჯარი იბრძოდა იმპერიის შორეულ მხარეებში სახელმწიფოს სამხედრო დიდებისთვის. ძალზე მნიშვნელოვანი იყო სომხების როლი კულტურულ-სულიერ ცხოვრებაში, იმპერიისთვის მნიშვნელოვანი მახასიათებელი ისტორია - ხატმებრძოლური მოძრაობა დაიწყო იმპერიის აღმოსავლეთ მხარეებში დიდწილად სომხების სიმპათიით და მფარველობით.ю

იმპერიაში სომხების განსახლებამ თვით სომხეთს ნაკლები სიკეთე მოუტანა, რადგანაც სომხეთი იცლებოდა ადამიანური რესურსებისაგან. იმპერიაში მიდიოდნენ უნარიანი, მხნე ძალები, ისეთი ნიჭის მქონე პირები, რომელთაც შეეძლოთ იმპერიის მღელვარე ტალღებზე თავის დაჭერა. სომხური არისტოკრატიის ნაღები, ნახარარების ოჯახები ეშურებოდნენ დედაქალაქში და ალამაზებდნენ სახელმწიფო მოღვაწეთა რიგებს (ნ. ადონცი, სომხეთი იუსტინიანეს ეპოქაში, 1908, გვ. 205).

იმპერიაში სომხები ისეთ ძალას წარმოადგენდნენ, რომ ზოგჯერ თვით იმპერატორის წინააღმდეგ აწყობდნენ შეთქმულებებს იმპერიისავე დედაქალაქში და არყევდნენ კიდეც საიმპერატორო ტახტს, მაგალითად, ნ. ადონცის სიტყვით, 548 წელს სომხებმა მოაწყვეს შეთქმულება დედაქალაქში იმპერატორ იუსტინიანეს წინააღმდეგ. შეთქმულებას მეთაურობდა სომეხი მხედართმთავარი არტავანი, რომელმაც ბიზანტიას დიდება მოუპოვა ლივიის ომში, რომელმაც მოკლა ტირანი ჰონორისი. ნ. ადონცის ცნობით, პროკოფი კესარიელი არტავანის მოტივს ხსნის იმით, რომ მისი სამშობლო არმენია დაპყრობილი იყო, ამიტომ მას სომხები საყვედურობდნენ უმოქმედებას. მეორე სომეხი დიდებული ნარსესი იუსტინიანეს ეპოქის უდიდესი ფიგურა იყო, თავისი გამარჯვებებით დაჩრდილა ვალერიანეს სამხერო გენიაც კი.

სომხური პრობლემების გამო შეწუხებული იუსტინიანე სპარსეთის შაჰს თხოვდა, მათ შორის მცხოვრები სომხები როგორმე დაემორჩილებინათ საერთო ძალით. ის წერდა - “სომხები დაუმორჩილებელი ხალხია, და მარად ჩვენი მტრები არიან, მათგან მუდამ შეშფოთებულები ვართ” (იქვე, გვ. 206). სომხების სულიერ-ეროვნული სიძლიერე ორ იმპერიას აშფოთებდა, მაშ ეროვნულად და სულიერად ასე ძლიერი ხალხი როგორ “ქართველდებოდა” ტაო-კლარჯეთში?

 

ივერია და პერსარმენია (IV-VI სს.)

სპარსული არმენიის საზღვრები IV-VI სს-ში ე.წ. “მარზპანობის” დროს ასეთი იყო: პერსარმენია მოიცავდა შემდეგ პროვინციებს - ტაიქი, ტარონი, აირარატი, ვასპურაკანი და სიუნიქი.

ტარონი და ვასპურაკანი მდებარეობდნენ ვანის ტბასთან, აირარატი – სპარსული არმენიის ცენტრში, ხოლო მის დასავლეთის მხარეს - პერსარმენიის “ივერია” ანუ ტაო მდებარეობდა, ამ ივერიას კი დასავლეთით ესაზღვრებოდა ლაზიკა. არსებობდა ასევე “თავისუფალი ივერიაც”, ის პერსარმენიის ივერიის ჩრდილოეთით მდებარეობდა. მისი ნაწილები იყო - კოლა, არტაანი, ჯავახეთი, გუგარქი.

ლაზიკა მდებარეობდა ტაიქის ჩრდილო-დასავლეთით.

ტაიქის დასავლეთით “I არმენია” მდებარეობდა. (იხ. რუკა ПЭ, I, გვ. 75). მაშასადამე ივერია ორ ნაწილად იყო გაყოფილი - ტაო პერსარმენიაში შედიოდა, კოლა, არტაანი, ჯავახეთი და გუგარქი სადავო იყო ბიზანტია-სპარსეთს შორის და შედარებით თავისუფალი იყო.

 

პერსარმენიის მოსაზღვრე ქვეყნები (V-VI სს.)

ნ. ადონცი “მარზპანულს” უწოდებს არშაკიდების შემდეგდროინდელ სომხეთს, რადგანაც ქვეყანაში იჯდა სპარსეთის შაჰის წარმომადგენელი - მარზპანი. მისი დედაქალაქი იყო ქალაქი დვინი, რომელსაც აღმოსავლეთ სომხეთისთვის ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც დასავლეთ სომხეთისთვის თაეოდოსიოპოლისსა და იქ მჯდარ რომის წარმომადგენელს - კომიტს.

ჩრდილოეთით მარზპანული სომხეთის საზღვარი აღწევდა კანგარამდე. ლაზარის ცნობით, სპარსეთთან მებრძოლი იბერიის მეფე ვახტანგი აქ ელოდა დამხმარე სომხებს. ვაან მამიკონიდი დაეხმარა ვახტანგს, სომხური ჯარი მივიდა ივერიის მეფესთან და ბანაკი დასცა კანგარის კანტონში. კანგარი გუგარენის ოლქში შედიოდა, მაშასადამე, გუგარენა სომხეთის გარეთ მდებარეობდა- იბერიაში (ნ. ადონცი, არმენია..., გვ. 222).

დასავლეთით სომხეთს ესაზღვრებოდა კოლას ოლქი, სასაზღვრო პუნქტად ითვლებოდა კოლა, ხოლო ტაო (ტაიკი) მთლიანად სომხეთში შედიოდა.

არშაკიდების დროს ალბანეთის მხარეს სომხეთის საზღვარი იყო მდ. მტკვარი. მარზპანობის დროს საზღვარი ქ. ხალხალთან გადიოდა. ხალხალი მდებარეობდა მტკვრის მარჯვენა მხარეს (ნ. ადონცი,Aარმენია იუსტინიანეს ეპოქაში, გვ. 223) ალბანეთში. სპარსულ ჯარს ალბანეთიდან ხალხალამდე მტკვარი უნდა გადაევლო.

ნ. ადონცის აზრით, ხალხალი არის მდ. ზაგემზე მდებარე ამჟამინდელი თათრული სოფელი ხილხილა. მახლობლად არსებობდა ასევე მეორე მსგავსი სახელის პუნტი - “ხილხალა”, რომელიც ივ. ჯავახიშვილის 1923 წლის რუკის მიხედვით მდებარეობდა ნუხპატო-შექთან ახლოს.

აღსანიშნავია, რომ ჰერეთის საზღვრად ვახუშტი ბატონიშვილს მიაჩნდა პუნქტი გულგულა. სახელები ხალხალი/ხილხილა,ხილხალა/ და გულგულა მსგავსნი არიან. ვახუშტის მასზე ათასი წლის წინანდელი პუნქტის ადგილმდებარეობა შესაძლოა უნდა განესაზღვრა არა თელავთან, არამედ ხალხალთან, მაშინ ჰერეთის საზღვარი გადაიწევდა აღმოსავლეთით და დაემთხვეოდა ალბანეთისას.

ნ. ადონცის სიტყვით, IVს-ში სომხეთმა დაკარგა მრავალი განაპირა მხარე, ჩვენი აზრით, ამის ძირითადი მიზეზი იყო ეთნიკური განსხვავება. ისინი (განაპირა მხარეები) - არ იყვნენ სომხური ოლქები. როგორც მრავალჯერ ითქვა მარზპანულს ნ. ადონცი ასევე უწოდებს მეორე სახელს - ტანუტერული სომხეთი. მას ასევე ვასპურაკანულსაც უწოდებს.

ვასპური - ერქვა სპარსეთის ცნობილ გვარებს, აქედან ვასპურაკანი. ნ. ადონცის სიტყვით, - “არმენიის თანატოლი ადმინისტრაციული სიდიდეები იყვნენ იბერია, ალბანეთი, ატროპატენა, ადიაბენა, და არავასტანი” (იქვე, გვ. 221).

მისივე სიტყვით, მუსულმანი ავტორები “არმენიის” ქვეშ იგებდნენ არა მხოლოდ არმენიას, არამედ არანსა და საქართველოს (გვ. 242).

 

"ქართველთა სამეფოს” დაარსება (IX-X სს.)

იოანე დრასხანაკერტელი გვაუწყებს - "ქართველთა დიდი კურაპალატი ადარნასე სმბატ მეფესთან ყველაფერში ერთობის, სიყვარულისა და მშვიდობის მტკიცე პირობას იცავდა. იგი მთელი თავისი შეგნებითა და ძლიერებით, დიდი მოკრძალებით, როგორც მამას, ანდა ამაზე უფრო მეტადაც ემორჩილებოდა მას... თვალს არ აშორებდა მეფეს... და საკუთარი თავიც მიანდო. ამის გამო სმბატ მეფე მეტად კმაყოფილი იყო ადარნასეთი და მოსწონდა იგი. მან დიდი მზრუნველობით ადარნასე თავისთან მიიყვანა და გაამხნევა. შემდეგ დიდი პატივითა და დიდებით გვირგვინი დაადგა მას, შესაფერისი ლამაზი სამკაულითა და საჭურვლით შეამკო მეფის წესის თანახმად, - ქართველთა ქვეყნის მეფედ დაადგინა და მის შემდეგ, თავისი სამფლობელოს მეორე პირად დაამტკიცა იგი. მიიღო რა სამეფო პატივი, და მიაღწია წარმატებას, ადარნასე კი არ გამედიდურებულა, არამედ მუდამ თავმდაბლად ექცეოდა სმბატს” (იოანე დრასხანაკერტელი, სომეხთა ისტორია, ე. ცაგარეიშვილის გამ. თბ., 1965, გვ. 89-90).

ისტორიკოსების თვალსაზრისით "ქართველთა სამეფო” მოიცავდა ქართველი ბაგრატიონების ტერიტორიას (არტანუჯ-კლარჯეთს და სხვა), მაგრამ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, სომხური წყაროებიდან ჩანს, რომ "ქართველთა სამეფო” თავდაპირველად მოიცავდა "სომეხთა მეფის” იმ ტერიტორიებს, რომელნიც ქართველებით იყო დასახლებული, პირველ რიგში იმიერ ტაოს (საერთოდ ტაოს) და მომიჯნავე მხარეებს, თუ ეს ასე იყო, და ქართველთა სამეფო თავდაპირველად მხოლოდ სომხური მიწა-წყლის ნაწილად მიიჩნეული ტაო იყო, მაშინ შედარებით გასაგები ხდება სომეხთა სმბატ მეფის ქმედება. სმბატს ტახტზე ასვლაში დაეხმარა ადარნასე, სამაგიეროდ, მადლიერების ნიშნად, სმბატმა თავისი სამეფოს ქართული ნაწილი (ტაო) სამფლობელოდ გადასცა ადარნასეს და ამავე დროს დაადგინა "თავისი სამეფოს მეორე პირად” ანუ სომხეთის ვრცელ სამეფოში ტაოს მმართველი გახდა სომეხთა სახელმწიფოს მეორე პირი. ასევე იყო ძველ დროსაც, როდესაც ბაგრატუნები არშაკუნიანი მეფეების მეორე პირები იყვნენ. ასევე უნდა ყოფილიყო შემდეგაც როცა, ვთქვათ ვაშდენ ქართველთა (ე. ი. ტაოს) მთავარი, სომეხ უფალთა შორის ერთ-ერთი უპირატესი პირია.

ჩანს, რომ ქართველთა სამეფო იმჟამად მხოლოდ ტაოს გულისხმობდა, ქართველთა საკურაპალატო კი არტანუჯ-კლარჯეთს, რაც შეეხება Aშიდა ქართლს, ის იმჟამად დანაწილებული იყო აფხაზეთისა და კახეთის სამეფოთა შორის, მისი ერთი ნაწილი თბილისის საამიროს ეკუთვნოდა, ამიტომაც ის არ არსებობდა პოლიტიკურ – ადმინისტრაციული ერთეულის სახით, აქედან გამომდინარე მას არც გააჩნდა პოლიტიკური სახელი: იმჟამად “ივერია” ერქვა არა შიდა ქართლს, არამედ ტაოს ადმინისტრაციულ ოლქს, რომლის მმართველიბა (მეფობა) აღმოჩნდა კლარჯეთის კურაპალატის ხელში. ეს ორივე თანამდებობა - მეფობა და კურაპალატობა ახლა უკვე ერთი პირის, ადარნასეს ოჯახის ხელში გაერთიანდა და გადაეცემოდა კიდეც მემკვიდრეობით.

იმხანად “კურაპალატობა” - ბიზანტიის ვასალობას გულისხმობდა, “ქართველთა მეფობა” კი - არაბი ხალიფისაგან გამომდინარეობდა.

არაბთა ხალიფამ IX-X საუკუნეებში სომეხთა მეფეებს უწყალობა ტიტული “სომეხთა და ქართველთა მეფე”. ამ ტიტულში “ქართველთა სამეფოს” ქვეშ იგულისხმებოდა არა შიდა ქართლი, არამედ სომხეთის სამეფოში შემავალი ქართველებით დასახლებული ტაო-ბასიანი. ტაოს მმართველებს იქამდე ჰქონდათ “ივერთა მთავრის” ტიტული, ახლა კი არაბთა მიერ “ქართველთა მეფის” ტიტულის ტარების უფლება მიენიჭა სომეხთა მეფეს, რაც მას უდასტურებდა, რომ შეეძლო ქართველთა აღნიშნული მხარეების ავტონომიური მართვა. ერთ-ერთი ბოლო “სომეხთა და ქართველთა “მეფე იყო სმბატი, რომელმაც ქართველთა მეფის ტიტული გადასცა ადარნასე ქართველთა კურაპალატს. ამ ტიტულს ატარებდნენ -

აშოტ I 884 - სომეხთა და ქართველთა მეფე

სმბატ I 914 - ჯერ სომეხთა და ქართველთა მეფე, მერე სომეხთა მეფე

აშოტ ერკათი 918/922/ - სომეხთა და ქართველთა მეფე (საფიქრებელია, რომ აშოტ ერკათმა ქართველთა მეფის ტიტული მიიღო საოჯახო-დინასტიური გზით, კერძოდ მისი მეორე სიმამრი ყოფილა “ქართველთა დიდი მთავარი საჰაკი”, რომელსაც, ი. დრასხანაკერტელის სიტყვით, აშოტი თავის მემკვიდრედ გამოუცხადებია).

მაშასადამე, ქართველთა მეფის ტიტული ტაოს მფლობელობას გულისხმობდა.

 

გოგარენი და არა “ჰერეთი”

X საუკუნის იოანე სომეხთა კათალიკოსი გოგარენს უწოდებს მთელ აღმოსავლეთ საქართველოს, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მისი მოსახლეობა კი იბერები არიან (პ. ინგოროყვა, გვ. 463).

ეს რამდენადმე ეთანადება სტრაბონის ცნობას, რომ გოგარენი მდებარეობდა მტკვრის “იმიერ”, ე.ი. მარცხენა სანაპიროზე (სტრაბონი, XI, XIV, 5).

სტრაბონი გარკვევით წერს - “გოგარენა მტკვრის იქით” მდებარეობს და ის არმენიელებმა წაართვეს იბერებს”, თავისუფალ ივერიის ნაწილთაგან სტრაბონი ასახელებს “შუა იბერიას”, რომელშიც იგულისხმება “შუა ქართლი” (შიდა ქართლი).

მაშასადამე, სტრაბონისავე ცნობებით მტკვრის იქით მდებარეობდა თავისუფალი იბერიის ე.წ. “შუა იბერია” და ასევე დაპყრობილი იბერიის გოგარენა, ისინი სხვადასხვა ოლქებია.

მაშ სად მდებარეობდა გოგარენა? გოგარენა იყო მტკვრის იქით და ასევე შუა იბერიის მახლობლად. რეალურად ასეთი ტერიტორია იყო კახეთის გვერდით მდებარე ე.წ. ჰერეთი. ანუ შემდგომი შაქი, რომლის იქითაც ალბანეთი იყო.

“საზღვარი იბერიასა და სომხეთს შორის, სტრაბონის ცნობათა მიხედვით, იწყებოდა ტაოს სამხრეთით, ნაწილობრივ გასდევდა არაქსს (ბასიანის ზონაში), შემდეგ მიჰყვებოდა “მოსხის მთებს” (ე.ი. წყალგამყოფ მთებს, რომელიც გაჰყოფს მტკვრის ხეობებს არაქსის ხეობიდან), ხოლო უფრო აღმოსავლეთით მტკვარს (გოგარენის სექტორში)” - წერს პ. ინგოროყვა (დასახ. ნაშრ. გვ. 467). მისი სიტყვით, ამ საკითხში სტრაბონს ეთანხმებიან პლინიუს სეკუნდე (23-79), რომლის მიხედვითაც იბერიაში შედიოდა ტაშირი და თრიალეთი პარიადრის (ანუ ბამბაკის) მთებამდე, პლუტარქე (46-126), რომლის მიხედვით მტკვრის სათავე იბერიის მთებში იყო, კლავდი პტოლემე, რომლის მიხედვითაც იბერიის საზღვრებში შედიოდა არტაანი (არტანისა) და ქართული წყარო “მოქცევაი ქართლისაი”, რომლის მიხედვით IV ს-ში მეფე მირიანის დროს საეკლესიო მშენებლობა დაიწყო არტაანის მხარეში - ერუშეთში.

მ. ხორენაცი ქართლის პიტიახშს არშუშას უწოდებს “გოგარენის პიტიახშს”. სომხური გეოგრაფიის ცნობით, გოგარენი შეიცავდა ტაშირს, გარდაბანს (ძორს, კოლბს, წოფს და კანგრს), თრიალეთს, ჯავახეთს, არტაანსა და კლარჯეთს” (იქვე, გვ. 465 თუ 405?).

ზოგადად ჩანს, რომ გოგარენი არის ქართლი, იბერია, ზოგჯერ მტკვრის ორივე სანაპირო. მართლაც, სიტყვა “გოგარენაში” ფუძისეული თანხმოვნები “გგრ” არის საერთო ფუძე ეთნკური ქართველის გამომხატველი სიტყვებისა არა მარტო ქართულში, არამედ უცხოურშიც. მაგალითად, გეორგიენ (გრგ), გურჯ (გრჯ), ჯურზან, გურზან (გრზ), საიდანაც მიღებულია ქართველთა აღმნიშვნელი ყველა დასახელებები სხვადასხვა ენებში - გეორგია (გრგ), გრუზია (გრზ) და სხვა. ამავე სიტყვათა რიგშია გუგარი (გგრ), ქართული თვითდასახელებები გურია, ეგრისი, არგვეთი (გრ, რგ), საერთოდ, ჩანს, ფუძით გრ (რგ) და ასევე გგრ(გრგ) გამოიხატებოდა ეთნიკური ქართველები და მათი ქვეყნები; ერთი ასეთი ყოფილა გუგარქ-გოგარენი, კლარჯეთი, ძორი თუ კოლბი და სხვა რეგიონები გუგარქში შედიოდნენ. შემდგომში გუგარქი სომხურ სამყაროში მხოლოდ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მომცველ ქვეყანას ერქვა, მისგან განსხვავებით კი სტრაბონის გოგარენა მტკვრის “იქით”, ანუ მარცხენა სანაპიროზე მდებარეობდა.

მაშასადამე, სხვადასხვა ქვეყნები იყვნენ გოგარენა და გუგარქი. ეტიმოლოგიურად კი ორივე ქართველთა ქვეყანას აღნიშნავდა.

 

იბერიის თემი (XI ს.)

1021-1023 წლებში ბიზანტიის იმპერატორი ბასილი ბულგართმმუსვრელი სათავეში ჩაუდგა თავის ჯარებს, რომლებიც ტრაპეზუნტიდან შევიდნენ და ბასიანში შეებრძოლნენ საქართველოს მეფე გიორგი I-ს. საქართველომ ამ ომში დამარცხების გამო დაკარგა “ზემო ქვეყანანი”. “ამ ტერიტორიებიდან შეიქმნა ორი “თემი” (ოლქი) ბიზანტიის იმპერიის ფარგლებში: ერთი - თეოდოსიოპოლის თემი, რომელიც მოიცავდა დასავლეთ ევფრატის ხეობაში მდებარე ზონას (არზრუმის მხარე), მეორე ოლქი, რომელსაც ბიზანტიელებმა დაარქვეს “იბერიის თემი”, აერთიანებდა თავის ფარგლებში სამხრეთ ტაოს სამფლობელოს, ბასიანის მხარეს და არაწანის ხეობის მიმდგომ რაიონებს” (პ. ინგოროყვა, გვ. 526).

თუმცა არსებობს მოსაზრებაც, რომ იბერიის თემის დედაქალაქი იყო თეოდოსიოპოლისი, მაშასადამე, ის იბერიის თემში შედიოდა.

არაწანის (აღმოსავლეთ ევფრატის) სათავე გაედინება, როგორც ითქვა, ვანის ტბასთან.

იბერიის და თეოდოსიოპოლის (ერზრუმის) თემებს შორის მოქცეული იყო ბიზანასა და ოლნუტის საეპოსკოპოსოები, აქვე (ბიზანასა და ოლნუტს შუა) იყო ხორძენა, ისტორიული მხარე, რომელიც იბერიას სომხეთმა ჩამოაჭრა ქრისტეშობამდე II საუკუნეში. ის ტარონის პროვინციის ჩრდილო საზღვართან მდებარეობდა. ხორძენას ჩრდილოეთით კი მანრალია იყო. მანრალია, სომხური VII ს. გეოგრაფიით, სამხრეთ ეგრისის ქვეყნის მხარეს ერქვა.

“იბერიის თემი” ბიზანტიის შემადგენლობაში 1023-1074 წლებში იყო, 1068 წელს იბერიის თემს შეუერთდა კარის მხარე (ის კარის სომეხმა მეფემ გაგიკმა დაუთმო ბიზანტიას), იბერიის თემს შეუერთდა ანისიც. ანდაკის საეპიკოპოსო კარიდან 60-ოდე კმ-ით იყო დაშორებული.

Lლაზიკის ეპარქია მოიცავდა ისტორიულ სამხრეთ ეგრესს (შემდგომ ქალდეას თემს), ასევე თეოდოსიოპოლისისა და იბერიის თემებს.

 

იბერიის თემი “ბიზანტიის ისტორიის” მიხედვით

მოსკოვში 1967 წ. დასტამბულ “ბიზანტიის ისტორიის” II ტომში ნათქვამია: “იმპერატორმა ბასილი ბულგართმმუსვრელმა მნიშვნელოვნად გააფართოვა იმპერიის საზღვრები ჩრდილო-აღმოსავლეთით მცირე აზიაში - არმენიასა და ივერიაში. 990 წელს მან ილაშქრა კავკასიაში ივერიის მმართველ დავითისა და ბაგრატიდების წინააღმდეგ, რომლებიც დაეხმარნენ ბარდა ფოკას. ბაგრატიდებისა და დავითის გაერთიანებული ჯარი დამარცხდა. დავითმა აღიარა ბიზანტიაზე დამოკიდებულება და მისი ძალაუფლების ქვეშ მდებარე მიწები იმპერატორს უანდერძა. 1001 წელს დავითი გარდაიცვალა. ივერიის ზოგიერთმა დიდებულმა არ ინება დავითის ანდერძის ცნობა და ბასილი სასწრაფოდ კავკასიაში გაემგზავრა. ტაოს ოლქის დიდებულები ვალდებულნი იყვნენ დამორჩილებოდნენ, შიდა ივერიის არხონტმა უარი განაცხადა ეცნო ეს ანდერძი.

მაგრამ იმპერიის პოზიციების განმტკიცება ივერიასა და არმენიაში ბასილმა მხოლოდ თავისი მეფობის დასასრულს შეძლო, 1021-1024 წლების ლაშქრობისას ბასილი II-მ რამდენჯერმე დაამარცხა აფხაზეთის მმართველი გიორგი, შეძლო აღეკვეთა მისი მცდელობა შეეკრა სამხედრო კავშირი ალ-ხაკიმთან და აჯანყებულ სამხედრო დიდებულებთან, გიორგი იძულებული გახდა ეცნო იმპერიისადმი დამოკიდებულება, მძევლად მისცა იმპერატორს თავისი ძე ბაგრატი.

ამ ლაშქრობების დროს ვასპურაკანის მმართველმა გადასცა ბასილს თავისი მიწები. 1020 წელს გარდაცვლილი ანისისი მეფის გაგიკ I-ის ძემ, სმბატმა ასევე დადო ბასილთან ხელშეკრულება, იმის მსგავსად, რომელიც ბასილთან ადრე დადო დავითმა.

ამ შემატებათა შედეგად, იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით წარმოიშვა ახალი თემები: ვასპურაკანი, ივერია და თეოდოსიოპოლისი” (История Византии, T. 2, М. 1967, стр. 225). (იხ. რუკა, ტ.2, გვ. 34, 256, 208).

 

მანრალია და მარდალია - იბერიის თემის ძირითადი ნაწილები

ნ. მარი ჭან-ლაზებს იბერებს უწოდებდა, მეგრულს კი ივერიულ ენას. ეს მოსაზრება არ გაიზიარეს, მაგრამ ფაქტია, რომ, სომხური გეოგრაფიით, სამხრეთ ეგრისში შემავალი ოლქები მანრალია და მარდალია (ბასიანის სამხრეთ-დასავლეთით) იბერიის თემის ნაწილებს შეადგენდნენ.

სომხური გეოგრაფიით სამხრეთ ეგრისის ანუ “ეგრის” ქვეყანა მოიცავდა ჭანიკას, ლაზეთს, მანრალიას და ეგრივს. ნ. ადონცის მიხედვით, რომელიც ისტორიული გეოგრაფიის საყოველთაოდ აღიარებული მცოდნე იყო, მანრალიასა და მარდალიას ოლქების მდებარეობას თეოდოსიოპოლის-არზრუმის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით განსაზღვრავდა. როგორც უკვე აღინიშნა, ეს მხარეები (ოლქები) XI საუკუნის ბიზანტიური იბერიის თემის ცენტრალურ ნაწილებს წარმოადგენდნენ, ანუ ეგრი და იბერია ერთმანეთს ფარავდნენ. იქვე იყო იბერიის თემის სხვა ნაწილები, ანუ ამ მხარეებში იბერია და ეგრი (ეგრისი) ერთმანეთს ფარავდნენ. იბერიისა და ეგრისის იგივეობა ძველ ეპოქაში ალბათ არც იყო გასაკვირი, რადგანაც პროტოქართული ენის და შემდეგ მისგან მიღებული ე.წ. ზანურ-ქართული ენის დიფერენციაცია გამყრელიძისა და მაჭავარიანის მიხედვით დაიწყო ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში (“წელთაღრიცხვათა მიჯნაზე”, თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი, “სონანტთა სისტემა”), ანუ ეგრისელთა და იბერთა ენა ერთი და იგივე ყოფილა ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში, შესაძლოა, ისინი I ათასწლეულში ერთმანეთის მიმართ ძალზე ახლო მდგომ დიალექტებს წარმოადგენდნენ, იმდენად ახლოს მყოფ, რომ მათ ქრისტიანული ღვთისმსახურებისათვის შემოიღეს ორივე ტომისათვის საერთო ენა, რომელსაც ამჟამად “ძველი ქართული ენა” ეწოდება.

ენობრივი მთლიანობის გამო ტაოს სამხრეთით იბერიის თემი და ეგრის ოლქი ერთ მთლიანობას შეადგენდნენ არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ეთნიკურადაც.

 

ბასიანელნი ანუ მესხნი (IX-XI სს.)

IX-XI საუკუნეებში საქართველოში ყოველ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნში მცხოვრებ ქართველობას სახელი საკუთარი კუთხის მიხედვით ჰქონდა მიღებული. მაგალითად, აფხაზეთის სამეფოს ხალხს ერქვა-აფხაზები, კახეთისას - კახელნი, ტაოს სამეფოელებს - “ნათესავით ტაოელნი” ან ტაოელნი, ქართლის სამეფოს მცხოვრებთ - “ქართველნი” (იგივეა, რაც “ქართველთა სამეფოს” ხალხი) - ვის ერქვა მესხნი IX-XI სს-ში? აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საუკუნეთა წყაროებში “მესხი” გვხვდება მას შემდეგ, რაც ბასიანის პროვინცია შემოდის ქართულ პოლიტიკურ სამყაროში. პირველად ეს მოხდა, როგორც ცნობილია, ტაოს მეფის დავით კურაპალატის დროს, რომელმაც “ზემონი ქვეყანანი”, ანუ თეოდოსიოპოლ-ბასიანის მხარეები შემოიერთა. თვითონ “მესხი” ბასიანის სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული ეტიმოლოგიურადაც, როგორც ცნობილია “ხი” სადაურობის გაწარმოებული სუფიქსია - კოლხი, კახი და სხვა. ბასიანის, ანუ ფასიანის მცხოვრებს “ბასხი” - მესხი უნდა რქმეოდა (ეს ეტიმოლოგიური იგივეობა პ. ინგოროყვამ დაამტკიცა აფხაზეთის მხარეთა განხილვის დროს).

“მესხი” შეიძლება ითქვას, პირველად იხსენიება მატიანე ქართლისაისაში - “გამოვიდა თეოდოსი საბერძნეთით, მოვიდა სამცხეს და დადგა მარგის მერეს, უხმობდა მესხთა აზნაურთა” (ქ.ც., I, გვ. 270).

შემდეგ იხსენიება ბაგრატ IV-სთან კავშირში, როცა ის საბერძნეთიდან დაბრუნდა, მოვიდა, ჯერ არზრუმ-ბასიანის ქვეყანაში, რადგანაც ტრაპეზუნტიდან გზა ჯერ იქ ადიოდა, იქიდან კი შიდა საქართველოსკენ მიემართებოდა. აქ მას დახვდნენ - “დიდებულნი, ერისთავნი, აზნაურნი ტაოელნი, მესხნი და ქართველნი” (ქ.ც. I, გვ. 284).

აქ “ქართველი” ნიშნავს ყოფილი “ქართლის სამეფოს” ხალხს, ტაოელნი ნიშნავს ყოფილი “ტაოს სამეფოს” ხალხს (ტაოს ბოლო მეფე იყო დავით დიდი კურაპალატი), ხოლო მესხნი კი უნდა ნიშნავდეს ბასიანის ქვეყნის ხალხს, ანუ ამ შემთხვევაში ბასიანელ დიდებულებს. რატომ უნდა შეხვედროდნენ ბაგრატ IV ბასიანელები, ეს პროვინცია ხომ მის მამას, გიორგი I-ს იმპერიამ ჩამოართვა? საქმე ისაა, რომ მიუხედავად დამარცხებისა, გიორგი I-ს იმპერატორმა ბასილიმ შეთანხმების შესაბამისად გადასცა, ანუ დაუტოვა ცალკეული ადგილები და სოფლები “ზემო ქვეყნებში”. მატიანე წერს - “ყვეს მშვიდობა და დაიზავნეს და მისცა გიორგი მეფემან... ქვეყანა, რომელი ჰქონდა დავით კურაპალატსა ტაოსა, ბასიანს, კოლა-არტანთა და ჯავახეთს. ხოლო რომელიმე ამა ქვეყანათაგან ეკლესიანი, სოფელნი და ადგილნი დაულოცნა გიორგი მეფესა” (ქ.ც. I, გვ. 288).

მაშასადამე, საქართველოს სახელმწიფოს ბაგრატ IV მმართველობის დასაწყისში ეკუთვნოდა ტაოსა, ბასიანსა და კოლა-არტაან-ჯავახეთში ზოგიერთი ეკლესია, სოფელნი და ადგილნი. ამ სოფლებისა და ადგილების, ასევე ეკლესიების რიცხვი, ცხადია, არც თუ მცირე იქნებოდა, რადგანაც ისინი თვით ბასილი იმპერატორმა “დაულოცა გიორგი მეფეს”, ანუ ლოცვა-ფიცით მიართვა. სწორედ ამ ადგილების დიდებულები, ერისთავები და აზნაურები, (ცხადია, თავიანთი ლაშქრით) შეხვდნენ ბაგრატ IV-ს ბიზანტიიდან დაბრუნებისას. ეს ადგილები ყოფილან ტაო, ბასიანი, და კოლა-არტაან-ჯავახეთი, აქაურებს კი ერქვათ “ტაოელნი”, მესხნი და ქართველნი”, ანუ ტაოდან - ტაოელები, ბასიანიდან მესხები, კოლა-არტან-ჯავახეთიდან - ქართველები, ანუ მათ ასეთი სახელები ერქვათ თავიანთი მხარეების მომცველი პოლიტიკურ ადმინისტრაციული ერთეულების სახელების მიხედვით. იმჟამად, ჩანს, ეს სამხარეო სახელწოდებანი ჯერ კიდევ არ ატარებდა ჩამოყალიბებულ ეთნოგრაფიულ ნიშანს, არამედ აღნიშნავდა მხოლოდ ქვეყნის მაცხოვრებლებს, მაგრამ შემდგომ საუკუენეებში ამ სახელებმა ეთნიკური ნიშანი შეიძინეს. საუკუნეთა პოლიტიკური საზღვრების ცვლილებების შესაბამისად კუთხეთა მცხოვრებლების სახელებიც იცვლებოდა. კერძოდ, შუა საუკუნეებში, მას შემდეგ, რაც დაიშალა ერთიანი საქართველოს სახელმწიფო, “ქართველნი” დაერქვათ ქართლის სამეფოს მცხოვრებთ, ხოლო მესხნი დაერქვათ სამცხე-საათაბაგოს მცხოვრებთ, მაგრამ X საუკუნის დასაწყისში ასე არ ყოფილა, ჩვენს წყაროებში, როგორც ითქვა, “ქართველი” იყო კოლა-არტან-ჯავახელი, ე.ი. ქართველთა სამეფოში მცხოვრები, ხოლო “მესხი” - ბასიანელნი.

XI-XII საუკუნეებში, რაც გაუქმდა ე.წ. “ქართველთა სამეფო”, “მესხის” მნიშვნელობა გაიზარდა იმით, რომ “მესხებს” ახლა უწოდებდნენ სამცხე-ტაო-ბასიანის მცხოვრებთ, ბაგრატ IV-ის დროსვე “გამოიყვანა მაწყვერელმან მესხნი შველად მეფისა... ლიპარიტ შეკრიბნა კახნი” (ქ.ც. I, გვ. 300).

აქ “მესხი” სამცხე-ტაოელ-ჯავახელია, კახი კი კახეთის მცხოვრები.

მესხნი არიან კალმახისა და არტანუჯის, მისი მიმდებარე ქართული ქვეყნების მცხოვრებნი. “სულა ერისთავმან კალმახისაგან, გრიგოლ ერისთავმან არტანუჯისაგან შეაერთეს სიტყვა და შეიწვივნეს მათ თანა სხვანიცა აზნურნი მესხნი” (იქვე, გვ. 301).

ერთიან სახელმწიფოში “ქართლი” მხოლოდ შიდა ქართლს ეწოდებოდა, ამიტომაც სამხრეთ საქართველოს მცხოვრებნი მესხებად იწოდნენ. “მესხნი აზნაურნი და ზემოსა კერძისანი ძლიერად დგეს ახალქალაქს” (ქ.ც. I, გვ. 306) - იგულისხმება სულტან არფასარანის შემოსევების დრო. გიორგი II “გარდმოვიდა სამცხეს, მოირთნა მესხნი” (გვ. 316). დავით აღმაშენებლის დროს, როცა თურქებმა ტაო-ბასიანი დაიჭირეს, მათ წინააღმდეგ უბრძანა, ანუ “აცნობა ქართველთა და მესხთა, რათა კლარჯეთს დაუხვდნენ პაემანსა” (ქ.ც. I, გვ. 333). თვითონ კი ქუთაისიდან ლაშქრით განვლო ზღვისპირი ხუფათის გზით შევიდა კლარჯეთში და შეებრძოლა თურქებს ბასიანში.

მაშასადამე, სახელი მესხი IX-XII საუკუნეებში ჯერ კიდევ არ ატარებდა სატომო-ეთნიკურ ნიშანს, არამედ ეწოდებოდა სხვადასხვა რეგიონალურ-ადმინისტრაციული ერთეულის შიგნით მცხოვრებს.

 

ანისი - იბერიის თემის ერთ-ერთი დედაქალაქი

“იბერიის თემში, ანუ იბერიის საკატეპანოში შედიოდა იმიერ ტაო, ჩრდილო ბასიანი, ოლთისი, თორთომი, კოლა, არტაანი, შავშეთი, ჯავახეთი და ე.წ. “ზემონი ქვეყანანი” - არაქს-ევფრატის აუზში მდებარე ვრცელი ტერიტორია, რომელიც ეთნიკურად არაერთგვაროვანი მოსახლეობით იყო დასახლებული. მოგვიანებით იბერიის თემის შემადგენლობაში შევიდა კლარჯეთის მიწა-წყალი, ხოლო კონსტანტინე X მონომაქოსის დროს (1042-55) - შირაქის სამეფო ქალაქ ანისით, რომელიც იბერიის თემის დედაქალაქად იქცა.

იბერიის თემს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ქართველთა და ვანანდის სამეფოები (ქართველთა სამეფოსთან საზღვარი ბანის წყალზე გადიოდა), დასავლეთით ბიზანტიის ადმინისტრაციული ერთეული - ქალდიის თემი, სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ტარონისა და ვასპურაკანის ოლქები. თემმა არსებობა შეწყვიტა სელჯუკთა შემოსევების შედეგად 1072-1074 წლებში (ქსე, 5, 1980, გვ. 68).

იბერიის თემის დიდი ნაწილი იყო “დავით კურაპალატის მემკვიდრეობა”, ანუ ის მიწა-წყალი, რომელიც დავით III-მ უანდერძა კეისარს. დავით III-ის სამემკვიდრეო სამფლობელოს შეადგენდა იმიერ ტაო ჩრდილო ბასიანითურთ. 979 წელს აჯანყებული ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ გაწეული დახმარებისათვის ბიზანტიამ დავითს გადასცა “ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი, რათა თავის სიცოცხლესა ჰქონდინ” (გ. მთაწმიდელი).

XI ს-ის სომეხი ისტორიკოსის სტეფანოზ ტარონელის (ასოღიკი) ცნობით, ეს ქვეყნები იყო: ციხე ხალტოი-არიჭი და მასთან მდებარე კლისურა დასავლეთ ევფრატის ხეობაში, ჩორმაირის თემი მდ. ჭოროხის სათავეებთან, კარინი ანუ თეოდოსიოპოლი თავისი თემით, ციხე სევუკი მარდალიის კანტონში, მდ. არაქსის სათავეებთან, ჰარკისა და აპაუნიკის პროვინციები აღმოსავლეთ ევფრატის ხეობაში (ქსე, 3, 1978, გვ. 340).

მოსკოვში დასტამბული “ბიზანტიის ისტორიის” თანახმად, XI ს-ში ტრაპეზუნტიდან ვანის ტბამდე ბიზანტიამ დააარსა ახალი ადმინისტრაციული ერთეულები - “ვასპურაკანის თემი, იბერიის თემი და თეოდოსიოპოლის თემი”. იქამდე არსებობდა “ქალდეას თემი”. ლაზიკის სამიტროპოლიტოდ წოდებული ბიზანტიური საეკლესიო ერთეული შესაბამისად მოიცავდა აღნიშნულ მხარეთა დიდ ნაწილს და ისიც XI ს-ში უნდა გაფართოებულიყო ამ თემებზე საეკლესიო იურისდიქციის განვრცობის შედეგად. როგორც აღინიშნა, ოლნუტის საეპისკოპოსო მარდალიაში, ხორძენე და ბიზანა მანრალიასთან ახლოს, ტარონის მიმართულებით, ანდაკი - ვანანდში (ყარსის ოლქში) იყვნენ განლაგებულნი.

 

ქართველთა ბრძოლა ბასიან-ტაო-კარინისათვის

კარინი - არზრუმის ანუ კარნუ-ქალაქის მხარეს ერქვა I ათასწლეულში, მიიჩნევა, რომ სიტყვა კარინი კარინიტების იბერიული ტომის სახელისაგან წარმოდგა, რომელიც ქრისტეშობამდე ცხოვრობდა იქ.

ეს ქვეყანა იბერიის სამეფოს ნაწილი ყოფილა, ცხადია იბერებით დასახლებული პარიადრესთან, გოგარენასთან და ხორძენსთან ერთად, რომელნიც, როგორც აღინიშნა, სტრაბონის ცნობით არმენიამ ჩამოაჭრა იბერიას ქრისტეშობამდე II საუკუნეში. საუკუნეთა შემდგომ ჩამოყალიბებულ ტაოს სამეფოს ოფიციალურად "ქართველთა სამეფოს” ეწოდებოდნენ, ტაო კი ბასიანთან ერთად არ შედიოდა მცხეთის ქართლის სამეფოში, ამასთან დაკავშირებით დაგვებადა მოსაზრება, რომ ცნობილი ქვეყანა "არიან-ქართლი” იყო კარინი - ტაო-ბასიანი მიმდგომ მხარეებთან ერთად, ამ მოსაზრების სხვადასხვა ირიბი ცნობა ამტკიცებს, რომელნიც მოყვანილია ამ ნაშრომში. ერთერთი შესაძლოა იყოს სიტყვა არიან-ქართლის ფუძე-ძირის "არ” ("ქართ” - "ქარ”), იგივეობა "კარინ” სიტყვის ძირთან - "კარ” (არ-ქარ-კარ) ამავე რეგიონში ასეთი ფუძეები მრავალია მათ შორისაა არზრუმი, ართვინი, არტანუჯი, კარი, არტაანი და სხვა. არტ-ართ-ქართ-კარ-არ ცხადია ქმნიან გარკვეულ სისტემას, რომელიც ნამდვილად ემსგავსება სიტყვა "არიან-ქართლს”. "მოქცევაი ქართლისაის” ცნობით არიან-ქართლი სახელმწიფო იყო, რომლის მეფის ძემ აზონმა ინება თავისი ხალხის ერთი ნაწილის უფრო ჩრდილოეთით გადასახლება, სადაც ახალი სახელმწიფო "ქართლის სამეფო” დააარსა – "ჰერეთიდან-ეგრისწყლამდე”. ე.ი. იყო ორი ქართლის სამეფო ერთი სამხრეთით - "არიან-ქართლი”, მეორე კი ჩრდილოეთით. ორივე სამეფო ქართველებით იყო დასახლებული, მაგრამ სამხრეთ ქართლს ანუ არიან-ქართლს უფრო განვითარებული სახელმწიფოებრიობა ჰქონია და უფრო ძლიერი ყოფილა სამხედრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩრდილო ანუ მცხეთის ქართლსაც ჰქონია გარკვეული სახელმწიფოებრიობის ჩანასახები: "მცხეთელი მამასახლისის” სახით, რომლის უზენაესობას ცნობდნენ სხვა დიდებულები. აზონს ჩრდილოეთის ქართველთა სახელმწიფო მტკიცედ ჩამოუყალიბებია, მაგრამ შემდგომ იქ დაწყებულა დინასტიური ომი, რადგანაც მიიჩნევა, რომ აზო-ფარნავაზის ომი შიდადინასტიური ბრძოლის ნიშნით მიმდინარეობდა, და რომ ფარნავაზი და აზო საერთო დინასტიური სახლის სხვადასხვა განშტოებებს განასახიერებდნენ, რომელთა შორის უფროს-უმცროსობის პრინციპით უფლებები და სამართავი ტერიტორია იყო დანაწილებული (მ. სურგულაძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლი, 1995, გვ. 19). ამავე სახლის წევრი უნდა ყოფილიყო ასევე ეგრისის ერისთავი ქუჯი.

საფიქრებელია, რომ ქართველთა ორი სახელმწიფო ებრძოდა ერთმანეთს, ესენი იყვნენ მცხეთის ქართლი და არიან-ქართლი.

 

დასავლეთ არმენიის ხალხში ეთნოიდენტობის ძიების შედეგი (IX-X სს.)

კვლევა ეროვნული იდენტობისა რთული საქმე იყო შუა საუკუნეებში.

ზოგჯერ ხდებოდა ისე, რომ ერთ რომელიმე ხალხში იკვეთებოდა ჯგუფი, რომელიც საბოლოოდ იქცეოდა ხოლმე სხვა ხალხად და შორდება ძველ ერს. ამის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა ყოფილიყო. შეიძლება რამდენიმე მაგალითის დასახელება. ოსმალეთის უზარმაზარი სახელმწიფოს მოსახლეობა "ბერძნებს” უწოდებდა სლავური წარმოშობის ხალხებსაც (მათ შორის ვთქვათ ბულგარელებს, ვლახებს და ა.შ.). მიზეზი ამისა იყო ის, რომ ჩამოყალიბების შემდეგ რამდენიმე საუკუნის მანძილზე ოსმალეთის იმპერიამ თავისი კანონების თუ ადათის შესაბამისად "ბერძნულ თემში” გააერთიანა ყველა მართლმადიდებელი და ისინი ერთ ცენტრს - კონსტანტინოპოლის ბერძნულ საპატრიარქოს დაუქვემდებარა, საბოლოოდ პუშკინის ეპოქაში რუსული წრეეები (XIX ს. დასაწყისში) საერთაშორისო ასპარეზზე ავრცელებდნენ მტკიცებულებებს, რომ სინამდვილეში ოსმალეთის "ბერძნების” უმრავლესობა, არა ეთნიკური ბერძნები არამედ "სლავები” იყვნენ. შემდეგში კი მართლაც მოხდა თვითგამორკვევა და "ბერძნებიდან” თანდათან გამოიკვეთნენ ბულგარელები, სერბები თუ ვლახები.

ამჟამადაც, როგორც ცნობილია, ქრისტიანი ლაზები თავიანთ თავს "ბერძნებს” უწოდებენ, მაგრამ თუ კი რაიმე მიზეზის გამო მათში დაიწყება ეთნიკური იდენტობის ძიების პროცესი, შესაძლოა ბერძნების ამ ნაწილისაგან ახალი "ლაზი ხალხი” ჩამოყალიბდეს, მითუმეტეს, რომ არსებობენ მუსულმანი ლაზები, რომელნიც საერთოდ არ თვლიან ბერძნებად თავს.

მსგავსადვე შესაძლებელია ვთქვათ მექსიკის ხალხში შიდა იდენტობის ძიების შედეგად გამოიკვეთოს ინდიელთა ახალი ხალხები ანდა ეთნოჯგუფები, რომელნიც წარმოჩნდებიან, როგორც დამოუკიდებელი ნაციონალური ხალხები.

დაახლოებით მსგავსადვე "დასავლეთ არმენიის” მკვიდრმა მოსახლეობამ IX-X საუკუნეებში, ეთნოძიების შედეგად დაასკვნა, რომ ისინი იყვნენ არა სომხები არამედ იბერიელები, ენით, კულტურით, წარსულით და სხვა ეროვნული თვისებებით. ტაო-ბაიანისა და ახლო მხარეების მოსახლეობამ ეთნო-თვითგამორკვევით აღიდგინა ქართულ-ეროვნული ეთნოიდენტობა და არა ე.წ. “ქართიზაციის” შეგეგად.

 

ბასიანი XII ს.-ში

ბასიანი XII ს-ში საქართველოს სახელმწიფოს ნაწილი იყო. თამარ მეფის დროს ბასიანში დიდი ომი გაიმართა-

“წყალობითა მოჰხედა სამკვიდრებელსა თვისსა ღმერთმან და ვარძიისა ღვთისმშობელმა უვნებლად დაიცვა მის წინაშე შევედრებული ერი ქართველთა”.

 

 

არზენა - არსიანი - არიანი

კონსტანტინე პროფოროგენეტი, როგორც ითქვა, არტანუჯის ოლქს (კლარჯეთს) უწოდებს "არზენას” (არზენი). შეუძლებელია, რომ არ დავინახეთ მსგავსება ანდა იდენტურობა სიტყვებს შორის "არზენი” და "არსიანი”. როგორც ვიცით, არსიანი ეწოდება ქედს, რომელიც აღმოსავლეთიდან საზღვრავს კლარჯეთს ანუ არტანუჯის ოლქს. არსიანი შესაძლოა კონსტანტინე პორფიროგენეტის დროს იწოდებოდა კიდეც ასე: "არზიანი” "არზეანი” ანუ არზეს ქედი. არზენას ძირი არის "არზ”, ხოლო "ეანი”, "იანი” ქართული სუფიქსებია. სიტყვა არსიანმა ასევე შეიძლება გაგვახსენოს სიტყვა "არიანი”, როგორც ვიცით ასე ეწოდებოდა ქართველთა სამხრეთის სამშობლოს ("არიან-ქართლი”). ზოგიერთ მკვლევარს ის ეგულება ისტორიულ მესხეთში ანუ ტაო-კლარჯეთის მხარეს. მართლაც, ჩვენი წყაროების ცნობით კლარჯეთი იყო აზონის მამული ქვეყანა. ანუ არიან-ქართლის ძველი სამეფოს ნაწილი იყო კლარჯეთი. როგორც ითქვა, კლარჯეთს X საუკუნეში არზენი, ხოლო მის მთავარ ქედს "არსიანი” ერქვა. ჩვენი ძველი წყაროს ცნობით კი კლარჯეთი არიანის ქვეყნის ნაწილი იყო. მაშასადამე სამივე სიტყვა (არზენი, არსიანი და არიანი) მიიმართება კლარჯეთის მიმართ და ჩანს კლარჯეთის ძველი სახელები იყვნენ, როგორც აღინიშნა კლარჯეთის სახელ "არზენისაგან” ასევე უნდა იყოს წარმოშობილი სიტყვა "არზ-ენა” ანუ "ლაზ-ენა” იგივე "ლაზიკა” (ლაზივი). მაშასადამე საფიქრებელია, რომ "ლაზიკა” და "არიანი” ერთი წარმოშობის სიტყვებია. ვახუშტის ცნობით კლარჯეთის (ანუ არიან-ქართლის ანუ ლაზიკის) ნაწილები იყვნენ ტაო, სპერი, თორთომი, არზუმის სანახები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ოლთისის დასავლეთით მდებარეობდნენ აზორდის ციხე, ქალაქი აზორდი, აქ გაედინებოდა მდ.აზორდი და საერთოდ მთელ მხარესაც აზორდი ერქვა. ის მდებარეობდა ჭოროხსა და ოლთისის წყალს შუა. სიტყვები აზორდი და არზენი თითქოსდა ერთმანეთს ემსგავსებიან. სიტყვა აზორდი ჩვენ გვაგონებს სიტყვა – აზონს, სახელს არიან-ქართველთა მეფის ძისა. აღსანიშნავია, რომ ოსმალური წყაროს ცნობით ამ მხარეში - "აზნაურები” ცხოვრობდნენ.